მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-23
სანამ ვიმუშავებ, კოკოშკოვისთვის ადგილი ყოველთვის მექნება
წლევანდელი ზაფხული საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვისთვის საინტერესოდ დაიწყო. ჯერ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ "ფინიქს სანსში" მწვრთნელად ელვინ ჯენტრი დარჩა და გაირკვა, რომ მომავალ სეზონში კოკოშკოვი კვლავ "ფინიქსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს...
არიზონულმა გაზეთმა "აზ სენტრალმა" ამ მოვლენებთან დაკავშირებით ერთი სტატია საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს მიუძღვნა. ვფიქრობთ, იგი ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.
"ფინიქსელთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. სპეციალურად ამ მოვლენასთან დაკავშირებით "სანსის" საშინაო დარბაზში, "ეალაინს არენაზე" კოკოშკოვის ახლობლები შეიკრიბნენ. ფიცის მიღების შემდეგ მას ოფიციალური საბუთი გადაეცა.
- სამშობლოს მოწყვეტილი ვარ და უცხო ქვეყანაში ვმუშაობ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლებლობების გამოსავლენად მეტი შანსი მაქვს. ამიტომაც ვაფასებ ამერიკას და მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე გავხდი, - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა.
იგი ბელგრადში დაიბადა. მამამისი, სტეფანი ცნობილი ფეხბურთელი იყო, თუმცა იგორი თავიდანვე კალათბურთისკენ გადაიხარა. იგი სამშობლოში ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და 19 წლისამ პირველი პროფესიული კონტრაქტიც გააფორმა, თუმცა კარიერის ნაადრევად დასრულებამ მოუწია - ავტოავარიაში მოჰყვა.
- მძღოლის შეცდომის გამო მთელი ჩემი ცხოვრება შეიცალა, - იხსენებს 38 წლის კოკოშკოვი, - მუხლის ტრავმასთან ერთად თავის სერიოზული დაზიანება მივიღე და 9 თვე საავადმყოფოში ვიყავი. მადლობელი ვარ, რომ გადავრჩი...
რადგან კალათბურთელი ვერ გამოვიდა, 24 წლისამ მწვრთნელობას მოჰკიდა ხელი, "ბელგრადს" გაუძღვა და იუგოსლავიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. ეს ის დრო იყო, როცა იუგოსლავიის ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. კოკოშკოვი კი კალათბურთზე ფიქრობდა და სერბეთის მწვრთნელთა ასოციაციამ სტაჟირებაზე ამერიკაში გააგზავნა. იგორი აშშ-ში მოგვიანებით კიდევ დაბრუნდა და "მისურის" მწვრთნელის ქუინ სნაიდერისგან საქმიანი წინადადება მიიღო. 1999 წლიდან იგი პირველი არაამერიკელი სპეციალისტი შეიქნა კოლეჯების უმაღლეს ლიგაში.
საქმისადმი მიდგომისა და ცოდნის გათვალისწინებით კოკოშკოვი "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მთავარმა მწვრთნელმა ელვინ ჯენტრიმ თანაშემწედ მიიწვია.
ჯენტრი ამჟამად "ფინიქსის" თავკაცია და ახლახან გუნდთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. იგორისთვის ამერიკის მოქალაქის პასპორტის გადაცემის ცერემონიალს ელვინ ჯენტრიც ესწრებოდა. აი, რა თქვა მან ასისტენტზე:
- ჩემი აზრით, იგორს ძალიან ნათელი გონება აქვს, რაც თამაშის წარმართვისას კარგად ჩანს. იგი შესანიშნავი მასწავლებელია - გორან დრაგიჩის საოცარი პროგრესი სწორედ კოკოშკოვის დამსახურებაა. ვიდრე სადმე ვიმუშავებ, სამწვრთნელო შტაბში იგორისთვის ერთი თავისუფალი ადგილი ყოველთვის მექნება.
კოკოშკოვი თავის მომავალ მეუღლე პატრიციას დეტროიტში შეხვდა და ერთი წლის წინათ მასთან ხელიც მოაწერა.
- მიჩიგანის შტატიდან ორი ბეჭედი შემრჩა - ერთი NBA-ს ჩემპიონობის, მეორე საქორწინო, - ამბობს სერბი სპეციალისტი.
მოქალაქეობის მიღების ოფიციალური ცერემონიალის ბოლოს ამერიკის დროშით შეიარაღებულმა იგორ კოკოშკოვმა პრეზიენტ ბარაკ ობამას ვიდეომესიჯი მოისმინა და ფიცი დადო:
...ყოველთვის დავიცავ ამერიკის კონსტიტუციას და ამ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მტრების წინააღმდეგ ვიბრძოლებ (საშა ვუიაჩიჩისა და კობი ბრაიანტის წინააღმდეგ?).
...სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს სამოქალაქო მიმართულებით პირნათლად შევასრულებ (NBA-ს ტიტულის მოგება ელვინ ჯენტრის ხელმძღვანელობით)."
როგორც მიხვდით, ფრჩხილებში ჩასმული ფრაზები არიზონელი ჟურნალისტის იუმორისტული ჩანამატია. გასულ სეზონში "ფინიქსი" ნახევარფინალიდან სწორედ კობი ბრაიანტის "ლეიკერსმა" გამოაგდო.
NBA-ს ჩემპიონობამდე კოკოშკოვს გაცილებით დიდი საქმე აქვს: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა გასაყვანი...







ავტორი:  ვაჟა სიმონიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი