მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-29
ტურის დუელი: ძაგნიძე-კოსინცევა
სომხურ ჯერმუკში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრიზე გუშინ მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე შეჯიბრებას მომზადებული და სრული მობილიზაციით შეხვდა. მესამე ტურში ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგთან (შვედეთი) შეფერხებას თუ არ ჩავთვლით, მის შეჩერებას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. გუშინ ნანამ შავი ფიგურებით 50-ე სვლაზე ეკვადორელ მარტა ფიეროს სძლია. ქართველმა დიდოსტატმა, წინა პარტიების მსგავსად, ამჯერადაც შესანიშნავად გამოიყენა ეტლების ენდშპილში მატერიალური უპირატესობა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.
მეორედ დამარცხდა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე. ამჯერად მან შავი ფიგურებით ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევასთან (რუსეთი) წააგო. ეტყობა, პირველობისთვის პაექრობა სწორედ ძაგნიძესა და კოსინცევას შორის წარიმართება.
გუშინდელი დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: პია კრამლინგი (შვედეთი)-სიუ იუჰუა (ჩინეთი) 0,5:0,5, ელინა დანიელიანი (სომხეთი)-ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0,5:0,5, ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-შენ იანი (ჩინეთი) 0:1, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) 0:1.
ხუთი ტურის შემდეგ: ძაგნიძე _ 4,5, კოსინცევა _ 4, მკრტიჩიანი _ 3,5, დანიელიანი _ 3, ჰოუ იფანი, ჩიბურდანიძე, შენ იანი _ 2,5-2,5, კრამლინგი, სტეფანოვა, სიუ იუჰუა _ 2-2, კოვანოვა _ 1,5, ფიერო _ 0 ქულა.
დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: მკრტიჩიანი-ჩიბურდანიძე, ძაგნიძე-კოსინცევა, შენ იანი-ფიერო, სიუ იუჰუა-კოვანოვა, ჰოუ იფანი-კრამლინგი, სტეფანოვა-დანელიანი.






ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი