ლელო
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალის 14 საათზე გადატანამ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები აღაშფოთა. არახალია, რომ ქართული სეზონის დასკვნითი მატჩი 26 მაისს ტარდება, ზუსტად იმ დღეს, როცა ქუთაისში საფუძვლიანად გარემონტებული სტადიონის საზეიმო გახსნა დაიგეგმა...
საბედნიეროდ, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - თასის ფინალი 26 მაისს, 17:45 საათზე დაიწყება. ამასთან ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
გიორგი ლომაია ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს. საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს "ინტერის" მეკარემ ეს გადაწყვეტილება გუშინ გაგვიმხილა. გიორგიმ 25 მაისს ავსტრიაში კამერუნთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ ისურვა. ბუნებრივია, მიზეზის გარკვევა გვსურდა და ლომაიას ინტერვიუსთვის დავუკავშირდით. მისგან მოულოდნელი პასუხი მივიღეთ... - ჩემთან ინტერვიუ უკვე აღარ იქნება საინტერესო, ეროვნული ნაკრების მეკარე ხომ აღარ ვარ... - რატომ? თემურ ქეცბაიამ ხომ ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერი, 24 წლის რევაზ გეწაძე საქართველოში დაბრუნდა. აზერბაიჯანული "გაბალას" ფეხბურთელი მეზობელ ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობს. თავდაპირველად, ის ბაქოს "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა, "გაბალაში" კი მიმდინარე სეზონში გადავიდა. ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" ყოფილი მცველი, შემდეგ "პორტსმუთის" მწვრთნელი, სახელგანთქმული ტონი ადამსი ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
ლევან კობიაშვილმა მოსკოვის "დინამოს" "ჰერტაში" დარჩენა რომ ამჯობინა, ამას გუშინდელ ნომერში წაიკითხავდით. იმასაც ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს ბერლინში გუშინ უნდა გაეფორმებინა ახალი 3-წლიანი კონტრაქტი. ასეც მოხდა - ამ ხელშეკრულების ძალით კობიაშვილი "ჰერტაში" 2013 წლის 30 ივნისამდე უნდა იყოს. ამის შემდეგ ის კარიერის დასრულებასა და ბერლინურ კლუბში რომელიმე პოსტზე მუშაობას აპირებს.
აღმოჩნდა, რომ ვიდრე "ჰერტას" საბოლოოდ შეუთანხმდებოდა, ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
სატრანსფერო სეზონი მოახლოვდა და იტალიურ ვებგვერდებზე ლევან მჭედლიძის თემა დაბრუნდა. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. მჭედლიძე, რომელიც "ემპოლის" ეკუთვნის და ამ სეზონის ბოლომდე "პალერმოში" იყო განათხოვრებული, ზაფხულში კლუბს რომ შეიცვლიდა, ეს ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა.
სერია A-ში სეზონი უკვე დასრულდა და "პალერმოში" მჭედლიძის საიჯარო კონტრაქტის ვადაც ამოიწურა. ასე რომ, ჩვენებური ისევ "ემპოლის" ეკუთვნის. ცნობისთვის, ტოსკანური კლუბი, რომელიც სერია ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშედ ტელეკომენტატორი და არაერთი სპორტული ტელეპროექტის ავტორი ლაშა დვალიშვილი დაინიშნა. ვულოცავთ კოლეგას და ერთს დავძენთ - რაკი ჩვენ, ყველა, ერთ საქმეს ვემსახურებით, დარწმუნებულნი ვართ, "ლელოსა" და ახალ პრესატაშეს შორის ურთიერთობა თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი იქნება.
...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
რაღა დარჩა: ჩემპიონატის დასკვნითი ტური, შემდეგ - თასის ფინალი და 2009-10 წლების ქართული საფეხბურთო სეზონიც დასრულდება. რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ, სეზონს "ლელოც" შეაჯამებს: საუკეთესო მწვრთნელსა და ფეხბურთელს გამოვავლენთ, ყველა ამპლუაში საუკეთესო მოთამაშეებს დავასახელებთ, "სეზონის აღმოჩენას" და საუკეთესო დებიუტანტსაც ავირჩევთ, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს შევადგენთ; და, როგორც ყოველთვის, "საუკეთესო ლეგიონერიც" გვეყოლება...
ჰო, უკვე წლებია, "ლელო" ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
გიორგი დარასელიასა და ვლადიმერ დვალიშვილის "მაქაბი" თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა ისრაელის ჩემპიონატს, მაგრამ ბოლო ტურში ჰაიფელებმა სტუმრად "ბნეი იეჰუდას" დამარცხება ვერ შეძლეს, რითაც შესანიშნავად ისარგებლა თელ ავივის "ჰაპოელმა" და თავისი მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მეტოქეს ჩემპიონობა აართვა. ბუნებრივია, ტიტულის დაკარგვამ დვალიშვილი ცუდ გუნებაზე დააყენა.
- ახლა ნელ-ნელა ვმშვიდდები, თორემ მე და ჩემი თანაგუნდელები ნამდვილ ...
№115 (13103)
2010-05-19
ლელო
ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბაქოში "ნეფთჩისა" და საბჭოთა კავშირის ვეტერანების ამხანაგურ მატჩზე იმყოფებოდა, აზერბაიჯანული პრესა გაესაუბრა. ქართული ფეხბურთის ლეგენდამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ფეხბურთზე ილაპარაკა და ამ საქმეში აზერბაიჯანელების პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
"აზერბაიჯანული ფეხბურთის წინსვლა აშკარაა. თქვენ უკვე საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გაქვთ და მოხარული ვარ, რომ ამაში საკუთარი წვლილი ქართველ მწვრთნელებსა ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































