მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-23
დღეს ტეპლიცეში გაემგზავრნენ
ამ დილით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებები ჩეხეთში გაფრინდნენ, სადაც 25-27 ივნისს თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში გამოვლენ. ეს ტურნირი ჩვენი ვაჟთა ნაკრების თავკაც რამაზ ჩოჩიშვილისთვის პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. მწვრთნელის არ იყოს, შეგირდთა უმეტესობასაც დებიუტი ექნება ევროპის ჩემპიონატზე, გუნდის შემადგენლობაში კი გელა კელეხაშვილი (50), ომარ ნიაზაშვილი (55), მიხეილ მეზურნიშვილი (60), პავლე ქავთარაძე (66), თამაზ ონიანი (73), ლაშა ტაველური (81), ომარ გასიტაშვილი (90) და კარლო ნემსიწვერიძე (+90) მოხვდნენ.
მწვრთნელმა ეს შემადგენლობა საქართველოს ჩემპიონატისა და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის შედეგების მიხედვით შეარჩია. ამათგან მეზურნიშვილს, ქავთარაძეს, ტაველურს და გასიტაშვილს სწორედ უცხოეთში მოუწიათ თავიანთი სიძლიერის დამტკიცებამ, თორემ საქართველოს პირველობაზე ფინალური შეხვედრები წააგეს.
გუნდში ყველა ჯანმრთელადაა და სრულად გაიარა მთელი მოსამზადებელი ციკლი. ჯანზეა თამაზ ონიანიც, რომელიც ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა - მხარი იტკინა და გაჩნდა საშიშროება, რომ იქნებ ვერ ეჭიდავა ამ ჩემპიონატზე. საბედნიეროდ, ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც მიდის ჩეხეთში. არადა, მან ყველა შესარჩევი ტურნირი მოიგო, სადაც კი იჭიდავა.
ვაჟების გვერდით ჩეხეთში ორი ქართველი გოგოც იჭიდავებს - მარიამ ციხელაშვილი (52) და მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე. ვაჟებისგან ხომ ველოდებით მედლებს და არც გოგოებისგან გამოვრიცხავთ წარმატებას. მაგალითად, ქებაძემ ანთალიაში გამართული ასაკობრივი ევროპის თასიც მოიგო.
პირველ დღეს - 25 ივნისს ვაჟთაგან 50, 55 და 60, გოგოებიდან კი 40, 44 და 48 კილოგრამი წონითი კატეგორიების წარმომადგენლები იჭიდავებენ. მეორე დღეს - 66 და 73 ვაჟებიდან, 52, 57 და 63 გოგოებიდან. ბოლო დღე ვაჟთაგან 81, 90 და +90-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ, გოგოებიდან კი 70 და +70-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი