მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
ზემომაჩხაანელი გოგონები ტატამზე
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება საერთო წინსვლის საწინდარია და ეს ყველამ კარგად იცის. დუშეთში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა თუ არა, შეკრება - ტურნირებმაც იმატა ამ მაღალმთიან მხარეში. განსაკუთრებით ეს მოჭიდავეებზე ითქმის.
ახლახან დუშეთმა ძიუდოისტ გოგონებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. თბილისის, ბათუმის, გორის, ყვარლის, ახმეტის, ბორჯომის და დუშეთის გარდა სოფლების, ბოდბესა და ზემო მაჩხაანის ძიუდოისტი გოგონებიც გამოვიდნენ ტატამზე.
ზემომაჩხაანელმა (დედოფლისწყარო) დებმა მარიამ და ხატია ჯანაშვილებმა, მაგალითად, მეორე საპრიზო ადგილებიც კი მოიპოვეს, შესაბამისად, 52 და 57 კგ წონით კატეგორიებში. ტრადიციებს რომ დიდი ძალა აქვს, ზემომაჩხაანელ გოგონებზეც ითქმის - ზემო მაჩხაანიდან არიან "ძიუდოს პაპა" ბიძინა მაზიაშვილი (1928-2004) და მის მოწაფე, ევროპის ჩემპიონ (1968, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი. წინამორბედებიც ასეთი უნდა...
ვერ ვიტყვით, რომ დუშეთში დაძაბული კონკურენცია იყო. ზოგიერთ წონაში კვარცხლბეკიც არ შეივსო, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.
გაგაცნობთ ასაკობრივ ჯგუფებში გამარჯვებულებს.
ახალგაზრდები: სალომე მჭედლიშვილი (40კგ), ოლღა ალადაშვილი (44, ორივე ძიუდოს აკადემია), გურანდა შოთაძე (48, ბათუმი), ნონა მერაბიშვილი (52, ძიუდოს აკადემია), ანა მინდიაშვილი (57, გორი), შორენა შარაძე (63, ბათუმი), თეონა სუხიტაშვილი (70, ყვარელი), სოფო სომხიშვილი (70), ნათია ყავრელიშვილი (78), თამარ ლომიძე (+78, სამივე - ძიუდოს აკადემია).
უფროსი ასაკი: დარინა აბულაძე (48, ბათუმი), მარიამ ციხელაშვილი (52, ბორჯომი), მაია ტარუაშვილი (57, გორი), შორენა შარაძე, ნინო ოძელაშვილი (70, ძიუდოს აკადემია), ირინა ლეონიძე (+78, ბათუმი).
ივლისში გოგონები კვლავ დუშეთში გაივლიან საწვრთნელ შეკრებას, შემდეგ თურქეთში გაემგზავრებიან მეორე შეკრებაზე და მსოფლიოს თასზე იზმირში გამოვლენ. მათ ბაქოს საერთაშორისო ტურნირიც ელოდებათ აგვისტოში, 17-19 სექტემბერს კი სოფიაში (ბულგარეთი) ახალგაზდების ევროპის პირველობა გაიმართება.






ავტორი:  გაბრიელ ბარჯაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი