მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
უელსელებს ოცი წლის ბიჭი დაგეზავს
უელსის ნაკრები ივნისის ტესტების ბოლო შეხვედრას ახალი ზელანდიის ნაკრებთან ჰემილტონში გამართავს. უორენ გეთლენდი მშობლიურ ქალაქში ნაკრების ძირითადი მგეზავის სტივენ ჯოუნზის გარეშე ჩადის. სტივენი ერთი კვირის წინ "ოლ ბლექსთან" წაგებულ შეხვედრაში დაშავდა და მას ოცი წლის დენ ბიგარი შეცვლის.
დენს ჰემილტონში დიდი გამოცდა ელის. მისი ვიზავი, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი იქნება, რომელიც ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია. ახალგაზრდა უელსელს ჯერჯერობით სულ ორი კეპი აქვს მოხვეჭილი. მისი დებიუტი კანადის ნაკრებთან შედგა 2008 წლის ნოემბრის ტესტებისას. მეორე კეპი კი შარშანდელი ნოემბრის მონაგარია სამოას ნაკრებთან.
"დენის არ სჭირდება ჩემგან რჩევის მიცემა. ის თავდაჯერებული ახალგაზრდა კაცია. მას 14 წლის ასაკიდან ვიცნობ და ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ფანტასტიკური ახალგაზრდა მორაგბეა. დარწმუნებული ვარ, არ ინერვიულებს და ისეთი მორაგბის წინააღმდეგ თამაშისას, დენი კარტერი რომაა, ბევრ სასარგებლოს ისწავლის, გაიზრდება," - თქვა უელსის ნაკრების ფეხით თამაშის მწვრთნელმა ნეილ ჯენკინსმა.
უელსის ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი მორაგბე, შუამარბი ენდრიუ ბიშოპი დააკლდება. მის ნაცვლად ჯონათან დევისი ითამაშებს.
უელსელთა თავკაცი სიხარულს ვერ მალავს მშობლიურ ქალაქში სტუმრობით.
"ჰემილტონი უმშვენიერესი ადგილია მთელ დედამიწაზე. ადგილობრივებმა ბრწყინვალე მასპინძლობა გაგვიწიეს. ახალზელანდიელ და უელსელ ხალხებს რაგბი სიგიჟემდე უყვართ. ეს კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.
ყველაფერს ვიღონებთ , რომ ეს სიყვარული და პატივისცემა გავამართლოთ, ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ და ვეცდებით, მატჩის შემდეგ მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ," - თქვა გეთლენდმა.
უელსი: 15. ლი ბირნი, 14. ლეიგ ჰალფპენი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ტომ პრაიდი, 10. დენ ბიგარი, 9. მაიკ ფილიპსი
1. პაულ ჯეიმზი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. ჯონათან ტომასი, 7. გევინ ტომასი, 8. რაიან ჯოუნზი
16. ჰიუ ბენეტი, 17. კრეიგ მიტჩელი, 18. დენიოლ ჯოუნზი, 19. რობ მაკკასკერი, 20. რიჩარდ რისი, 21. სტივენ ჯოუნზი, 22. ვილ ჰარისი






ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი