მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
როცა მოტივაცია სამშობლოა
ხუთიოდ თვეა, რაც ახალგაზრდა გორელი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. 20 წლის სპორტსმენს ამას წინათ მადრიდშიც მიეცა თავის გამოჩენისის საშუალება და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. სამიოდე წელიწადია, რაც სამშობლოში დაბრუნდა - მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა, იქ ვარჯიშობდა კიდეც, თუმცა გამარჯვებები მხოლოდ გორში გადმოსვლის მერე მოუმრავლდა.

" ნუგზარ, ალბად ძნელი იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ეროვნული გუნდის რიგებში...
" ბუნებრივია, ვიცოდი, რომ დიდების ნაკრები სულ სხვა სიმაღლეა და გაცილებით ძნელია არათუ შედეგის მიღწევა, თვით შემადგენლობაში მოხვედრაც კი. 73 კგ წონით კატეგორიაში დიდი კონკურენციაა და პირველი ნომრობა მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მადლობელი ვარ ნაკრების მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა.
" მადრიდამდე სამი ტურნირი მოილიე, სტარტზე სამივეგან ფავორიტებთან ჭიდაობა გიხდებოდა...
" დიახ, ასე იყო თბილისშიც, პარიზშიც და ტუნისშიც. თუმცა საბოლოოდ ცუდად მგონი არცერთგან გამოვსულვარ. დაუმარცხებელი არავინაა. პარიზში, მაგალითად, პირველივე ტურში კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ ვანგს შევხვდი და გაფრთხილებით დავმარცხდი. არადა, ჩემ შემდეგ მან კიდევ ოთხი მოწინააღმდეგე (მათ შორის იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ აკიმოტო) იპონებით ჩამოიცილა გზიდან! სწორედ ამიტომ იყო ალბათ, რომ ნაკრების თავკაცებმა კიდევ ერთხელ მომცეს მსოფლიოს თასზე ჭიდაობის საშუალება.
" გაამართლე კიდეც მადრიდის "მსოფლიოს თასზე"?
" პირველ მეტოქე გამოცდილი ფრანგი ლორენ მესეჟო იყო, რომელსაც ჯერ იუკო ავართვი, შემდეგ ჩემი აქტიურობით ოთხი შიდო მივაღებინე და მოხსნეს კიდეც შეჯიბრებიდან (ჰანსოკომაკე). მეორე შეხვედრა განელ ემანულე ნარტეისს მოვუგე წმინდად. შემდეგ ბერძენ არის კოტანიდისის ვძლიე იოლად (გაფრთხილებების გამო მოხსნეს), ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მოწინააღმდეგე მასპინძელთა წარმომადგენელი მიგელ რომერო გავაკარი ტატამს. ერთადერთი შეხვედრა მომავალ ჩემპიონთან, ჩეხ იარომირ იეჟეკთან წავაგე. სამწუხაროდ, გამოუცდელობის გამო წინა შეხვედრების ფონზე ამ მოწინააღმდეგის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შევაფასე. მესამე ადგილისათვის ბრძოლამდე ცოტა ხანს დასვენების საშუალება მომეცა, გულიც არ გამიტეხია და ბრაზილიელ ბრუნო მენდოსასთან წამები მეყო იპონით გასამარჯვებლად! ეს ჩემი პირველი ტიტულია დიდებში და მიხარია, რომ პირადი მწვრთნელების ანზორ თენაძისა და ნიკო ბიბილაშვილის შრომის ნაყოფი ნელ-ნელა შედეგში აისახება.
" ამ მწვრთნელების ხელმძღვანელობითრამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ...
" სრული ორი წელიწადია რაც გორის დარბაზში გადმოვედი. სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ერთხანს თბილისში ვვარჯიშობდი. შარშან ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის პრიზიორი გავხდი, ხოლო თურქეთის და უნგრეთის საერთაშორისო ტურნირებზე პირველობა მოვიპოვე. მერე კი, აგერ მადრიდის ტურნირი იყო.
" შარშან ახალგაზრდულ და წლეულს დიდების საქართველოს ჩემპიონატებზე პირველობამდე ცოტა დაგაკლდა, საერთაშორისო არენაზე ბევრად უფრო ძლიერ ფალავნებთან კი უკეთ გამოხვედი...
" ერთი შეხედვით, მართალაც უჩვეულოდ ჩანს ეს ფაქტი. სიმართლე გითხრათ, თავადაც ვერ ამიხსნია მიზეზი. ვფიქრობ, ქვეყნის სახელით ასპარეზობა კარგი მოტივაციაა, პასუხისმგელობას ამაღლებს. გორის დარბაზში გია თენაძის მოწადინებით ხშირად გვსტუმრობენ უცხოელები და ერთობლივი ვარჯიშები ფსიქოლოგიურ მომზადებაშიც ძალიან გვეხმარება.






ავტორი:  ვასილ ბალახაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი