ლელო
2010-06-23
ეჩმიაძინში მშვილდებს მოზიდავენ
დღეს სომხურ ეჩმიაძინში მშვილდოსანთა ევროპის "დიდი პრიზის" რიგით მეორე ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან ექვსი სპორტსმენი გამოვა. ქალთა შორის ჩვენი გუნდი უცვლელი სამეულით იასპარეზებს - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. უფროსი ასაკის ვაჟებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - დავით ლეკვეიშვილი, ახალგაზრდა ვაჟებში კი ორი - დავით ჭელიძე და ალექსანდრე აზნაურიძე, გოგონათა ახალგაზრდულ შეჯიბრებაში ჩვენგან მხოლოდ ნათია ცინცაძე ისვრის.
დიდი არც ამ გუნდს ეთქმის, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მაინც ბლომად ხალხია მასში. ჩვენგან ტურნირებზე ძირითადად ქალთა ნაკრები დადის, რადგან ვაჟთა შედეგები იმდენად დაბალია, მათ წაყვანას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ. თუმცა ბოლო ხანებში ახალგაზრდებში გამოჩნდა რამდენიმე იმედისმომცემი მშვილდოსანი, რომლებსაც სისტემატურად აგზავნიან შეჯიბრებებზე. ამას ისიც დაემატა, რომ ეს ტურნირი მეზობელ სომხეთშია, იქ ჩასვლა კი იმდენად ძვირი არ ჯდება და შედარებით მოზრდილი გუნდის გაგზავნაც ამითაა გამოწვეული.
ეჩმიაძინში გუშინ ოფიციალური ვარჯიშიც გაიმართა და გახსნის ცერემონიალიც, თუმცა შეჯიბრება დღეს დაიწყება - ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპი პირად პირველობაში, რომელიც გამოავლენს პლეი ოფის მონაწილეებს როგორც ინდივიდუალურში, ასევე - გუნდურში. ხვალ პლეი ოფის პირველი ნახევრის შეხვედრები გაიმართება პირადში, ანუ გამოვლინდებიან მედლებისთვის მებრძოლი წყვილები. 25 ივნისი გუნდურ პირველობას დაეთმობა, ტურნირი კი 26-ში გამართული ფინალური შეხვედრებით დამთავრდება.

ავტორი: ირაკლი თავაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები