მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-29
ქართული ჩოგბურთის დაისი?
ქართულ ჩოგბურთს პატრონი რომ არ ჰყავს, ცხადია. თუკი ქალი ჩოგბურთელები ასე თუ ისე ახერხებენ სხვადასხვა ტურნირში გარკვეული შედეგების მიღწევას, ვაჟი ჩოგბურთელები არსად ჩანან. ჩოგბურთის ფედერაციას ისინი მხოლოდ დევისის თასის გათამაშების ეტაპისთვის ახსენდება. ეტყობა, ვაჟი მეჩოგნეები ფედერაციას გერებად მიაჩნია. მათ არავითარი თანადგომა არ აქვთ. წინა გათამაშების ტურნირების ფინანსური დავალიანება დღესაც არ არის გასტუმრებული, რომ არაფერი ვთქვათ სპორტსმენების მატერიალურ სტიმულირებაზე. დევისის თასის გათამაშების წინ ჩოგბურთელებს სპონტანურად კრებენ. ისინი ერთმანეთს სასტუმროში და აეროპორტებში ხვდებიან. არ ტარდება წინა სატურნირო შეკრებები, ერთობლივი ვარჯიშები, ფიზიკური კონდიციების შემოწმება, ტაქტიკური სქემების შემუშავება და ა.შ. თუ ბიჭები წარმატებას მიაღწევენ, რაც წინა წლებში მომხდარა, ფედერაციის აქტივში ჩაიწერება, წარუმატებლობა კი ბრალდება სპორტსმენების ფიზიკურ ფორმას ან მოუშუშებელ ტრავმებს. გამკითხავი არავინაა, ამაზე არავინ ზრუნავს. ზემდგომებთან ურთიერთობაში კი ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა: შენ მე ნურაფერს მთხოვ, მე შენ არაფერს მოგთხოვ. ამ დროს კი იხარჯება თანხები სპორტის ისეთ სახეობებზე, რაც მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. აჭარაში სურთ ჰოკეის განვითარება, ბალახის ჰოკეიზე რომ იყოს ლაპარაკი, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ბათუმში ყინულზე ჰოკეის განვითარება და საწყლოსნო სპორტისა და ტანვარჯიშის დავიწყება?! გაუგებარია! ის თანხები, თუნდაც მისი ნაწილი რომ დაიხარჯოს ჩოგბურთზე, შედეგს აუცილებლად მოგვცემდა, მით უმეტეს, სპორტის ეს სახეობა ჩვენში პოპულარულია, ხოლო დევისის თასის გათამაშებაში დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა რაოდენ პრესტიჟულია, ყველამ კარგად იცის.
ჩოგბურთისადმი ასეთი უსულგულო დამოკიდებულება, მეტი რომ არ ვთქვათ, გაოცებას იწვევს. რამდენი ხანია, ჩვენში საშუალო დონის ტურნირიც კი არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, გვთავაზობენ გასართობ ტურნირებს მოყვარულთა მონაწილეობით. თითქმის 60 წლის წინათ, თბილისში ჩატარებულ შეჯიბრებაზე თბილისელებმა მოვაგებინეთ მატჩი ნეგრებეცკის ოზეროვის წინააღმდეგ, რადგან გავიგეთ, რომ ნეგრებეცკი წარმოშობით თბილისელი იყო. შემდეგ გვყავდნენ მაღალი კლასის მოთამაშეები, განსაკუთრებით ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია, რომელთა თამაშიც გვახარებდა. დღეს ვის ვუგულშემატკივროთ? დევისის თასზე ირაკლი ლაბაძეს და ლადო ჩიხლაძეს შეუძლიათ ნორმალურად თამაში, რაც ადრე გაუკეთებიათ კიდეც, თუ ექნებათ სათანადო თანადგომა და შეუქმნიან პირობებს.
დევისის თასზე გუნდში უნდა იყოს მინიმუმ ოთხი მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის მოთამაშე, მაგრამ როდის შეძლებს ეს უნიათო ფედერაცია ამ საკითხის მოგვარებას?
დროზე მივხედოთ ქართულ ჩოგბურთს.

თამაზ თევზაძე , სტაჟიანი გულშემატკივარი

რედაქციისაგან: ეჭვიც არ გვეპარება, რომ წერილის ავტორი გულწრფელად სწუხს ქართული ჩოგბურთის ბედზე. ნუ შეგვაშფოთებს მწვავე ტონი, მთავარია, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ რთული ვითარებიდან. იმედია, ფედერაცია შეგვეხმიანება.









კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი