მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-24
რევაზ გეწაძე: აზერბაიჯანში ვეღარ გავძელი
რევაზ გეწაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე მესამე ფეხბურთელია, რომელიც საქართველოში დაბრუნდა და რუსთავის "ოლიმპში" ჩაირიცხა - ზამთარში რუსთაველებმა თემურ ღონღაძე დაიმატეს, ახლა კი გეწაძესთან ერთად - დავით ბოლქვაძეც.
24 წლის შემტევი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანიდან წამოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის. მეტიც - გეწაძე, თურმე, სეზონის დასრულებას ელოდებოდა, "გაბალიდან" რომ წამოსულიყო.

- რევაზ, ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანს ქერის ორმოსავით ეტანებიან და თქვენ რატომ გამობრუნდით?
- ვეღარ გავძელი. მთელი დღე ბაზაზე ვიყავი გამოკეტილი, გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა და ასე ცხოვრება აუტანელი იყო. არც დავლოდებივარ ტონი ადამსის გადაწყვეტილებას, დამტოვებდა თუ არა.
- თქვენ დიდ იმედებს გიკავშირებდნენ, თუმცა, ჯერჯერობით, კარიერა ვერ ააწყვეთ...
- ალბათ, ჩემი ბრალია, საქმეს რაღაც დავაკელი. თანაც, აზერბაიჯანში ისე ვერ გაიზრდები, როგორც ევროპაში. მე რომ მინდოდა, ისეთ ქვეყანაშიც არ მიმიწვიეს.
- საქართველოში დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის?
- სხვათა შორის, იქ წასვლას განსაკუთრებით წინ გადადგმულ ნაბიჯად არ მივიჩნევ. აზერბაიჯანში ჩვენზე უკეთესი დონეა, მაგრამ ტრამპლინიც არაა. კარგად რომ ითამაშებ, აუცილებლად ძლიერ ლიგაში ვერ გადახვალ. მგონი, სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი. საქართველოში უფრო კარგად ვგრძნობ თავს.
- აზერბაიჯანში სოლიდური კლუბის ჩამოყალიბება რეალურია?
- "გაბალაში" ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე არც ოცნებობდნენ - იცოდნენ, რომ არარეალური იყო. უბრალოდ, იქ ბევრი ფულია და დონემ საგრძნობლად აიწია. გასულ სეზონში "ყარაბახმა" ევროთასებზე საკმაოდ კარგად ითამაშა. ჩემი ყოფილი კლუბი "გაბალა" ხომ ფინალურ ექვსეულში მოხვდა და დაძაბული თამაშები იყო. თუმცა ევროპულ დონემდე ბევრი აკლიათ. ფინანსურად ქართულ კლუბებს ბევრად უსწრებენ, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი კლასზე, ჩვენს შორის დიდი განსხვავება არ არის. მეტი ფული რომ არის, ფეხბურთელი მეტ პასუხისმგებლობასაც გრძნობს. 6-7 ისეთი გუნდია, ფულის პრობლემა რომ არ აქვთ, არც აგვიანებენ და ისეთი ლეგიონერებსაც იწვევენ, მიკვირს, აზერბაიჯანში თამაშს როგორ თანხმდებიან.
- ეტყობა, დიდ ფულს უხდიან...
- არა მგონია, ვინმეს მილიონს უხდიდნენ. გამორჩეულებს წლიური ხელფასი 300-400 ათასს აღწევს. იშვიათ გამონაკლისებს თვეში 40 ათას დოლარსაც უხდიან. ზოგიერთში კი წელიწადში 100 ათასს ისსეთებს აძლევენ, სეზონში 5-6 შეხვედრას რომ ატარებს. ამიტომ, მიხარია, რომ აზერბაიჯანში ჩემპიონი "ინტერი" რომ გახდა, გუნდში 6 ქართველია და ასეთ პირველობას რომ მოიგებ, პატარა ამბავი არ არის.
- რუსთავის "ოლიმპის" ორ საკონტროლო შეხვედრაში ტრავმის გამო არ გითამაშია - "ოლიმპს"ევროთასებზე მაინც დაეხმარებით?
- მძიმე ტრავმა არ არის, მაგრამ გართულებას ვერიდები და არ ვვარჯიშობ. თუმცა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩამდე უნდა მოვმჯობინდე.
- როგორც გავიგე, "ზესტაფონში" ახლახან აყვანილი როსტომ გეწაძე თქვენი ძმა ყოფილა - ერთად თამაშის შანსი ხომ არ გქონიათ?
- უბანში სულ ერთად ვთამაშობთ. სხვათა შორის, უბანში მინი-ფეხბურთის ძლიერი გუნდი გვყავს - დემეტრაძე თამაშობს, მე, ჩემი ძმა... თუმცა დიდი ფეხბურთის გუნდში მე და ჩემი ძმა ერთად არასდროს ვყოფილვართ. ჩემგან განსხვავებით, როსტომი მაღალია, ცენტრალურ ნახევარმცველს ათამაშებენ და სხვათა შორის, ძალიან ტექნიკური და მოაზროვნე ფეხბურთელია. რაც მთავარია, შრომისმოყვარეა და თამაში შეუძლია. როსტომი "ზესტაფონში" გასულ სეზონში "საბურთალოდან" აიყვანეს, 19-წლამდელთა წევრი გახლავთ და იმედია, კარგი კარიერა ექნება.


ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი