მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-29
ამორძალების მემკვიდრეები: ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები სომხეთიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით გამოვიდა. ქართველმა მშვილდოსნებმა ფინალში გასვლა მოახერხეს და ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს. თამაზ ფუტკარაძის გუნდმა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინის ნაკრებთან წააგო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა, გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გია გალდავა და ირაკლი სამყურაშვილი ესაუბრნენ.
მამუკა ქაცარავა: "გილოცავთ ამ წარმატებას. საქართველოს ნაკრები წლეულს სტაბილურად გამოდის და ნელ-ნელა სულ უფრო აუმჯობესებს შედეგებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ნაკრების ფინალში გასვლის შემდეგ, ცხადია, ოქროს მედალს ველოდი, მაგრამ ვერცხლიც დიდი წარმატებაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურისა და ნაკრების მომზადების მხრივ გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ არის, თუმცა ეს ყველაფერი დალაგდება და უახლოეს მომავალში ნაკრებისგან ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალს მოველი.
ყველა ტურნირზე მაქსიმალური შედეგებისთვის უნდა ვიბძოლოთ, რათა რეიტინგში წინ წავიწიოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდში კარგი განწყობა და ერთსულოვნება იყოს. საამისოდ გარკვეული მუშაობა გვჭირდება, ამიტომ ფედერაციის ხელმძღვანელობა დღეს დამატებით შევიკრიბებით და ამ საკითხზე ვისაუბრებთ".
გია გალდავა: "ვულოცავ ნაკრებს მართლაც დიდ წარმატებას. გუნდი შედეგებს სულ უფრო აუმჯობესებს, რაც ფედერაციის კარგი მუშაობის შედეგია. გამარჯვება ერთობლივმა და სწორმა მუშაობამ განაპირობა. ნაკრებს მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ".
არტემ სანიშვილი: "კარგი გამოსვლით გახარებულები ვართ. ახლა მომავალი ტურნირებისთვის ვემზადებით. ვიზები უკვე მზად გვაქვს, ივლისში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვალთ. როგორც ვიცი, გერმანიაში ყველა ნაკრები სერიოზული შემადგენლობით ჩამოდის. ასე რომ, დიდი ბრძოლა მოგვიწევს. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით გამოვალთ.








კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი