მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-23
ეპიცენტრმა ჯერმუკში გადაინაცვლა
სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში დღეს დაიწყება ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის მეოთხე გათამაშება, რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის 12 მოჭადრაკე იბრძოლებს. ესენი არიან (რეიტინგის მიხედვით): ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2589), ევროპის 2002 წლის ჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560), ორგზის ევროპის ჩემპიონი (2003, 2010) პია კრამლინგი (შვედეთი, 2536), ორგზის ევროპის ჩემპიონი (2007, 2009) ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2534), ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514), მსოფლიოს თასის მფლობელი სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2484), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2478), ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2477), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2473), შენ იანი (ჩინეთი, 2452), ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2366) და მარტა ფიერო (ეკვადორი, 2663).
ტურნირის საპრიზო ფონდია 40 000 ევრო. გამარჯვებული 6500 ევროს მიიღებს. მომდევნო ადგილებზე კი თანხები ასე განაწილდება: II-4750, III-4000, IV-3750, V-3500, VI-3250, VII-3000, VIII-2750, IX-2500, X-2250, XI-2000, XII-1750 ევრო. ფულად ჯილდოსთან ერთად ადგილების მიხედვით მოჭადრაკეები გრან-პრის საერთო ჩათვლისთვის 10-დან 160 ქულასაც დაიმსახურებენ. სერიის 3 ასპარეზობის შემდეგ 250-250 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ჰოუ იფანი (ორი ტურნირის ჯამით) და მისი თანამემამულე ჟაო სიუ (3) ინაწილებენ. მესამე-მეოთხე ადგილებზე ნანა ძაგნიძე (2) და ინდოელი ჰამფი კონერუ (2) არიან.
სომხეთში გამგზავრებამდე ჩიბურდანიძემ და ძაგნიძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ბაზალეთზე საწვრთნელი შეკრება გაიარეს. ჯერმუკში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი, ხოლო ძაგნიძეს დიდოსტატი ზურაბ სტურუა დაეხმარება. ასპარეზობის მონაწილეები ერთმანეთს წრიული სისტემით შეხვდებიან.





ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი