მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-19
ოლიმპი: იაშვილი რუსთავიდან რუსეთში - ოლიმპში ბასკეთიდან ჩამოსულ თავდამსხმელს აკვირდებიან
რუსთავის `ოლიმპში~ შემადგენლობის ტრანსფორმაციის პროცესი სრული სვლით მიდის. გუნდი კიდევ ერთმა ჩემპიონმა დატოვა - თემურ მახარაძემ ვარჯიშები გაანაახლა, მაგრამ სანდრო იაშვილი აღარ ჩანს.
სანდროს თბილისის `დინამოსთან~ საკონტროლო შეხვედრაშიც არ უთამაშია. დავინტერესდით და რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტ იური გაბისკირიას დავუკავშირდით (თემურ მახარაძე მომსახურებისონიდან გასული გახლდათ).
`სიმართლე გითხრათ, არც ვიცით, სანდრო იაშვილი სადაა. ფაქტია, რომ მან გუნდთან ერთად 2-3 ვარჯიში ჩაატარა და ამის შემდეგ გაუჩინარდა. წარმოდგენა არ გვაქვს სად წავიდა და ახლა რომელ გუნდში ვარჯიშობს. არადა, სანდრო წასვლას არ აპირებდა და სულ იმეორებდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა~, - გვითხრა გაბისკირიამ.
ფეხბურთელის ოჯახში გვითხრეს, რომ სანდრომ ბარგი ჩაალაგა და რუსეთში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, იაშვილს მახაჩყალის `ანჟისთან~ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და რუსეთში კლუბთან დასალაპარაკებლად გაემგზავრა.
თავად სანდრო `ანჟიში~ დაბრუნებას გამორიცხავდა, თუმცა რა გახდა მისი მოულოდნელი გამგზავრების მიზეზი, ჩვენთვის უცნობია. ასეა თუ ისე, იაშვილი უკვე მე-12 ფეხბურთელია, რომელმაც `ოლიმპი~ დატოვა - მანამდე სხვადასხვა მიზეზით, კლუბიდან წავიდნენ თუ გაუშვეს გია ჭანტურია, მირზა მერლანი, ალექს ფრაგა, ნოდარი მაჭავარიანი, ემანუელ ელოხი, ოლეგ გველესიანი, აქვსენტი გილაური, გია კვარაცხელია, დავით იმედაშვილი, პავლე დათუნაიშვილი, ანდერსონ აკინო. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე სატრანსფერო სეზონის რეკორდია. თუმცა, რუსთავში უფრო სერიოზული საკადრო რევოლუცია გასული სეზონის დასრულების შემდეგ განხორციელდა, როცა კლუბიდან ერთდროულად ცამეტი ფეხბურთელი წავიდა. ასე რომ, ფეხბურთელების საბითუმო პარტიასთან შელევა `ოლიმპისთვის~ ჩვეული მოვლენაა.
თბილისის `დინამოსთან~ ამხანაგური შეხვედრაში `ოლიმპის~ შემადგენლობაში არც მეორე თავდამსხმელი გიორგი ჭედია გამოჩენილა. გაბისკირიას თქმით, მას მენინგიტის დიაგნოზი ჯერ კიდევ დასრულებული სეზონის ბოლოს დაუდგინეს და მკურნალობა მხოლოდ ახლახანს დაასრულა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი მოედანს 17 ივნისს დაუბრუნდა და გაბისკირიას თქმით, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ფორმიდან ამოვარდნილი არც არისო.
სხვათა შორის, რუსთაველები საკმაოდ საინტერესო ისტორიის მქონე თავდამხმელს აკვირდებიან - 26 წლის გოჩა ტვილდიანს, რომელიც ექვსი წელი ესპანეთში თამაშობდა.
გოჩა საკმაოდ მაღალი ფორვარდია - 182 სმ. ის 35-ე საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბშიც ირიცხებოდა - 2005 წელს ბოლნისის `სიონში~ აიყვანეს. თუმცა 2005 წელსვე უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა და ესპანეთში გაემგზავრა.
`გასინჯვების შემდეგ, სეგუნდა B დივიზიონის კლუბ `ტერასაში~ ამიყვანეს, სადაც ორი წელი გავატარე. შემდეგ რამდენიმე გუნდში მცირე ხნით დავყავი, 2007 წლიდან კი 2010 წლამდე ყველაზე დიდი დრო ბასკეთში, კლუბ `ლაგუნაკეში~ ვთამაშობდი, რომელიც მესამე დივიზიონში გამოდიოდა. რატომ ჩამოვედი საქართველოში? ბასკეთში პრემიებზე ვთამაშობდი, ხელფასი არ მქონდა, ბოლოს კი პრემიებსაც აღარ არიგებდნენ და დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ამ დროს მითხრეს, რომ საქართველოში რამდენიმე კლუბს ჩემი გასინჯვა შესთავაზეს და ინტერესი გამიჩნდა. რუსთავს `ოლიმპში~ კი ჯერ მსინჯავენ და არ ვიცი, დავრჩები თუ არა~, - ამბობს ტვილდიანი.
რაც შეეხება ლეგიონერებს, მათი საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა - დღეს რუსთავში 18:00 საათზე `ოლიმპი~ მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ამჯერად, ჩემპიონი თბილისის `ვიტ ჯორჯიას~ უმასპინძლებს. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტოს თემურ მახარაძემ, გასასინჯებიდან რომელი ფეხბურთელი დატოვოს და რომელი გაუშვას.






ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი