მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-18
ეალტერნატიული აზრი - მიხეილ ყაველაშვილი: რატომ გვაიგივებენ ოპოზიციასთან? ჩვენ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და არა პოლიტიკაზე!
როგორც ცნობილია,~ჩვენი ფეხბურთის~ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრა იუარა და მიზეზებიც დაასახელა.
მიხეილ ყაველაშვილთან ისედაც მრავალ თემაზე დაგვიგროვდა სალაპარაკო, ლამის ერთი წელია ინტერვიუ არ ჩამოგვირთმევია და მისი თბილისში ჩამოსვლით ვისარგებლეთ.

- ბატონო მიხეილ, ბოლო დროს ფეხბურთის მმართველებმა ოპოზიციონერებთან (მამუკა კვარაცხელია, ზურაბ პეტრიაშვილი) თანამშრომლობა დაიწყეს. საზოგადოებაშიც გამუდმებული დაპირისპირების მობეზრება და საფეხბურთო ძალების გაერთიანების სურვილი იგრძნობა. ანუ, მთავარია არა ის, რომ არ თანამშრომლობ თუნდაც ყველაზე სამართლიანი მოტოვებსი გამო, არამედ ის, რომ `ჩვენი ფეხბურთის~ ლიდერები, ყაველაშვილი, ჯამარაული და ყიფიანი თამაშგარე მდგომარეობაში რომ დარჩით და ენერგიას ქართულ ფეხბურთს ვერ ახმართ.
- დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას, რამაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია. ფეხბურთში პოლიტიკა დიდი ხანია ერეოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მესმის გულშემატკივრის, რომ აქ უნდა ვიყოთ და ჩვენს ფეხბურთს ვემსახუროთ, მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე. ვეტერანებს დიდი ცოდნა გვიგროვდება და არ გაინტერესებთ ფეხბურთს რატომ ვერ ვემსახურებით? ფეხბურთის წესებით გეტყვი: თამაშისთვის წესების დაცვაა საჭირო, წინასწარ რომ არ დამარცხდე.
- კი მაგრამ თქვენ იმ გუნდივით ხომ არ მოგდით, რომელიც მსაჯისადმი უკმაყოფილების გამო მოედანს ტოვებს და 0:3 დამარცხება ეთვლება?
- ჩვენ მოედანზე არც შეგვიშვეს და მოედანს როგორ დავტოვებდი? არჩევნებს ვგულისხმობ. ჩვენ წაგებულ თამაშში გვეპატიჟებიან, მსაჯი ნაყიდია და ვიჩაგრებით, ხომ? ჩემი ასპარეზი მოედანია და სად უნდა დავუმტკიცო გულშემატკივარს მოწინააღმდეგეზე უპირატესობა, თუ არა მოედანზე, ანუ არჩევნებზე? მხოლოდ გაზეთსა და ტელევიზიაში ომახიანი ლაპარაკით ის ჩემს უპირატესობას კარგად ვერ დაინახავს. მე წაგების აღიარება არ შემრცხვება, რამდენი შეხვედრა წამიგია, მოწინააღმდეგეს კი არ ვებუტებოდი, ხელს ვართმევდი და ვულოცავდი. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაშიც ასე მოვიქცევი, ვიბრძოლებ და თუ წავაგე, ღირსეულს მივულოცავ და შეძლებისდაგვარად ვითანამშრომლებ. საამისოდ ფეხბურთში სისტემაა შესაცვლელი, რომელიც თავისუფალი არჩევანის უფლებას მოგვცემს. როდესაც ეს მოხდება, მოღვაწეობის საშუალება ყველას მიეცემა. არაა აუცილებელი, ყველა ფედერაციაში იყოს. ბევრი ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტს არც იცნობენ, იმდენად გამართული სტრუქტურები აქვთ. საქართველოში ასე რომ იყოს, ფედერაციის მისვლის პრეტენზია არც გამიჩნდებოდა. საქმეს ისაა, რომ სისტემის არასებობამ დამაფიქრა ფედერაციის მართვაზე. ჩემი გიორგი ივანიშვილი შვეიცარიაში `გრასჰოპერსა~ და `ციურიხში~ ვარჯიშობდა, ვაკვირდებოდი, როგორ ზრდიდნენ და დავინახე, რა შორს ვართ ევროპული ფეხბურთისგან, რატომ ზრდიან ისინი და ჩვენ კი უამრავ ტალანტს ვკარგავთ. 100-დან 2 პროცენტსაც ვერ ვზრდით?! წარმოიდგინეთ, რამხელა ნიჭი გვეკარგება და ვერ ვიყენებთ. გიორგი აქ რომ გაზრდილიყო, არ გამოვრიცხავ, ფეხბურთი არც ეთამაშა. 1988 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით და კიევსი `დინამოს~ მოვუგეთ, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრების 8 ფეხბურთელი ჰყავდათ. შემდეგ საბჭოტა კავსირის ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, კიეველები დიდი ფეხბურთში გამოჩდნენ, მაგრამ ჩვენგან ბევრი დაიკარგა. მთავარია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაზე არავინ ზრუნავს, სტრატეგიაც არ არსებობს და ყველაფერი სპონტანურად კეთდება. დიახაც, გულშემატკივარს საფეხბურთო სამყაროს გაერთიანების სურვილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ შენ თავშივე რომ მჩაგრავ, როგორ ვითამაშრომლო? ფედერაციაში მისვლას წინ რა დაუდგებოდა, მაგრამ ამას გაზეთიდან არ უნდა ვიგებდე. პიროვნება, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელი არ ყოფილა და არც დიდი წარმატებები ჰქონია.
- ამაში ვერ დაგეთანხმებით: ზვიად სიჭინავამ ზუგდიდში ფეხბურთი ააღორძინა, მშვენიერი ბაზა ააშენა და მაზე მეტი საფეხბურთო სამყაროს წარმოადგენელი ბევრი არ მეგულება.
- ილია კოკაიამ, ლექსო თოფურიამ და გურამ რუხაძემ ბევრად მეტი არ გააკეთეს? მე მაგ პიროვნებიდან პრობლემების მოგვარების ხედვა და პროგრამა ვერ დავინახე. რამდენი ხანია ვიბრძოდი და მაგის პროტესტი არ მესმოდა. მესმის, რომ გვინდა საქმე გააკეთოს, მაგრამ სურვილი ერთია და პროფესიონალიზმი მეორე.
- სტრატეგია არაა სტადიონების აშენების შედეგიანი მცდელობა?
- მესმის, რომ ქუთაისის სტადიონის მშენებლობა კარგია, მაგრამ სისტემაში უნდა იყოს მოქცეული - როგორ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა, მოვაგვაროთ მდგომარეობა ეროვნულ ჩემპიონატში, ბავშვთა ფეხბურთსა და ნაკრებში. ვიღაცის გულის გასახარად მივიდოდი და შევხვდებოდი, მტერი კი არ ვარ იმ კაცის, რაც მეტს გააკეთებს, მით უფრო გამიხარდება, მაგრამ სისტემის შეცვლაზე რაიმე თქმულა? მე კი უპირველესად სწორედ ეს მაინტერესებს.
- იქნებ სიჭინავას სწორედ სისტემის შეცვლაზე სურდა ელაპარაკა?
- ყველამ კარგად მინდა გამიგოს. თქვენი აზრით, `ჩელსის~ მეპატრონე `რეალის~ მეპატრონეს დაუწყებს ჭკუის დარიგებას, ესე და ესე გააკეთე და გვერდში დამიდექიო? მეც გუნდი ვარ და მოვლენებზე საკუთარი შეხედულება გამაჩნია, მყავს კადრები, საკუთარი გუნდი და როდესაც არჩევნების ჩატარდება, ყველას დაგანახვებთ, რომ საკუთარი პროგრამით პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები მოვდივართ.
- სწორედ მაგაზეა ლაპარაკი, რომ თქვენი ჯგუფი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ფეხბურთში არ ხართ და ეს ყველასათვის საწყენია.
- სამართლიანობა არაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პარტნიორობის გარანტია არ გაგავაჩნია. ლევან ყიფიანი და გიორგი ნემსაძე გვერდში დაუდგნენ, თქვეს კიდეც, ერთი გუნდი ვართო და მერე აღმასკომშიც არ შეიყვანეს. გაგვცენ პასუხი, ეს ადამიანები ფედერაციაში რატომ არ მიუშვეს? ვიყოთ რა გულახდილები, არ შეიძლება საზოგადოება და გულშემატკივრები მოვატყუოთ. თუმცა, ვიმეორებ, მე ამ ხალხის მტერი კი არა, კონკურენტი ვარ და რაც მეტ საქმეს გააკეთებენ, მით უფრო გამიხარდება. სხვათაშორის, სტადიონები სახელმწიფომ გააკეთა. ახალკაცი ვერ გააკეთებდა?
- გააკეთა?!
- მაშინ სახელმწიფოს ეს სტრატეგია არ ჰქონია. თუმცა, მაშინაც სახელმწიფო აკეთებდა საქმეს, მე ვერ დავინახე, რომ სახელმწიფოსთვის ფედერაციას პროექტი წარეგდგინა, რომ გვჭირდება ეს, ეს და ეს, არც ადრე და არცა ახლა. ორ უცხოელ მწვრთნელს ლამის ათი მილიონი ლარი გავატანეთ. ამ თანხით ოთხ მშვენიერ სამწვრთნელო ბაზას ავაშენებდით თავისი ორი მოედნით, ერთიც ქვიშის და ხელოვნური საფარითა და გასახდელ-შენობებით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ოთხი მოსამზადებელი ცენტრი გვექნებოდა, გუნდები უცხოურ შეკრებაზე თანხას დაზოგავდნენ და სომხეთ-აზერბაიჯანის კლუბების სტუმრობით, შემოსავლის წყარო გაგვიჩნდებოდა. უცხოელებთან ხშირი თამაში კი კლასის გაზრდის წინაპირობაა. მთელი წლის განმავლობაში ბაზები ბავშვებს მოემსახურება და სრულყოფილად ივარჯიშებენ. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წელიწადში გაკეთდებოდა და წარმოგიდგენიათ, ოთხ წელიწადში რამხელა საქმე გაკეთდებოდა?! პროგრამაზე ფიქრი ფედერაციაში მისვლის შემდეგ კი არ უნდა დაწერო, მანამდე უნდა შეადგნო და მე არ უნდა მეიკითხებოდე, შენ რა გეგმა გაქვსო? მაშინ რატომ მიდიხარ, გეგმა თუ არ გაგაჩნია, რითი დაიმსახურე ჩემზე მეტი? მე ვერ დავიბარებ სხვას და ვერ შევეკითხები გეგმებზე? სახელმწიფო საიმედო პარტნიორს თუ ეძებს, ყველამ დავინახეთ, რომ ეს არასწორი მიდგომაა. ან ვინ მოგვნათლა ოპოზიციურ ძალად და რატომ ვართ სახელმწიფოსთვის საშიში ხალხი, როდესაც სწორედ ქვეყნისთვის ბევრად უკეთესი ფეხბურთის საფუძვლებს ვთავაზობთ? საერთოდ, რატომ გვაიგივებენ ოპოზიციასთან, ჩვენ ფეხბურთის განვითარებაზე ვლაპარაკობთ და არა პოლიტიკაზე! გამოვიდეს სიჭინავა ჩვენთან ერთად და ხალხმა განიხილოს, რომლის პროგრამაა უფრო სრულყოფილი და მისაღები. მოგცენ პასუხისმგებლობის აღების საშუალება და მოგვთხოვონ პასუხი. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევენ, გვჩაგრავენ და მერე პარტნიორობას გვთავაზობენ.
- კვარაცხელიამ და პეტრიშვილმა დააშავეს, თანამშრომლობა რომ დაიწყეს?
- მე ქართული ფეხბურთის მტერი კი არ ვარ, ამ ხალხმა სამქმე უნდა აკეთონ, მაგრამ ჩემს გუნდს წაგებულ თამაშის წამოწყება არ სურს. მოედანზეც არ მიშვებენ და თამაშს მთავაზობენ?! მე კი ვითხოვ, გაგვიყვანეთ მოედანზე! ყიფიანმა ადრე ახალკაცს კითხა, რა კრიტერიუმით შეარჩიე კუპერიო და ცინიკური პასუხი მიიღო, კუპერის ტესტითო. კაცს საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, ერთ ფეხბურთელსაც არ იცნობდა, უცნობ გარემოში მოხვდა და ლოგიკურიც იყო, მისი მუშაობა სავალალო შედეგით რომ დასრულდა. ეს იმიტომ ვიკითხე, რომ 21-ე საუკუნეა და მწვრთნელის თუ ფეხბურთელის შერჩევისას, ყველაფერი იციან მის სტილზე, ხასიათზე, კვების მენიუსა და დღის რეჟიმზეც კონტრაქტს ჩვენსავით ბრმად არ უფორმებენ. მე ერთ კვირაში მეგობარი მენეჯერისგან ტოპმიოლერზე ბევრი რამ გავიგე, კარგი მწვრთნელია, როდესაც გუნდი და შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ახალი გუნდის ჩამოყალიბება არ შეუძლიაო. მე რომ გავიგე, ფედერაცია არ უნდა დაინტერესებულიყო? ასე რომ ექნა, მიხვდებოდა, რომ ტოპმიოლერს შედეგი არ ექნებოდა. თემურ ქეცბაიას მაგალითი ავიღოთ, ის ქართველია, მაგრამ ქართული სამწვრთნელო სკოლის აღზრდილი არაა. მისი ჩამოყვანა მესიის მოვლენად არ უნდა ჩავთვალოთ, ქართული ფეხბურთის პრობლემებს თემური ვერ მოაგვარებს. თუმცა ვიცი, რომ ქეცბაიას ყოველთვის ბრძოლისუნარიანი გუნდი ეყოლება. ეროვნულ ნაკრებზე, ქეცბაიას დანიშვნაზე, ინფრასტრუქტურაზე და ყველაფერზე ფედერაციაა პასუხისმგებელი. სიჭინავამ რაიმე საკითხში თანადგომა რომ მთხოვოს, ქართველს უარს როგორ ვეტყვი, პიროვნებებს აუგად არც შევეხები, მაგრამ სისტემა თავიდან ასაშენებელი რომ არის, ამაზე არაფერი ვთქვათ? მისვლამდე სიჭინავა რამეს გვპირდებოდა? ბაზის აშენების გამო აირჩიეს პრეზიდენტად?
- ბიზნესი დააინტერესა, ქუთაისის `ტორპედოსა~ და ფოთოს `კოლხეთს~ სოლიდური პარტნიორები გამოუჩნდა - ცუდი ნაღდად არაა. საბოლოოდ შედეგი არაა მთავარი?
- ეს მეც ძალიან მახარებს, მაგრამ რაც არ კეთდება და არასწორი მიმართულებით მიდის, ამაზე ვლაპარაკობ. თორემ, გააკეთოს მეტი, ეს მისი პასუხისმგებლობაცაა! თუმცა, ამის გამო ყველაფერს ვერ დავივიწყებ. მეც მომცენ საშუალება და ვაჩვენებ, ამის საპირწონედ რას გავაკეთებ, არ შეიძლება? სისტემასთან ბრძოლა რომ დავიწყეთ, თანადგომის ნაცვლად, კოლეგებმა ბრძოლა დაგვიწყეს. მე თუ ვვხედავ არასწორად წამოწყებულ საქმეს, შენ ვერ ამჩნევ? `იმას არ ეწყინოს~ არასწორი დამოკიდებულებაა. როცა ფეხბურთი იღუპება, ხმა უნდა ამოიღო. პრინციპულ საკითხებზე მხოლოდ ორი-სამი კაცი რომ არ დაგვიდგება, გაერთიანებას მერე მართლა მოვახერხებთ. არადა, ვერც ვხდებით, უსისტემო ფეხბურთით რამდენ ბავშვს ვკლავთ. ოცნებად გვექცა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.
- თქვენი აზრით, ეს უახლოეს პერიოდში შესაძლებელია?
- მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ზელანდია, სლოვაკეთი და სლოვენია გავიდნენ და მათზე ნაკლები ნიჭი გვაქვს? ჩვენზე სწორად ხარჯავენ ფულს და მიზანმიმართულად მუშაობენ. აბა სწორად დავგეგმოთ და ნახავთ, მათზე მეტს თუ არ გავაკეთებთ. ფეხბურთის თამაში კარგად ვიცით, მაგრამ ნიჭს უაზროდ ვკარგავთ. გვეუნებიან, საქმე დაგვანახვეთო. აი, დავამთავრე კარიერა, ჩამოვედი და სად დაგანახო? კრედიტი ავიღო, სკოლა დავაარსო, ნიჭიერი მენეჯერს შევუამხანაგდე და 10-12 წლიანი ჯახირის მერე მივხვდე, რომ ეს გარემო ფეხბურთის განვითარებას ხელს არ უწყობს? დაამთავრებენ კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, ასათიანი, ხიზანიშვილი და ეს თაობა თამაშს და მერე ამ ხალხს რას ვუშვებით? არაჯანსაღი და არაკონკურენტუნარიანი გარემო მათ დაბრუნების საშუალებას არ მისცემთ. დრომ ხომ გამოაჩინა, რომ ტოპმიოლერისა და კუპერში მილიონები უაზროდ გადაიყარა? შეცდომა ვინმემ აღიარა?
- სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ახსენეს, უცხოელებზე გაკეთებული აქცენტი არასწორი იყო და ინფრასტრუქტურის მიხედვა აჯობებსო - ეს აღიარება არაა?
- შეცდომები კომპლექსურადაა გამოსასწორებელი. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ნაკრებებში კოორდინაცია არაა. ქართულ ფეხბურთის სტილი ადრე არ მოგვწონდა, მაგრამ სახე მაინც ჰქონდა. ახლა ეს სახეც დაკარგა. ამის მიხედვაზე ვინმე ზრუნავს? მოკლედ, იმდენი სამუშაოა...
- ამ ყველაფრის მოსაგვარებლად პროგრამა თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობ. მე სკამი კი ამ მიზიდავს, მდგომარეობის გამოსწორება მინდა. სულ ვკითხულობ, სულ მოლაპარაკებები მაქვს, მოსვლის შემთხვევაში საქმის დროული მოგვარება რომ შევძლოთ. ქართულ ფეხბურთს კი დიდი პოტენციალი აქვს.


ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი