ლელო
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
გია კარგაძემ 1974 წელს თანატოლთა შორის საკავშირო პირველობა მოიგო თავისუფალ ჭიდაობაში, 1981 წელს "შევარდენის" შემადგენლობაში მორაგბეთა საკავშირო ახალგაზრდული პირველობის ოქროს მედალი დაიმსახურა, სამი წლის წინ კი ნარდის სამყაროს დაუკავშირდა და შარშან გრძელ ნარდში საქართველოს პირველობაზე ყველას აჯობა. გუშინაც ანალოგიურ წარმატებას მიაღწია: საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ქვეყნის ღია ჩემპიონატში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სპორტისა და ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
ზე 14-ის გათამაშების ფინალში შაბათს ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" კეიპთაუნის "სთორმერზს" დაუპირისპირდება. ნახევარფინალური მატჩები ორივე გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წლევანდელ ბოლო, სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ სამხრეთაფრიკელები იქნებიან.
საუკეთესოთა შორის ჩემპიონის რვა წარმომადგენლის შეყვანა სავსებით ლოგიკურია. თუმცა ცუდად არც ზე 14-ის მრავალგზის ჩემპიონ "კრუსეიდერზს" უთამაშია და ამიტომ საუკეთესოთა შორის ოთხი ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
გერმანიაში დასრულებულ ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე უმეტესად, რა თქმა უნდა, ქვეყნების ჟურნალისტები იყვნენ აკრედიტირებულნი, მაგრამ გამონაკლისებიც იყვნენ - კიოლნში ესპანელი ისმაელ როდრიგესი გავიცანით, რომელიც უპირველესად, საფეხბურთო თემატიკაზე მუშაობს.
ისმაელი ვალენსიელია და ჩვენდა გასაოცრად, ზედმიწევნით კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს და ზეპირად იცის საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარი. გასაგებია, რომ კახა ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრებმა გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და მეოთხე ადგილი მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ნოდარ აკობიას გუნდი ჰოლანდიურ "ვიტესს" შეხვდა და დიმიტრი თუთბერიძის გოლით 1:0 გაიმარჯვა. მეორე შეხვედრა ქართველებმა როსტოკის "ჰანზას" წინააღმდეგ ჩაატარეს. თავიდან გერმანელები დაწინაურდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა გიორგი წივილაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
"მსოფლიო თასის ეტაპი, კავკასიის ლიგა" _ ასე ჰქვია შეჯიბრებას, რომელიც ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება და, როგორც შარშან, წლეულსაც თბილისმა უმასპინძლა. პროგრამა მოიცავს მხოლოდ დაბრკოლებათა გადალახვას ახალგაზრდა და ძირითადი ცხენებისთვის, ბოლოს კი თამაშდება გრან-პრი. საპრიზო ფონდი 45 ათასი აშშ დოლარია, რომელიც სამივე პროგრამაზე შესაბამისად ასე ნაწილდება: 10, 15, 25 ათასი.
თბილისის იპოდრომზე მხოლოდ საქართველოს და აზერბაიჯანის ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
დნეპროძერჟინსკში გრძელდება 1992-1994 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა უკრაინის ღია პირველობა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის _ საქართველოს ნაკრები (ფავლინიშვილი, ჩიქვინიძე, ხუციშვილი, დავითური, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, კერესელიძე, ურუშაძე, ქარჩალაძე, გოჩიტაშვილი, გელაშვილი, შუბლაძე) რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით.
როგორც გაუწყეთ, პირველ მატჩში ჩვენები მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუზავდნენ (4:4), მომდევნო ორი შეხვედრა კი მოიგეს: ჯერ ოდესელ ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის მეორე გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 32 ათასი ლარია. შეჯიბრებაზე, რომელიც 3 ივნისს დამთავრდება, შვეიცარიული სისტემით 9 ტური გათამაშდება. თითოეულ მოჭადრაკეს პარტიის ბოლომდე ეძლევა 90 წუთი თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით. ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ჭადრაკის განვითარების ფონდი. ტურნირის გამარჯვებული ჩიბურდანიძის ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
გალელმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ შარშან თბილისის მერიის თასის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა, წლეულს კი მსგავს შეჯიბრებაში ვერ იასპარეზა, რადგან კონტრაქტით იმ დროს უკრაინის საკლუბო ჩემპიონატზე იმყოფებოდა. ალუშტაში 12-მა გუნდმა მოიყარა თავი. ქართველი მოჭადრაკე ჩერნიგოვის თ ლთნ ლზრ-ს სპორტულ ღირსებას იცავდა. ბაადურმა და მისმა თანაგუნდელებმა შესანიშნავად ითამაშეს - 11 ტურიდან მხოლოდ მეორე ადგილზე გასულ როვნოელებს დაუზავდნენ (3:3), დანარჩენი ...
№122 (13 110)
2010-05-27
ლელო
ქართულ ძიუდოში მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება. საბედნიეროდ, დადებითად! ჯერ იყო და, რიო-დე-ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" გამოსვლა ამოიღეს კალენდრიდან და მის ნაცვლად გუნდი ტუნისის "დიდ პრიზზე" გამოვიდა, თუმცა ქართველების გარეშე ბრაზილიურ ტურნირს მაინც არ ჩაუვლია - იქ სამკაცა გუნდმა იჭიდავა, ახლა კი გაირკვა, რომ ჩვენები სან-პაულუს მსოფლიოს თასზეც გამოვლენ. არადა, ეს შეჯიბრება ნაკრების წლევანდელ კალენდარში საერთოდ არ განიხილებოდა! იქაც იგივე სამეული ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































