მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-23
101-ე ქულის მომტანი...
2008 წლის 13 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჩვენმა კრებულმა შვიდწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გადალახა 100-ქულიანი ბარიერი. ბოლო წამებზე საფინალო ანგარიში მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანით დააფიქსირა - 101:78. ეს მიშას პირველი მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში... თუმცა, არც მას მერე უთამაშია იქ. ბერიშვილი წლეულს ეცდება, ავსტრიულ შეკრებაზე მწვრთნელს თავი მოაწონოს და 12-კაციან განაცხადში მოხვდეს...
იგი შარშან ნაკრებს მიღმა არა მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არამედ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო აღმოჩნდა.

- მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2009 წელსაც დამიძახა, მაგრამ ნაკრებს ავსტრიაში ვერ გავყევი. ამის მიზეზი სავიზო პრობლემა იყო: 2009 წლის გაზაფხულზე ესპანური "ხუვენტუდის" დუბლებში ვითამაშე. იქ შენგენის სამთვიანი ვიზით ვიყავი წასული. ასეთი წესია: როცა სამი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ამავე ვიზას ვერ მიიღებ. ეს საბუთი ვერ გავაკეთე და საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში ამიტომაც ვერ გავყევი, რაზეც გული ძალიან დამწყდა.
- 2009-10 წლების სეზონიც ესპანეთში გაატარე. ვიზა ამჯერადაც ხელს ხომ არ შეგიშლის?
- არა. ამჯერად ვიზა ჩემმა ყოფილმა კლუბმა "არიდანემ" გამიკეთა და შენგენის ვიზის აღება პრობლემა აღარ იქნება. პირველი ივლისისთვის აქტიურად ვემზადები. სწორედ ამ დღეს მივემგზავრებით ავსტრიულ შეკრებაზე.
- როგორ ფიქრობ, დაიბრუნებ ადგილს თორმეტეულში?
- შეკრებას 16 კალათბურთელი იწყებს. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა საბოლოო სიტყვა მწვრთნელს ეკუთვნის.
- ვარჯიში როდის განაახლე?
- ახლახან დავიწყე. მანამდე ვისვენებდი და მუხლს ვმკურნალობდი.
- ესპანეთში რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვე?
- თითქმის ერთი თვე გამიცდა. მუხლი მაწუხებდა და სრულყოფილად ვერ ვვარჯიშობდი. ახლახან გუნდთან წავივარჯიშე, რათა "არიდანეს" უქმებზე ება-ს ლიგის მატჩში დავხმარებოდი. შემდეგ ისევ დავისვენე, რთულ მდგომარეობაში ვიყავი.
- მუხლი აღარ გაწუხებს?
- საქართველოში ჩამოსვლისთანავე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მივაკითხე, რომელმაც 2008 წელს მუხლზე ოპერაცია გამიკეთა. მან ნემსები დამინიშნა და მალევე ვიგრძენი უკეთესობა. ახლა აღარაფერი მაწუხებს და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.
- ახლა "არიდანეს" გამოსვლაზე ვთქვათ...
- რეგულარული ეტაპი წარმატებით გავიარეთ და პლეი ოფში გავედით, სადაც პირველივე ეტაპზე "ურბანასთან" დავმარცხდით. სერიის პირველი მატჩი სტუმრად ცუდად ჩავატარეთ, 17 ქულის სხვაობით დავთმეთ. განმეორებით შეხვედრაში გვქონდა ამ სხვაობის აღმოფხვრის შანსი, მაგრამ საფინალო სირენის მოახლოებასთან ერთად ავჩქარდით, სამქულიანების სროლას მოვუხშირეთ და საბოლოოდ მიზანს ვერ მივაღწიეთ.
- ბოლო შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულე.
- 13 ქულა და 12 მოხსნა მომიგროვდა...
- როგორ ფიქრობ, "არიდანეს" უკეთესი შედეგის ჩვენების შანსი ჰქონდა?
- დიახ. ჩემთან ერთად ტრავმირებული იყო სასტარტო გამთამაშებელი. ძლიერი მოთამაშე იყო. ზოგჯერ პლეიმეიქერის ფუნქციების შესრულება მე მიწევდა... ტრავმები რომ არა, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევდით.
- "არიდანეში" დარჩენას აღარ აპირებ?
- გუნდის მწვრთნელებთან კონტაქტი ახლაც მაქვს. მათ ჩემი დაბრუნება სურთ, მაგრამ 2010-11 წლების სეზონში სად ვითამაშებ, ჯერ არ ვიცი. ამ საკითხზე ჩემი მენეჯერი მუშაობს.






ავტორი:  ვაჟა სიმონიშვილი


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი