მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
ეჩმიაძინიდან ქართველები დაითხოვეს
ეჩმიაძინში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის დიდ პრიზზე ჩვენებურთაგან ყველაზე შორს ქრისტინე ესებუა წავიდა - მეოთხედფინალამდე. ის, რომ პლეი ოფის პირველ წრეში ისვენებდა, გუშინვე გაცნობეთ, მეორეში კი მეტოქედ თანაგუნდელი ნათია ცინცაძე ერგო. ახალგაზრდა ხელვაჩაურელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მერვედფინალის საგზური ბრძოლით მოიპოვა. მართალია, პირველ წრეში საკმაოდ სუსტი მეტოქე - გორან ჰაკოპიანი ჰყავდა, მაგრამ გამოცდილი არც ცინცაძეა. ნათიამ მეტოქეს ორივე სეტში აჯობა, თან ძალზე დამაჯერებლად და დამსახურებულად მოიპოვა ესებუასთან შეხვედრის უფლება. ცხადია, ქართულ დუელში ფავორიტად უფრო გამოცდილი ესებუა მიიჩნეოდა და მანაც ორ სეტში იმარჯვა, მეოთხედფინალში კი უკრაინელ სვეტლანა გოლიანოვასთან ხუთსეტიან ტრილერში წააგო. ეს გოლიანოვა ქართველებს სომხეთში რისხვად მოევლინა - მერვედფინალში ასმათ დიასამიძესაც აჯობა. ცინცაძის დარად, დიასამიძეც პირველივე წრიდან ჩაება პლეი ოფში და მანაც იმარჯვა - იტალიელი გუნდალინა სარტორი დაამარცხა. დიასამიძემ გოლიანოვასთანაც ყოჩაღად დაიწყო და პირველი სეტი ფრედ დაამთავრა - 54:54, მაგრამ მომდევნოები წააგო და გავარდა. როგორც გითხარით, უკრაინელმა ამის შემდეგ ესებუაც დაამარცხა, ნახევარფინალშიც იმარჯვა და ხვალ ფინალში იტალიელ პია კარმენ ლიონეტის შეხვდება. პირველ წრეში ისვენებდა ხათუნა ნარიმანიძეც, მეორეში კი ნინა მილჩენკოსთან წააგო, რომელიც ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მომგებ პოლონელ ანა სზუკალსკასთან.
სამწუხაროდ, ვაჟთა ტურნირში მოასპარეზე ქართველები - ტარიელ ქადიძე, ალექსანდრე აზნაურიძე, დავით ჭელიძე და დავით ლეკვეიშვილი პირველივე შეხვედრებიდან გამოვარდნენ. აქ სანუგეშოს მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ ქადიძემაც მოუგო ერთი სეტი პოლონელ მაციჟ ვიატრს და აზნაურიძემაც ირანელ ფიროუზ ერფანიან ბიოუკნეზად რაჰპეიმას.
დღეს ტურნირზე გუნდური პირველობების დღეა. ჩვენი ქალთა ნაკრები პირველ წრეში ისვენებს და სომხეთ-რუსეთს შორის მოგებულს ელოდება. უფრო სწორად - პირდაპირ რუსებს, რადგან სომხებთან მათი მარცხი წარმოუდგენელია. რუსებს ხვდებიან ვაჟებიც, ოღონდ - პირველივე წრეში.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი