ლელო
№123
2010-05-28
ლელო
ცნობილი კუმისელი (გარდაბნის რაიონი) მოჭიდავის სანდრო მდივნის (1959-2009) პირველი მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში დაემთხვა დავით გარეჯობის დღესასწაულს. ეს ზეიმი კუმისის გარდა განსაკუთრებულად წალასყურში აღნიშნეს...
ქართული ჭიდაობის განახლებული მოედანი კუმისში გულშემატკივრებს ვერ იტევდა. აქაურები ალბათ მალე აქ სკამების წრესაც მოაწყობენ...
მართალია, ტურნირი ხუთ წონით კატეგორიაში მოეწყო, მაგრამ ყველა მოუთმენლად ელოდა ფალავნობის, ანუ აბსოლუტური ...
№123
2010-05-28
ლელო
ბუნებრივია, ცხელი სატრანსფერო ზაფხული ვერც თბილისის "დინამოს" აუვლის გვერდს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონისა და თასის ფინალისტის თაობაზე რამდენიმე საინტერესო სიახლე გავიგეთ. ასე მაგალითად, გაბონელ თავდამსხმელ ჯორჯ აკირემის კლუბთან კონტრაქტი დამთავრდა და კარიერას, სავარაუდოდ, რუსთავის "ოლიმპში" გააგრძელებს.
"დინამო" 2 ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა. კონტრაქტის ვადა ამოეწურა მაკედონიელ ალექსანდრ კრსტესკისაც. მას ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობენ. ...
№123
2010-05-28
ლელო
ირაკლი კლიმიაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 26 მაისს საუკეთესო განწყობით შეუერთდა. ირაკლი "ვიტ ჯორჯიაში" საქართველოს თასის მფლობელი გახდა და კარიერაში უკვე სამივე ქართული ტიტული აქვს - ოქროს მედლებსა და ქვეყნის სუპერთასს ეროვნული თასიც დაუმატა. ასეთი ტიტულებითა და საკმაოდ კარგად ჩატარებული სეზონის (კლუბსა და ახალგაზრდულ ნაკრებში) შემდეგ კლიმიაშვილი "ვეტერინარების" დატოვებას აპირებს. ზამთარში ირაკლი ოდესის "ჩერნომორეცში" ისინჯებოდა და ...
№123
2010-05-28
ლელო
1992-93 წკლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ნოდარ ახალკაცის სახელობის თასის გათამაშება გუშინ დასრულდა. მეოთხედფინალში ცხინვალის "სპარტაკისა" და ნახევარფინალში თბილისის "დინამოს" ძლევის შემდეგ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი მალხაზ ღონღაძე) სამტრედიაში ზუგდიდის "ბაიას" თანატოლებს დაუპირისპირდა. ფინალური მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, საგოლე მომენტი ორივე გუნდს არაერთი ჰქონდა, მაგრამ ერთადერთი გოლი გავიდა - ნოდარ გაჩეჩილაძემ 50-ე წუთზე ...
№123
2010-05-28
ლელო
მართლაც ზღაპრული გუნდის, 80-იანი წლების თბილისის "დინამოს", მარადიული წარმატებების ერთ-ერთ შემოქმედს ნუკრი კაკილაშვილს დღეს ლამაზი იუბილე აქვს - 50 წელი შეუსრულდა!
...იმდროინდელ "დინამოს" ძირითადში კი არა, დუბლშემადგენლობაში მოხვედრაც კი ნებისმიერი ჭაბუკი ფეხბურთელისათვის უდიდესი პატივი იყო; ამასთან, მართლაც განსაკუთრებული მონაცემები უნდა ჰქონოდა ფეხბურთელს, ნოდარ ახალკაცის გემოვნება რომ დაეკმაყოფილებინა. ჰოდა, სწორედ გამორჩეული შესაძლებლობის ...
№123
2010-05-28
ლელო
საქართველოს საფეხურთო სეზონი 26 მაისს დასრულდა, გუნდები ისვენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი სატრანსფერო მანევრები დაწყებულია. სხვაგვარად ვერც მოვნათლავთ იმ ტრანსფერებს, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი - "ოლიმპი" და "ზესტაფონი" არა მხოლოდ ჩემპიონობისთვის დაეტაკნენ ერთმანეთს, არამედ, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებისთვისაც და, როგორც ჩანს, ეს ბრძოლაც რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა.
გუშინდელ ნომერში ვიუწყებოდით, რომ საქართველოს ჩემპიონმა თასის ...
№123
2010-05-28
ლელო
საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა. "ჯვაროსნებმა" მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ, მონდომებით და ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, დამაჯერებლად ითამაშეს. მართალია, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენს გუნდს ბარე ორჯერ შეეძლო მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მეტოქის კარის დალაშქვრა. კამერუნელებთან შეხვედრა ჩვენი ნაკრების მიერ ავსტრიაში ჩატარებული ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































