მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-29
ვარკეთილის ტალახიდან ტარბის ხასხასა მოლამდე
საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის, თბილისის "ლელოს" რიგებს სატრანსფერო სეზონისას რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტოვებს. მათ შორის შერკინების პირველხაზელი, 22 წლის მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა, რომლის სარაგბო ეპოპეა მშობლიურ ფოთში დაიწყო, იქ გაითავისა ამ ვაჟკაცური თამაშის ხიბლი. მერე იყო თბილისის გუნდები "დინამო" და "ლელო". ახლა კი ფრანგული კლუბების ჯერიც დადგა. ირაკლი ახლახან ჩაირიცხა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონის "ტარბში", სადაც კიდევ ერთი ქართველი, ასევე შერკინების ბურჯი მამუკა მაგრაქველიძე თამაშობს.

- "ტარბისთან" კონტრაქტი რომ გავაფორმე, მამუკა მაგრაქველიძის დამსახურებაა - გვიამბობს ირაკლი მირცხულავა - საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, ახლა A ნაკრებშიც მოვხვდი. ამის შესახებ მამუკამ იცოდა და "ტარბის" მწვრთნელებთან რეკომენდაცია გამიწია. ამ კლუბიდან მალე მიწვევაც მივიღე, სინჯებზე მეპატიჟებოდნენ. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, დამრთავდა თუ არა შუა სეზონში გამგზავრების უფლებას "ლელოს" ხელმძღვანელობა.
კლუბში ყველას გაუხარდა ეს ამბავი და პრობლემა არ შემქმნია. საფრანგეთში გამგზავრებაზეც თანხმობა მომცეს და როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
- როდის იმყოფებოდით სინჯებზე და კონკრეტულად რაში გამოგცადეს ფრანგმა სპეციალისტებმა?
- სინჯებზე ოთხი დღე, 12-16 მაისს ვიყავი. ჯერ ძალოსნობის დარბაზში შეგვიყვანეს. შეგვამოწმეს, როგორი ფიზიკური კონდიციები გვქონდა. მერე შერკინებაში დაგვაყენეს და იქ თამაშის უნარები შეაფასეს. ბოლოს 15-15-წუთიანი სამი ტაიმი გვათამაშეს და ნახეს, მოედანზე როგორ ვაზროვნებდი, სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი თუ არა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩემით უკმაყოფილო არ დარჩენილან და აგერ, კონტრაქტიც გამიფორმეს.
- რამდენწლიანია კონტრაქტი?
- ამჯერად ერთწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. მითხრეს, თუ დავინახავთ, ოთხ-ხუთ თვეში პროგრესი განიცადე, უკეთ ათამაშდი და დავრწმუნდით, რომ შრომისმოყვარე ხარ, უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს გაგიფორმებთ და უკეთეს პირობებსაც შემოგთავაზებთო. მე ყველანაირად ვეცდები და ვნახოთ, რა იქნება.
- რადგან "ტარბის" ბაზაზე ნამყოფი ხართ, იქნებ გვითხრათ, რა დონის გუნდია, რა მიზნები აქვს?
- "ტარბი" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობს და პირველ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძვის. მამუკა მაგრაქველიძე ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. წლეულს კლუბის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კარგი სპონსორები გამოუჩნდნენ და ბუნებრივია, რომ პირველ დივიზიონში გადასვლაზე სერიოზულად დაფიქრდნენ.
სწორედ ამიტომ დაიწყეს ახალი მოთამაშეების ძებნა. ისე, საკმაოდ მრავალეროვანი გუნდია. სამხრეთაფრიკელები, არგენტინელები, ტონგელები და ჩვენ, ქართველები, ფაქტობრივად, გუნდის ძირითადი ბირთვი ვართ. მოთამაშეების საშუალო ასაკი 25-26 წელია. არის რამდენიმე 30 წელს გადაცილებული მორაგბე, რომელთა ეტაპობრივად შეცვლას აპირებენ, სწორედ ამიტომ ამიყვანეს მე და რამდენიმე სხვა ახალგაზრდა მოთამაშე.
- მოდი, უკეთ გავაცნოთ თქვენი თავი მკითხველს. მოკლედ გვიამბეთ რაგბიში თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.
- რაგბის თამაში ბავშვობაში ფოთში დავიწყე. რომ წამოვიზარდე, თბილისის "დინამოში" გადავედი. ბოლო ორი წელიწადია, "ლელოს" ღირსებას ვიცავ. ამ კლუბის ძალიან მადლობელი ვარ, აქ დაიწყო ჩემი, როგორც მორაგბის წინსვლა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, ლევან მაისაშვილს, ილია მაისურაძეს და მიხეილ სუჯაშვილს. ასევე კლუბის პრეზიდენტ ბათუ კევლიშვილს, რომელმაც შესანიშნავი კლუბი შექმნა.
აქ უკეთ ვისწავლე რაგბის თამაში. თუ დიდ რაგბიში ყოფნა გინდა, "ლელოში" საამისოდ ყველა პირობაა შექმნილი, ისეთ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა და წვრთნა, სხვა რამეზე ფიქრიც კი შეუძლებელია.
- "ლელოს" შემადგენლობაში შარშან დუბლი გაახერხეთ, ჩემპიონის ტიტულიც ირგუნეთ და თასიც...
- შარშანდელი წელიწადი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო. მთელი სეზონის განმავლობაში ერთი თამაშიც კი არ წაგვიგია. ეს მარტო კარგი მომზადების წყალობით არ იყო. "ლელო" ყველა ჩვენგანისთვის ოჯახია. ერთმანეთთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გუნდი ერთ მუშტად იყო შეკრული და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. იმედი მაქვს, რომ მეც და "ლელოსაც" მომავალშიც ბევრი ასეთი სეზონი გვექნება.








ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი