მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-18
ყოფილი ახლებზე გოგი ქავთარაძე ქეცბაიასთვის ამის მოთხოვნა რეალურია...
ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, როგორც გულშემატკივარი, სიჭინავასა და მისი გუნდის მუშაობით კმაყოფილია

გასულ შემოდგომაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეიცვალა. ნოდარ ახალკაცისა და მისი გუნდის ფედერაციიდან წასვლის მიზეზად ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა დასახელდა. მას მერე 8 თვე გავიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელებს აქამდე არ გაუკეთებიათ შეფასება. ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე ამ თემაზე საუბარზე დაგვთანხმდა. ფედერაციის ახალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის მუშაობა, აზრი ეროვნულ ნაკრებსა და მის ახალ თავკაცზე, სახელმწიფოს მხარდაჭერა ფეხბურთისადმი და განხორციელებული პროექტები... გოგი ქავთარაძეს ამ და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ.

- ნოდარ ახალკაცსა და მის გუნდს ნაკრების წარუმატებლობის გამო მოგიწიათ ფეხბურთის ფედერაციის დატოვებამ. 1 იანვრიდან მოყოლებული ეროვნულ გუნდს ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია ჰყავს. საინტერესოა მასზე რა წარმოდგენის ხართ?
- მასზე კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით. თემურ ქეცბაია არაჩვეულებრივი ადამიანია, მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, რაც ევროპაში მუშაობით დაამტკიცა კიდეც. თემურს სანაკრებო გამოცდილება აქამდე არ ჰქონდა, მაგრამ ეს ნაკლი ნამდვილად არ არის. მისი მოტივაცია, ხასიათი, საქმის მიმართ მიდგომა, კვალიფიციურობასთან ერთად, ძალიან დიდი პლუსია და როგორც გულშემატკივარს, მეც დიდად მაიმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ვფიქრობ, მწვრთნელი ბევრ პრობლემას წააწყდება მუშაობისას. შესაძლოა ისეთი პრობლემაც კი გამოჩნდეს, რომელსაც ნაკლებად ელოდა. სწორედ ამ ფაქტორების გამო ვამბობ, რომ რთული პერიოდია ეროვნულის თავკაცისთვის. ქეცბაიას ყველაზე თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში უწევს ნაკრების ხელმძღვანელობა. ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ახალგაზრდა თაობიდან გამოჩნდა წარმატებული, მაღალი დონის ქართველი მწვრთნელი. თემურს წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, სირთულის მიუხედავად ამ საქმეს თავს გაართმევს და ყველასგან სათანადო მხარდაჭერა ექნება.
- ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებმა უკვე ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - შინ ესტონეთს მოუგო და ავსტრიაში, მუნდიალის მონაწილე კამერუნს 0:0 ეთამაშა. ამ ორ მატჩში რა სხვაობა დაინახეთ ჩვენი ნაკრების თამაშში?
- ესტონეთის გარდა კამერუნთან მატჩიც ვნახე ინტერნეტში. პროგრესი აშკარად შესამჩნევი იყო. კამერუნზე უკეთ ითამაშა გუნდმა, საგოლე მომენტებიც მეტოქეზე მეტი გვქონდა და საერთოდ, ამ შეხვედრის მოგებაც შეიძლებოდა. ეს კი საკმაოდ დიდ იმედებს იძლევა საიმისოდ, რომ ჩვენმა ნაკრებმა კიდევ უფრო გააუმჯობესოს თამაში და ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, ნაკრების მწვრთნელისგან ამის მოთხოვნა უფრო რეალური იქნება, ვიდრე მას ჯგუფიდან უცილობლად გასვლა მოვთხოვოთ. პირადად, ქეცბაიასი დიდად მეიმედება და ვფიქრობ, გულშემატკივრის განწყობაც ანალოგიურია.
- მუნდიალზე ჩვენი მეტოქე საბერძნეთი ასპარეზობს. ამ გუნდზე რა აზრის ხართ?
- თავიდანვე ვამბობდი, რომ საბერძნეთი ერთ-ერთი სუსტი გუნდი იყო მუნდიალის მონაწილეებს შორის და ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. ბერძნების პირველმა თამაშმა ჩემი ეს ვარაუდი დაამკიცა კიდეც. ჩემი პროგნოზით, ელადელები დანარჩენ ორ მატჩსაც წააგებენ. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოთიშვისთანავე ოტო რეჰაგელი დატოვებს საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტს და ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი უფრო აქტიურად განხორციელდება. ჩემი აზრით, სექტემბერში საბერძნეთი არ იქნება ის გუნდი, რომელთანაც ჩვენს ნაკრებს თანაბრად თამაში შეეძლება. ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფში ხორვატია არის ფავორიტი და ეს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებშიც ნათლად გამოჩნდება
- ჯერ კიდევ ფედერაციაში თქვენი მუშაობის დროს იყო ლაპარაკი სახელწიფოს მხრიდან ფეხბურთისთვის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა ახლა უფრო საგრძნობი გახდა. ამის დასტური ქუთაისის მთავარი არენის რეკონსტრუქციაა. იგეგმება სხვა საფეხბურთო ობიექტების აშენება და განახლება...
- სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფედერაციაში ჩვენი გუნდის მუშაობის დროსაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. გრანდიოზული პროექტი იყო ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია, ნაკრების ბაზების პროექტშიც დაგვეხმარა სახელმწიფო. გარდა ამისა, იყო სკოლბურთი, რაც მასობრივი ფეხბურთის სფეროშია და კიდევ სხვა პროექტები, რომლებიც სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა. ეკონომიკურმა კრიზისმა და 2008 წლის აგვისტოს ომმა შეგვიშალა ხელი, თორემ კიდევ არაერთ კარგ საქმეს გავაკეთებდით სახელმწიფოსთან ერთად. დღეისათვის უკვე სტაბილური ვითარებაა და სახელმწიფო ისევ აქტიურად მონაწილეობს ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის. მჯერა, ჩვენი ფეხბურთისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის სათავეში, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ქუთასის სტადიონის რეკონსტრუქცია და ტრადიციული სფეხბურთო ქალაქების ქუთაისისა და ფოთის გუნდების უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან გამეხარდა. რაც უფრო მეტი გაკეთდება ინფრასტრუქტურის ასაღორძინებლად, მით უკეთესი, რადგან ჩვენი ფეხბურთისთვის ეს უმნიშვნელოვანესია.
- უკვე 8 თვე გავიდა, რაც ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება. როგორც ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, რა აზრის ხართ ფედერაციის ახალ გუნდზე...
- რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. რეზო არველაძე ჩემი ახლო მეგობარია და მჯერა, ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ქართული ფეხბურთისთვის. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მიმართ. ის მუშაობს, კარგი მენეჯერია, ძალზე მონდომებულია და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია. რაც შეეხენა ნაკრებებს, ფედერაციის ფუნქცია და დანიშნულებაა ნაკრებ გუნდებს მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას, დანარჩენი უკვე მწვრთნელსა და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, ისევე როგორც თავის დროზე ჩვენ, ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელობა არაფერს აკლებს ნაკრებ გუნდებს.
- საინტერესოა, დღეს რას საქმიანობს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და აპირებს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებას, თუნდაც რომელიმე კლუბში?
- არასაფეხბურთო პროფილის სამსახური მაქვს და სხვადასხვა პროექტშიც ვმონაწილეობ. ამ ეტაპზე ფეხბურთთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული გეგმა და მიზანი არ მაქვს. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და ყველაფერს დრო გამოაჩენს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ასეთი სურვილიც გამიჩნდეს. თუ ქართული ფეხბურთისთვის საჭირო ვიქნები, დავფიქრდები...
- თქვენი გუნდის წევრებზე მინდა გკითხოთ. ისინი რას საქმიანობენ?
- ჩვენ მეგობრობა გრძელდება. ნოდარ ახალკაცი მიმდინარე ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტშია, გერმანიაში ცხოვრობს. უჩა უგულავა და დიმიტრი რამიშვილი თავიანთი საქმით არიან დაკავებულები.
- გაისად ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია. ნოდარ ახალკაცი ხომ არ აპირებს მასში მონაწილეობას?
- ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ ტელეფონით ხშირად გვაქვს კონტაქტი, მაგრამ ამ თემაზე არ გვისაუბრია.
- დაბოლოს, ვიცით, რომ მუნდიალზე არგენტინას გულშემატკივრობთ და ამ ნაკრების ფანკლუბის წევრიც ხართ. ფანური მომენტი გვერდით რომ გადავდოთ, მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში ფავორიტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- რეალურად რომ ვიმსჯელოთ, შემადგენლობით არგენტინა ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია მუნდიალზე. ვფიქრობ, ფინალში არგენტინა და ინგლისი ან ესპანეთი და ინგლისი ითამაშებენ.






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი