მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-18
არ გჯეროდათ ზიდანის? ესეც ჩიხი!
17 ივნისი. პოლოკვანი. პიტერ მოკაბა. 30 000 მაყურებელი
საფრანგეთი-მექსიკა 0:2
საფრანგეთი: ლორისი - სანია, გალასი, აბიდალი, ევრა - ტულალანი, დიაბი - გოვუ (69. ვალბუენა), რიბერი, მალუდა - ანელკა (46. ჟინიაკი).
მექსიკა: პერესი - ოსორიო, მორენო, როდრიგესი, სალსიდო - დოს სანტოსი, ხუარესი (55. ერნანდესი), მარკესი, ტორადო, ველა (31. ბარერა) - ფრანკო (62. ბლანკო)
გოლები: 0:1 ერნანდესი (64), 0:2 ბლანკო (79-პენ)
გაფრთხილება: ფრანკო (5), ტულალანი (45), ხუარესი (48), მორენო (49), აბიდალი (78), როდრიგესი (83)
მატჩი დაიწყო: საფრანგეთი; დარტყმა: 10(4)-13(5); ჯარიმა: 21-21; კუთხური: 7-1; ბურთის ფლობა: 52%-48%.
არბიტრი: ხალილ ალ გამდი (საუდის არაბეთი)
საინტერესო მომენტები
6" - ფრანკ რიბერიმ ჯარიმა შეასრულა, ოსკარ პერესმა ბურთი ხელებში შეიმაგრა.
8" - კარლოს ველამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
12" - გილერმო ფრანკომ არაზუსტად დაარტყა.
18" - კარლოს სალსიდოს დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
27" - სალსიდოს უგო ლორისმა აჯობა.
33" - ლორისის უხეშ შეცდომას პაბლო ბარერას არაზუსტი თავური მოჰყვა.
39" - ჯოვანი დოს სანტოსმა ბურთი მიზანს ააცილა.
54" - ფლორენ მალუდას ძლიერი დარტყმა მექსიკელთა მეკარემ მოიგერია.
63" - რაფაელ მარკესის შორეულ დარტყმას ლორისი გაუმკლავდა.
64" - მარკესმა ხავიერ ერნანდესი შენიშნა და მოედნის სიღრმიდან მისი მისამართით შესანიშნავი გადაცემა გააკეთა. ერნანდესმა მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 0:1.
78" - ერიკ აბიდალმა საკუთარ საჯარიმოში ბარერა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა.
79" - კვატემოკ ბლანკომ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა - 0:2.
თუ ვინმეს ზინედინ ზიდანის სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა, უკვე დარწმუნდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა აბსოლუტურად მართალი იყო - რაიმონ დომენეკმა საფრანგეთის ნაკრები ჩიხში შეიყვანა, თანაც ისეთ ჩიხში, საიდან გამოსვლაც ამ მუნდიალზე უკვე წარმოუდგენლად მოჩანს. ასე რომ, იქიდან გუნდის გამოყვანა უკვე ლორან ბლანს მოუწევს. ვინ იცის, რამდენი ხანი დასჭირდება სამფეროვანთა ახალ თავკაცს წინამორბედის ბრიყვული ნაბიჯების გამოსასწორებლად.
ტყუილად ელოდნენ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ქომაგები, რომ მათი საყვარელი გუნდი პირველი თამაშის შემდეგ რამეს უკეთესობისკენ შეცვლიდა. ფრანგებმა კვლავ უსახურად და უფანტაზიოდ ითამაშეს და თუკი პირველ ტურში ნულოვან ფრეს მაინც მიაღწიეს, გუშინ ესეც სანატრელი გაუხდათ. საფრანგეთმა, პირველ რიგში, შეტევაში ვერ ივარგა, სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ ხავიერ აგირეს გუნდმა აიწყვიტა და მეტოქეს თავბედი აწყევლინა.
შეცვლაზე შესულმა ერნანდესმა მარკესის ბრწყინვალე გადაცემა მიიღო, ლორისი იოლად ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეპიზოდი მეტად ეფექტური გამოდგა. ჰგავდა თამაშგარე მდგომარეობას, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მექსიკას ან გოლი არ ეკუთვნოდა, ან გამარჯვება. ვის ვის და ფრანგებს მსაჯობაზე ხმა არ ამოეღებათ. ტიერი ანრის ხელი რომ არა, გუშინ მექსიკის მეტოქე შესაძლოა, არა საფრანგეთი, არამედ ირლანდია ყოფილიყო...
ანრი ვახსენეთ და ვეტერანი ფორვარდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ენერგიულად ხურდებოდა, მაგრამ დომენეკისგან მოედანზე შესვლის ნიშანს ვერ ეღირსა. სამფეროვანთა მწვრთნელის კრიტიკის ათასი მიზეზი არსებობს, მაგრამ დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ანრის იგნორირებას მას განსაკუთრებით წამოაძახებენ.
შეიძლება, ვჩქარობთ და ფრანგთა უბადრუკ სამერვედფინალო შანსებს ნაადრევად ვუსვამთ ხაზს, მაგრამ გუშინდელმა საღამომ მძაფრად გვაგრძნობინა, რომ საფრანგეთის ნაკრებში დომენეკის ექვსწლიანი ეპოქის დასრულებამდე ერთადერთი თამაშიღა დარჩა. შეგახსენებთ, მან ამ თანამდებობაზე ექვსი წელიწადი იმუშავა და თუკი 2006 წელს ზიდანის წყალობით მსოფლიოს ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა, პოსტზიდანისეულ ხანაში ხელი ყველგან მოეცარა. ორი წლის წინ ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩნენ, ახლა კი მუნდიალზეც იმავე `მიღწევას~ უმიზნებენ. მოკლედ, ფრანგული ფეხბურთის მამებმა ჯერ დომენეკის ნაკრებში დანიშვნით დაუშვეს საშინელი შეცდომა, ორი წლის წინ კი მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებით.
ფრანგებზე საუბარს ამით მოვრჩეთ და გუშინდელი საღამოს ტრიუმფატორებს მივაგოთ კუთვნილი პატივი. ქებათაქება ხავიერ აგირეს! უკვე შეგვიძლია იმის თამამად თქმა, რომ ამ გამოცდილმა და მცოდნე სპეციალისტმა სამხრეთ აფრიკაში ჩინებული გუნდი ჩაიყვანა, რომელსაც ნამდვილად აქვს ბოლო მუნდიალების მიღწევის (ზედიზედ რამდენიმე მერვედფინალი) გაუმჯობესების პოტენციალი. პირველ ტურში მექსიკელებს იდეალური შთაბეჭდილება სულაც არ დაუტოვებიათ, მაგრამ ეს არაფერი, მთავარია, რომ გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას შეძლო თამაშის ხარისხის ერთიათად გაზრდა. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ მექსიკელებს მაღალი დონის შემსრულებლების გარდა, ერთ მუშტად შეკრული გუნდიც ჰყავთ, გუნდი, რომელშიც აგირემ ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების იდეალური სინთეზი მოახდინა, იქ ერთნაირად მნიშვნელოვანი ფიგურები არიან 21 წლის დოს სანტოსი და 37 წლის ბლანკო, რომელმაც დაგვიმტკიცა, რომ მუნდიალზე წარსული დამსახურების გამო არ მოხვედრილა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ უნაკლოდ შესრულებული პენალტის წყალობით, 37 წლისა და 151 დღის ბლანკო ასაკით მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა. პირველი რაღა თქმა უნდა, როჟე მილაა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი ბურთით, მეორეზე კი შვედი გუნარ გრენი 1958 წლის გოლით
მადლობა მექსიკას, რომელმაც გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გვაჩუქა და სერიოზულ შედეგზე საფუძვლიანი პრეტენზია განაცხადა!
საუკეთესო მოთამაშე
რაფაელ მარკესი (მექსიკა)
უსამართლობა იქნება, რომელიმე მექსიკელს თავგანწირვა არ დაუფასო. გუშინდელ გამარჯვებაში ხომ მოედანზე მყოფმა თითოეულმა ფეხბურთელმა ლომის წილი დაიდო, მაგრამ რაფაელ მარკესი მაინც უნდა გამოვარჩიოთ - მატჩში გარდატეხის შემტან სუპერპასს რომ თავი დავანებოთ, იგი ყოველ წუთს, მოედნის ყოველ გოჯზე ამტკიცებდა თავის ვარსკვლავურ სტატუსს. მარკესმა გუშინ ყველა თავისი საუკეთესო თვისება გამოავლინა - იყო გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი, უნაკლო იყო `შავი სამუშაოს~ შესრულებისას და თავისი მდიდარი შემტევი პოტენციალიც სრულყოფილად გამოავლინა.
მატჩის შემდეგ
რაიმონ დომენეკი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): `სიტყვები არ მყოფნის. შემუშავებული გვქონდა ჩვენი გეგმა, რომელმაც სამწუხაროდ, არ იმუშავა. კარგად ვიცი, რომ შემდეგ ეტაპზე სასწაული თუ გაგვიყვანს, მაგრამ მაინც ვალდებულები ვართ, ბოლო მატჩში რაღაცას მივაღწიოთ~.
ფლორენ მალუდა (საფრანგეთის ნაკრების გარემარბი): `პირდაპირ ვიტყვი - ასე წაგება სირცხვილია. ამის მიუხედავად, გამარჯვების გარეშე შინ დაბრუნებას არ ვაპირებთ. ეს ღირსების საკითხია~.

ბოლო ტური
22 ივნისი
მექსიკა-ურუგვაი, 18:00
საფრანგეთი-სამხ. აფრიკა, 18:00






ავტორი:  ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი