მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-24
ჩემპიონთა ლიგა. მეტოქე: აქტობე არასტაბილურია - ყაზახეთის ჩემპიონი ხორვატ თავდამსხმელს იმატებს
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "ოლიმპის" მეტოქემ, ყაზახეთის "აქტობემ" 22 ივნისს ასტანის "ლოკომოტივთან" საშინაო შეხვედრა 1:2 წააგო. საინტერესოა, რომ ამ თამაშს 8 000 მაყურებელი დაესწრო.
აქტობელები 31-ე წუთზე მაქსატ კურმაშევმა დააწინაურა, მაგრამ 65-ე წუთზე ლოკომოტიველმა იგორ ბუგაევმა ანგარიში გაათანაბრა, 89-ე წუთზე კი სერგეი ოსტაპენკოს დარტყმამ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
"აქტობემ" მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: სიდელნიკოვი, ბა, სმაკოვი, ბადლო, ხოხლოვი, კარპოვიჩი, დარაბაევი, კენჟისარიევი, კურმაშევი, ესომბა, ტლეშევი (73. სტრუკოვი). სათადარიგოები: ბაიჟანოვი, სემიონოვი, ბონო, ავერჩენკო, დოსმაგამბეტოვი, ბოიჩენკო.
"ოლიმპს" ამბიციური მოწინააღმდეგე შეხვდა. როგორც თავად ამბობენ, "გუნდი მაქსიმალურ მიზანს ისახავს". ბუნებრივია, ამ მიზანში "ოლიმპის" ბარიერის დაძლევაც იგულისხმება.
ყაზახურმა ინტერნეტპორტალმა "სპორტსმა" გუნდის უფროს (არ აგერიოთ მთავარში) მწვრთნელ ვიქტორ სემიონოვს ინტერვიუ ჩამოართვა. სხვათა შორის, ამ ქვეყნის პოსტსაბჭოურ მემკვიდრეობაზე სემიონოვის ეს ტიტულიც მეტყველებს - "აქტობეს" მთავარი (ვლადიმირ მუხანოვი) და უფროსი მწვრთნელები ჰყავს, მაგრამ მთავარი მაინც მუხანოვია.
"წილისყრის შედეგებზე შემიძლია გითხრათ, რომ ლიგის ამ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი არასერიოზული მეტოქე არ არსებობს. სხვა საქმეა, რომ ჩვენგან განსხვავებით, ქართველები განთესილები არ იყვნენ, რაც უპირატესობას გვაძლევდა. უნდა გავახაროთ გულშემატკივრები და შემდეგ წრეში გავიდეთ. ლიგის მატჩებამდე საგანგებო შეკრება მოსკოვში პირვლიდან 11 ივლისამდე გვექნება... ვგეგმავთ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას, მაგრამ მათ გვარებს ვერ გაგიმხელთ", - ამბობს სემიონოვი.
"სპორტსმა" ინტერვიუ "აქტობეს" დირექტორ ვასილი იურჩენკოსაც ჩამოართვა.

- რა მიზნებს ისახავს "აქტობე" ჩემპიონთა ლიგაში?
- ჩვენ ყველგან მაქსიმალურ ამოცანას ვისახავთ (ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებასაც?!). შევეცდებით, რაც შეიძლება შორს გავაღწიოთ.
- რა იცით ქართულ კლუბზე?
- ჯერ არაფერი.
- "აქტობე" პირველ მატჩს სახლში გამართავს. ეს დადებითი მომენტია თუ უარყოფითი?
- რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის გასვლაზე ჩატარება სჯობდა.
- არის ინფორმაცია, რომ "ჟეტისუს" ერთ-ერთი სერბი თავდამსხმელით დაინტერესდით.
- დიახ, ჩვენ ივან პერიჩი გვაინტერესებს (ეს ხორვატი თავდამსხმელი წლების განმავლობაში უკრაინულ "არსენალსა" და "ზარიაში" თამაშობდა).
- ჩემპიონატში "აქტობეს" არასტაბილური გამოსვლის გამო მთავარი მწვრთნელი კლუბს დატოვებს?
- მუხანოვი არსად არ მიდის.

ვფიქრობთ, რუსთაველებმა "აქტობეს" არასტაბილურობით უნდა ისარგებლონ. მთავარია, საამისო ძალები გამონახონ. სხვათა შორის, პერიჩის აყვანის პერსპექტივა მედიას არ მოეწონა, რადგან ხორვატი ფორვარდი განსაკუთრებული შედეგიანობით არ გამოირჩევა.
კიდევ ერთი სიახლე "აქტობესა" და "ოკჟეტპესს" შორის გარიგებაა: ჩემპიონი მცველ იური მოკროუსოვის იმატებს, სამაგიეროდ, "ოკჟეტპესს" თავდამსხმელ სერგეი ლისენკოვს უთმობს.
რა თქმა უნდა, "აქტობემ" "ოლიმპს" რომ მოუგოს, არ გაგვიკვირდება - ყაზახებს ბევრი ფული და ლეგიონერების მიწვევის მეტი საშუალება აქვთ, მაგრამ შორიდან მათი ამბიცია და "მაქსიმალური მიზნები", დამეთანხმებით, საბჭოურ აზროვნებას ჰგავს...


ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი