მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-29
ზირაქაშვილმა მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა კუალა ლუმპურში მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა ახალი ზელანდიის 2007 წლის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა მსოფლიოს ნაკრებმა 36:26 მოიგო.
მატჩის გამართვის იდეა სამი ერის ორგანიზატორებს ეკუთვნით. ხარჯები მთლიანად ერთ-ერთმა ჩინელმა ბიზნესმენმა იკისრა. თამაშს, რომელიც შუადღის თაკარა მზეზე, 45- გრადუსიან სიცხეში ჩატარდა, 25 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბილეთი 250 ევრო ღირდა.
მატჩი ახალზელანდიური რაგბის ას წლისთავს მიეძღვნა. მსოფლიოს ნაკრები, რომელსაც "კლერმონის" მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი ვერნ კოტერი თავკაცობდა, სამხრეთაფრიკელი, უელსელი, ფრანგი, ინგლისელი და ფიჯელი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული.
ახალი ზელანდიის 2007 წლის ფორმაციის ნაკრების, ანუ "კლასიკ ოლ ბლექსის" ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი მორაგბეები, ენდრიუ მერთენსი, გრეგ სომერვილი, ბაირონ კელეჰერი, რუბენ თორნი, ჯერი კოლინზი, კარლოს სპენსერი და ტროი ფლეველი რომ არიან.
ახალი ზელანდიის ნაკრებში სათამაშოდ მიწვეული იყო მსოფლიო რაგბის ლეგენდა ჯონა ლომუ, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო თამაში ვერ შეძლო.
ზირაქაშვილმა სრულად ითამაშა. მართალია, ლელო არ გაუტანია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქართველი შერკინების ბურჯი მსოფლიოს ვარსკვლავთა კრებულში მიიწვიეს, ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მისი მაღალი დონის ოსტატობის დასტურია.







ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი