მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-18
მოსალოდნელი ტრანსფერი: იმედაშვილმა კინაღამ შახტარს გაუტანა
მოგეხსენებათ, ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის `ოლიმპის~ კაპიტანმა დავით იმედაშვილმა უცხოეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ტანმაღალმა მცველმა აზერბაიჯანს მიაშურა და ლენქორანის `ხაზარს~ უცხოეთში მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა. აზერბაიჯანული წყაროების მტკიცებით, იმედაშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ლეგიონერია, რომელიც აღასალ მირჯავადოვის გუნდში ტესტირებას გადის. ქვეყნის თასის მფლობელ ლენქორანელთა გერმანიაში ემზადება ევროპის ლიგისა და ახალი სეზონისთვის. `ხაზარმა~ უცოეთში პირველი ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა. აზერბაიჯანელები ძლიერ მეტოქეს, დონეცკის `შახტარს~ გაეჯიბრნენ და 0:2 დამარცხდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დონეცკელებმა მეორე ბურთი მატჩის მიწურულს პენალტით გაიტანეს. დავით იმედაშვილი `ხაზარის~ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა ჩაამთავრა. დათო დაცვის ცენტრში, ორი ცენტრალური მცველიდან მარცხნივ იყო გამწესებული. უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მოყვანილი ონლაინ რეპორტაჟიდან ნათლად ჩანს, რომ იმედაშვილი დაცვითი ოპერაციების გარდა, შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. აზერბაიჯანელთა კარში გაშვებულ გოლებში, ჩვენებურს ბრალი არ მიუძღვის. უფრო მეტიც, 32-ე წუთზე იმედაშვილის მიერ შორიდან ძლიერად დარტყმისას `შახტარის~ მეკარე ხუჯამოვმა ბურთი ძლივს მოიგერია.
`ხაზარი~ გერმანიაში კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრაც გამართავს, თანაც ორივეს ავსტრიულ გუნდებთან - ხვალ, 19 ივნისს `რიდთან~, 23 ივნისს კი `მატერსბურგთან~. ლენქორანელთა გუნდში დავით იმედაშვილის ტრანსფერის საკითხიც გერმანული შეკრების შემდეგ გადაწყდება.



ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი