მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-18
უცნობი ქართველი: ლუგანსკში ფოცხვერია ფეხბურთელს გვიზრდის
ორიოდე დღის წინ `ლელოში~ ფეხბურთის ფედერაციაში გამართული პრესკონფერენცია გავაშუქეთ, რომელიც უცხოეთში მოთამაშე ქართველების მოძიებაში ფედერაციისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას ეხებოდა.
წერილში უცხოეთში გაბნეული რამდენიმე უცნობი ქართველი ფეხბურთელი ვახსენეთ, მათ შორის, ლუგანსკის `ზარიას~ 17 წლის ნახევარმცველი, უკრაინის მოქალაქე გიული მანჯგალაძე.
გუშინ რედაქციაში ფეხბურთელის მამა, ბატონი შოთა დაგვიკავშირდა და საინტერესო ისტორიები გვიამბო.
`გიული ბავშვობაში თბილისში, `ოლიმპის~ საფეხბურთო აკადემიაში მამუკა ფანცულაიასთან ვარჯიშობდა. სხვათა შორის, მისი გუნდელი იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ახლახანს `ზენიტში~ გადავიდა. ფანცულაიამ ძლიერი ბავშვები შეკრიბა და კარგადაც ავარჯიშებდა. უკრაინაში წასვლა წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტეთ. თავდაპირველად ზაპოროჟიეს `მეტალურგში~ გასინჯეს, აყვანაც შესთავაზეს, მაგრამ კლუბს მიზეზთა გამო, კლუბი მაინც დატოვა. ამის შემდეგ ლუგანსკის `ზარიაში~ გასინჯეს და აიყვანეს. ერთი წელია დუბლების ფეხბურთელია და ხშირად ათამაშებენ. გიულის 3-წლიანი კონტრაქტი (1+2) ოპციონის სისტემით გაუფორმეს. ის შემტევი ნახევარცველი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საყრდენადაც იყენებენ. 1992 წელსაა დაბადებული და 175 სმ სიმაღლისაა. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ბავშვს რომ ეთამაშა და პრობლემა არ შექმნოდა, უკრაინული პასპორტი დაგვჭირდა. თუმცა, ორმაგი მოქალაქეობა პრობლემას არ წარმოადგენს და თუკი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაინტერესდებიან, ამ საკითხს იოლად მოვაგვარებთ, რადგან ჩვენთვის მთავარია, გიულიმ საქართველოს სახელით ითამაშოს. ლუგანსკში მას საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებთა ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერია ავარჯიშებს - ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელი. სხვათა შორის, გიულის აყვანა ორი წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში სურდათ, მაგრამ საბოლოო სიაში ვერ მოხვდა და მოქალაქეობის შეცვლას ამიტომ დათანხმდა. თუმცა მისი უდიდესი სურვილი საქართველოს სახელით გამოსვლაა, თუკი რა თქმა უნდა, ამას დაიმსახურებს~, - გვითხრა შოთა მანჯგალაძემ.





ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი