მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-24
ირაკლი კლიმიაშვილი: 90 პროცენტით გადაწყვეტილია...
ირაკლი კლიმიაშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. მართალია, მას ჯერ ოფიციალურად "ვიტ ჯორჯია" არ დაუტოვებია, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრებში საკმაოდ კარგი თამაშის შემდეგ ის უცხოური კლუბებისთვისაც საინტერესო მოთამაშე გახდა. დაინტერესებულმა კლუბებმა ისიც იციან, რომ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი საკლუბო დონეზეც წარმატებით თამაშობს და როგორც გვითხრა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ უცხოეთში ითამაშებს, მაგრამ სად და რომელ კლუბში, ეს ჯერ უცნობია.
კლიმიაშვილს უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ ოდესის "ჩერნომორეცში" ელოდნენ, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ "მეზღვაურები" პირველ ლიგაში დაქვეითდნენ, რამაც ტრანსფერიც ჩაშალა და ირაკლისაც გული დასწყვიტა...

- ჯერჯერობით "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელად რჩებით?
- დიახ, დღემდე ამ გუნდის წევრი ვარ.
- შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მიღებული ტრავმა თუ მოირჩინეთ?
- 19 ივნისს უკვე ძუნძული დავიწყე. ექიმმა აუზზე სიარული და წყლის პროცედურები მირჩია. ტკივილებიც აღარ მაწუხებს.
- შეკრებაზე რომელ გუნდს მიჰყვებით?
- "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად მოვემზადები.
- ანუ "ვიტ ჯორჯიაში" დარჩით?
- როგორ გითხრათ... კლუბთან კონტრაქტი მაქვს და შეუძლიათ, არ გამიშვან. ჯერჯერობით გუნდში ვარ, მაგრამ რაღაც ვარიანტებია და იმედია, მალე უცხოურ კლუბში ჩავირიცხები.
- ოდესის "ჩერნომორეცი" საბოლოოდ გამოირიცხა?
- რომ არ გავარდნილიყო, კონტრაქტს ვაფორმებდი, მაგრამ... გავარდა და უკრაინის პირველ ლიგაში თამაში ნამდვილად არ მინდა.
- წამყვანი ქართული კლუბები - "ოლიმპი" და "ზესტაფონი" უარით გაისტუმრეთ?
- უკვე ვთამაშობ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში და სიმართლე გითხრათ, არც მინდა სხვაგან გადასვლა. "ვიტ ჯორჯია" ჩემთვის მხოლოდ ის კლუბი არ არის, სადაც ხელფასს ვიღებ, ეს ჩემთვის მართლა მეორე ოჯახია, ძვირფასია აქ გატარებული წლები და ამიტომ, საქართველოს სხვა კლუბში გადასვლაზე არ ვფიქრობ.
- რაღაც ვარიანტებიაო, თქვით. რეალურია?
- დიახ, რეალურია. ვნახოთ, მოლაპარაკებები დაწყებულია და დეტალები ზუსტდება. კარგად გამიგეთ, წინასწარ ლაპარაკი არ მსურს, როდესაც გადაწყდება, მერე დასამალი არაფერი იქნება.
- რომელი ქვეყნის გუნდები გიწვევენ?
- უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი ლიგის გუნდები.
- სინჯებს გთავაზობენ თუ პირდაპირ კონტრაქტს?
- ისე აღარ წავალ, როგორც ოდესის "ჩერნომორეცში", ორ შეკრებაზე რომ გავყევი. ახლა მაქსიმუმ სამ-ოთხდღიან გასინჯვასა და სამედიცინო შემოწმებას დავთანხმდები. ალბათ, 90 პროცენტია ალბათობა, რომ საქართველო დავტოვო და კარიერა უცხოეთში გავაგრძელო.
- "ვიტ ჯორჯიაზე" ისეთი სიყვარულით ლაპარაკობთ, მისი პერსპექტივითაც დაინტერესდები. "ოლიმპთან" საკონტროლო მატჩში დაიმსხვრა მითი, თითქოს წელს გუნდი აშკარად დასუსტდა...
- წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯია" სულ ასე არ იყო? ლიდერები სულ მიდიოდნენ, მაგრამ გუნდი დაბალ დონეზე არ ეშვებოდა, ძალებს იკრებდა და კვლავ ლიდერებში ტრიალებდა. ახლა "ვიტ ჯორჯიიდან" ძირითადი შემადგენლობის ხუთი ლიდერი წავიდა - ბედიაშვილი, კვახაძე, დათუნაიშვილი, რაზმაძე და ჯაფარიძე. ისინი არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, საქართველოს ჩემპიონატშიც გამორჩეული ფეხბურთელები არიან. ასეთი დანაკლისი ნებისმიერ კლუბს დაასუსტებდა, მაგრამ იმედია, გუნდი არც სახეს დაკარგავს და ძველებურად ბრძოლისუნარიანიც იქნება. პირველივე სეზონში გუნდს ძველი დონის შენარჩუნება გაუჭირდება, მაგრამ ნიჭიერი ბავშვები მოდიან, წელს დუბლებში ჩემპიონები გახდნენ და ვფიქრობ, ახალ სეზონში ძალზე პერსპექტიული გუნდი გვეყოლება. მჯერა, ეს ბიჭები მალე ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.


ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი