ლელო
2010-06-23
ჩახნაშვილი, შაფათავა და ქვაცაბაია დარჩნენ
შვედეთის ქალაქ კრისტინეჰამნში დაიწყო 25-ათასიანი ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონი ჯერ კიდევ ანა ტატიშვილია (146). ანა წლეულს ტურნირზე არ გამოდის, მას ორ კვირაში (როცა მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდება) დაახლოებით 20-ადგილიანი უკანდახევა ელის. კრისტინეჰამნში საქართველოს მეორე ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (160) პირველ ნომრად განთესეს. საოცარია, მაგრამ 19 წლის კალაშნიკოვამ "უაილდ ქარდით" მიწვეულ ამერიკელ ჟაკლინ კეიკოსთან (444) წააგო, ჩოგბურთელთან, რომელსაც კლასიფიკაციაში ლამის 300 ადგილით უსწრებს - 7:6 (5), 5:7, 3:6.
საფრანგეთის ქალაქ პერიგოში 25-ათასიანი ტურნირის მონაწილე სამი ქართველიდან ორი ბრძოლას აგრძელებს. მე-4 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა (201) ფრანგ ელიქსენ ლეშემიას (510) მოუგო - 6:4, 6:2. სოფიო შაფათავამ (302) მასპინძელივე მორგან პონსი (804) დაამარცხა - 4:6, 6:3, 7:6 (5), ხოლო ანა ჯიქიამ (1042) მაროკოელ ფატიმა ელ ალამისთან (599) წააგო - 3:6, 3:6.
პორტუგალიის ქალაქ ალკობაკაში (10 ათასი დოლარი) პირველი შეხვედრა იოლად მოიგო მე-2 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ, მან 6:2, 6:0 აჯობა მასპინძელ ბარბარა ლუზს. მერვედფინალში ქართველის მეტოქე ესპანელი ისაბელ რაპისარდა-კალვოა (770).

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები