მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-19
ლეგიონერები: თითო გოლი კვარტეტისგან
დიახ, ოთხი ქართველი ლეგიონერი თითო გოლით გამოირჩა. 12 ივნისს, `ზესტაფონთან~ გამართული საკონტროლო შეხვედრა პლზენის `ვიქტორიამ~ დიმიტრი ტატანაშვილის მიერ გატანილი ბურთით მოიგო (2:1). ჩეხეთში მოასპარეზე ჩვენებურმა მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაშიც არ დატოვა მოედანი გოლის გარეშე. პრაღის `სპარტასა~ და `ვიქტორიას~ შორის საკონტროლო მატჩი 3:3 დასრულდა. ამ შეხვედრაში ტატანაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა და 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შეგახსენებთ, რომ დიმა გასულ სეზონში `კლადნოში~ იყო განათხოვრებული. ეს გუნდი ჩეხეთის მთავარი დივიზიონიდან გავარდა, ჩვენებურს განათხოვრების ვადა დაუმთავრდა და `ვიქტორიამ~ დაიბრუნა. პლზენელთა გუნდში ტატანაშვილმა უკვე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და წესით უნდა დაიტოვონ. თუ არა და, ქართველ თავდამსხმელს მთხოვნელები ჰყავს. უკვე გაცნობეთ, რომ ჩვენებურით დაინტერესებული ერთ-ერთი კლუბი `ბრნო~ არის.
უნგრეთის ბრინჯაოს პრიზიორმა `დიორ ეტომ~ ადგილობრივ `დუნაჟერდალესთან~ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც 3:3 დამთავრდა და ჩვენებურთა გუნდიდან მესამე გოლი რატი ალექსიძემ გაიტანა. ამ მატჩში დიორელებმა სამი შემადგენლობით ითამაშეს - მწვრთნელებმა თითო კრებულს 30-30 წუთი დაუთმეს. `დიორ ეტოს~ I შემადგენლობაში ჩვენებური არ ყოფილა, II კრებულში მცველმა ლაშა თოთაძემ და თავდამსხმელებმა ვახტანგ ფანცხავამ და თემურ შარაშენიძემ ითამაშეს, III-ში კი ორი ქართველი იყო - ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ბახტაძე და თავდამსხმელი რატი ალექსიძე.
ტატანაშვილის დარად ანგარიში გახსნა გროზნოს `ტერეკის~ ნახევარმცველმა ლევან გვაზავამ. ანთალიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე გროზნოელებმა ვლადიკავკაზის `ალანია~ 3:0 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გვაზავამ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა.
სხვას არა, მაგრამ თანაკლუბელებს გაუტანა მახაჩყალის `ანჟისა~ და ნაკრების მცველმა დავით კვირკველიამ. საქმე ის არის, რომ `ანჟის~ მთავარი გუნდი დუბლებს ეთამაშა და 3:0 იმარჯვა. ამ მატჩში ჩვენებურმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ შვებულების შემდეგ გუნდს შეუერთდა მცველი მალხაზ ასათიანი. მოსკოვის `ლოკომოტივმა~ `სატურნთან~ საკონტროლო შეხვედრა 2:2 დაასრულა, რომელშიც ასათიანმა მეორე ტაიმში სრულად ითამაშა.


ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი