მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2002-07-13
ლევ ანინსკი: გზა და უფსკრული
სანკტ-პეტერბურგის გამომცემლობა "აზბუკამ", "აზბუკა კლასიკას" სერიით, გამოსცა ოთარ ჭილაძის რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" (მთარგმნელი ელიზბარ ანანიაშვილი). ეს ამ რომანის მესამე რუსული გამოცემაა. წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: "ოთარ ჭილაძე - 1999 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი, პროზაიკოსი და პოეტია. და ეს სიტყვები უბრალო ეპითეტები არ არის. მისი პროზის ფენომენი ძნელად ასახსნელია: ერთნი მას მითოლოგიურ რეალიზმს უწოდებენ, მეორენი - მაგიურს. ასეთი პროზის ქსოვილი მოქსოვილია ცოცხალი, მარადმიმდინარე დროისა და ისტორიის მხურვალე ნაკადისგან, რომელშიც მითი და სინამდვილე, წარსული და მომავალი ერთდროულად თანაარსებობენ. შეიძლება იმის დაზუსტება, რომ ეს პროზა ქართველის დაწერილია სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ის მსოფლიოს ეკუთვნის და დაღდასმულია მარადისობის ბეჭდით. რაც, არსებითად, ნუგეშითა და იმედით გვავსებს ჩვენ".

წიგნს ახლავს ცნობილი რუსი კრიტიკოსის ლევ ანინსკის წინასიტყვაობა, რომლის ქართულ თარგმანსაც ამჟამად გთავაზობთ.

* **

ლევ ანინსკი

პირუტყვული თავისუფლებით გალაღებული ცხვარი უფსკრულისკენ მიიძოვდა ბალახს.

ოთარ ჭილაძე,

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"

რა გზებით მივიდა თავის პირველ რომანამდე ცნობილი პოეტი-სამოციანელი, რანაირ ბალახებს აგროვებდა, რომელ მინდვრებზე? აი, ამ შეკითხვას თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავიდანაც და მერეც, როცა პირველ რომანს მეორე მოჰყვა, ისიც მითოლოგიური ბუნებისა ("ყოველმან ჩემმან მპოვნელმან..."), მეორეს კი - მესამე ("რკინის თეატრი") და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სწორედ რომანი-მითი (სიმბოლურად მორგებული მიმდინარე რეალობას) იყო მთავარი მიღწევა არა მარტო 70-80-იანი წლების ქართული პროზისა, არამედ, საერთოდ მეოცე საუკუნის დასასრულისა და, იქნებ, მთელი ასწლეულისაც.

ლიტერატურისმცოდნეობაში აღმოჩენასავით გავრცელდა აზრი იმის თაობაზე, თუ რა სწრაფად გამოეხმაურა ქართული პროზა ლათინური ამერიკიდან წამოსულ მოდას... რის პასუხადაც, ლიტერატურულმა პიმენებმაც უმალ დააზუსტეს, რომ კოლუმბიელ რომანისტს ქართველი პოეტი ვერ წაიკითხავდა, თუმცა, გარსია მარკესმა "ასწლიანი სიმარტოვე" ხუთი წლით ადრე დაამთავრა, ვიდრე ოთარ ჭილაძემ - თავისი პირველი რომანი, მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში, როცა ოთარ ჭილაძე თავის რომანს წერდა, გარსია მარკესი ჯერ კიდევ არ იყო თარგმნილი... ეტყობა, ქართული სული ლათინოამერიკული სულის კვალდაკვალ კი არ მომწიფდა მითოლოგიური რეალიზმისთვის, არამედ - პარალელურად და დამოუკიდებლად.

კოლუმბიელი ჭილაძეს არ წაუკითხავს, მაგრამ გერმანელი ხომ წაიკითხა! "იოსები და მისი ძმები" სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა რუსულად. მერე და, რა? თომას მანმა გავლენის ქვეშ კი არ მოიქცია, რწმენა განუმტკიცა, დაარწმუნა, სწორ გზაზე რომ მიდიოდა კაცი - და მართლაც, გარდა ჟანრების წმინდა ნომინალური მსგავსობისა, აქ ხომ ყველაფერი სხვანაირადაა! არაფერს არ ცვლის ის ამბავიც, თუკი არგონავტების მითი სხვა დროსაც გამოუყენებია ვიღაცას. ოთარ ჭილაძესთან, დამატებით, დედალუსი და იკაროსიც არიან მოხმობილნი, და რომანის ფინალში, ფარნაოზის დასჯის სცენა სახარებისეულ ჯვარცმას ეხმიანება, ხოლო, ვანელების თავს დამტყდარი უბედურებები იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას გვახსენებს უნებურად, და არც დარიაჩანგის ბაღია ბიბლიური ედემის გაუთვალისწინებლად გაშენებული...

მაგრამ მაინც შეუძლებელია, ერთ გვერდზე დატეული მითიდან მილიონობით ბეჭდური ნიშნის შემცველი რომანი ამოიღო! რომანი პირადი გამოცდილებისგან იბადება, ხოლო, მედეას, იაზონისა და აიეტის ძალად ბებიაქალობა,ბიძობა თუ ნათლიობა, მხოლოდ ეხმარება ავტორს, კიდევ უფრო თამამად მოწყდეს საყოველთაოდ ცნობილს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას წერდა ამ თემაზე ევრიპიდე, სენეკა და კორნელი - ოთარ ჭილაძის რომანი იქმნებოდა და მოიაზრებოდა სრულიად სხვა კონტექსტში.

მაინც რომელ კონტექსტში?

უკბილო ხუმრობად თუ არ ჩამითვლით, ის წარმოიქმნა... სოციალისტურ რეალიზმთან კონტექსტში. თავისთავად ამაზრზენი და, ამასთანავე, საკმაოდ საგრძნობი და ფრიად ნაყოფიერი დამოკიდებულების შედეგად. ოთარ ჭილაძე, როგორც პოეტი, ტყუილად როდი ამობრწყინდა ვარსკვლავად "სამოციანელთა" ცის კაბადონზე სწორედ გვიანდელი საბჭოური ყაიდის "სახალხო ეპოპეების" თანამიმდევრული ოპოზიციის ეპოქაში. გადავიდა რა პოეზიიდან პროზაზე (ანუ, ლირიკული, პირადი გულისწყრომიდან ღირებულებათა ფუნდამენტურ გადასინჯვაზე), ოთარ ჭილაძემ ფაქტიურად ზეამოცანა წაართვა თავის ოპონენტებს (ანუ, არა უბრალოდ სულის ცხოვრების, არამედ ყველა შესაძლებელი სიმდიდრით გამოვლენილი - ხალხის ცხოვრების გადმოცემა დაისახა მიზნად). ამასთანავე, ზეამოცანის გადაწყვეტისას, ის უპირველეს ყოვლისა, საყოველთაოდ დადგენილს დაუპირისპირდა: შემოწმებული სოციალური ტიპები ფოლკლორულმა მითოლოგემებმა შეცვალა, დროის კონკრეტულ-ისტორიული ნიშნები - დემონსტრატიულად დროებითმა კატეგორიებმა, ზუსტი და რეალისტურად გაწონასწორებული ნაწერი - ნებაზე მიშვებული თვალით დანახულმა, ერთმანეთში აღრეული წვრილმანების ნიაღვარმა, მსუყე ფუნჯით დახატული, კიდევ უფრო გამომწვევად რომ დაუპირისპირდა ოდესღაც "ომი და მშვიდობიდან" სოციალისტური რეალიზმის მიერ ამოხაპულ სქემებს.

ამ თვალსაზრისით, ოთარ ჭილაძის პირველი რომანი 70-იან წლებში აღიქმებოდა მოწიფული საბჭოური კულტურის ფუფუნებად, ჭარბ სიმდიდრედ (თუკი მხედველობაში მივიღებთ სიტყვიერი ქსოვილის სიკაშკაშეს, სიუხვესა და "თავშეუკავებლობას") პროზაიკოსის პალიტრისა, რაც თავის მხრივ, პოეტური სიშლეგითა და თვითნებურობით მუხტავდა რომანს. ხოლო 80-იან წლებში ოთარ ჭილაძის პროზა (უკვე მთელი ტრილოგია და არა მარტო პირველი რომანი) აღიქმებოდა უაღრესად ეროვნულ და წმინდა ქართული გამოცდილების ჯერ კიდევ გამოუყენებელ მარაგად, რომელსაც შეეძლო ბაზისად დასდებოდა დამოუკიდებელ სულიერ კულტურასა და სუვერენულ სახელმწიფოებრიობას... თუმცა, რაიმე გამოყენებითი "პოლიტიკის" გამოტანა ჭილაძის ტექსტებიდან ყოვლად შეუძლებელია - მაშინაც და ახლაც.

მით უფრო საინტერესოა მისი რომანის გადაკითხვა დღეს, ახალი ასწლეულის წინ, როცა ქართველთა სულიერმა დამოუკიდებლობამ უკვე განვლო რომანტიული ცდუნება ზვიადიზმისა და ამ დამაბრმავებელი გაფრენის შემდეგ, დამამწუხრებლად მიწიერი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ არც ეს არის მთავარი. მთავარია, რომ უახლესი დროის ქართული მითოლოგიური ეპოსი შემოგვიბრუნდა არა როგორც თავისთავად უნიკალური სიგიჟის ეპიზოდი (რომანის ნამდვილი სიუჟეტი ხომ სიგიჟის ისტორიაა ფრიქსედან ფარნაოზამდე), არამედ - როგორც პრეისტორიული ჭეშმარიტებების მომლოცველი კაცობრიობის ნაბიჯი - ინდუსტრიული სიგიჟისგან გადასარჩენად. ამ მომლოცველობის გლობალურობა გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიო "მონდეალისტურ" დრამას ვერანაირ ნაციონალურ "გამოქვაბულში" ვერ დაემალები.

ოთარ ჭილაძეს შეუძლია გვიპასუხოს: ფიქრი სხვაა, ცხოვრება კი - სხვაო. ფიქრში ინახება ის, რაც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ არსებობსო...

სრული სიმართლეა - მყარად რეტროსპექტული ეპოქისთვის. მაგრამ იქამდე, გაფრენებისა და პერსპექტივების ეპოქაში, ფიქრი სწორედ იმას ცნობდა და ელოლიავებოდა, რაც ჯერ კიდევ არ არსებობდა.

უფსკრულის პირას შემდგარი, ოთარ ჭილაძის საყვარელი გმირის ვაჟიშვილი (იგივე საყვარელი ვაჟიშვილი ბერძენი დედალუსისა) ცდილობს, მოწყდეს მიწას და გაფრინდეს. მამა კი ეჩურჩულება, ჯერ ადრეა გაფრენაო, ჯერ ქვეყანა ასეთი უნდა გახდესო.

- მაგრამ ის ხომ ახლაც ასეთია - ეუბნება ვაჟიშვილი.

- ხო, ასეთია და ასეთი იქნება ყოველთვის.

ამთავრებს რა ამ ფრაზით რომანს, ოთარ ჭილაძე ნეიტრალურ წერტილში აფიქსირებს სულიერი სეისმოგრაფის ისარს, იმის გაურკვევლად, თუ რა არის იქ, გამკვრივებულ ნალექში: მფრინავი ფიქრი თუ მყარი მიწა. რისკი თუ გარანტია. გზა თუ სახლი. შეიძლება, ასეც ვთქვათ: ბედი თუ ბუნება? სწორედ ერთმნიშვნელოვანი პასუხის არარსებობა გვაიძულებს, კვალდაკვალ მივყვეთ ტანჯვის გზაზე მიმავალ კაცს.

საიდან მოდის ის კაცი - აი, პირველი, რის გაცნობიერებასაც გვთავაზობენ თავიდანვე.

ის კაცი ვანიდან მოდის.

ლეგენდარული კოლხების დედაქალაქი, თუკი ბერძნულ მითში ყოჩაღი იაზონის შესაძლებლობათა გამოსავლენად ჩნდება, აქ - ათვლის წერტილია. მიუხედავად მთელი თავისი მითოლოგიურობისა, ამ ხატში რეალური კოლხეთის ნაკვთები და სურნელებაც შეიცნობა, ქართული შეგნებით აღდგენილი, როგორც მარადიული ეროვნული ფასეულობა. ეს არის დაუდგრომელი ხალხის ქვეყანა, სადაც ყველანი ერთმანეთთან ურთიერთობის სიხარულით ცხოვრობენ; სადაც კარი არ იკეტება; ჭორიკნები ენებს იფხანენ და მეზობლები განუწყვეტლივ ქირდავენ ერთმანეთს. ვანელები ბოროტებიც არიან და კეთილებიც, მშვიდებიც და ბრაზიანებიც, თავგანწირულნიც და ცბიერნიც, როგორც მთელი ადამის მოდგმა, ოღონდ იუმორის განსაკუთრებული გრძნობით დაჯილდოებულნი, უფრო სწორად კი, მარად მზად მყოფნი გულიანად გადასახარხარებლად, სულერთია - ვისზე და რაზე, საკუთარი თავის ჩათვლით. უხარიათ, როცა ზღვა ეტლაშუნება მათ ნავსადგურში უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ გემებს, და ოხუნჯობენ, როცა ზღვა უკან იხევს და ამყრალებულ ჭაობს უტოვებს ქალაქს. როგორც პოსეიდონს მოეპრიანება, ისე იქნება. ღმერთები წყვეტენ ყველაფერს, ადამიანი კი ითმენს და იმედოვნებს. ასე იყო ყოველთვის და ყოველთვის ასე იქნება. ვანელები დროს ვერ ამჩნევენ, გნებავთ, არ აღნიშნავენ, რადგან მათ სამყაროში დრო არც რამის საზომია და არც საფუძველი თანამიმდევრული შემთხვევებისა, თუმცა ყოველი წამი და ყოველი შემთხვევა დასაბამიერი გარდუვალობაა ყველასთვის.

თქვენ ამ ქვეყანას გაცილებით ნათლად ხედავთ, რადგან ყველა მისი ნიშანი უცვლელია და ყველა მისი პერსონაჟი სამუდამოდ შესისხლხორცებული თვისებით გვევლინება, როგორც ფოლკლორულ სიმღერაში. თუკი მალალო "შავთვალებაა", მხოლოდ ამ ნიშნით შეუძლია ტექსტში გამოჩენა, მხოლოდ თანშეზრდილ ეპითეტთან ერთად. ღვინის ვაჭარი ბახა, როგორც თხრობის დასაწყისშივე ზის თავის საყვარელ სკამზე, მუხლებს შორის ჩადგმული ჯოხის მომრგვალებულ თავზე ხელებდაწყობილი, ასე იჯდება უკანასკნელ გამოსვლამდე. ბურბუშელის სურნელით გაჟღენთილ ბოჩიასაც ბოლო გვერდამდე უშიშრად დაასხდებიან მკერდზე კოდალები. ხოლო ბედია, სულ ასე, მხარზე თოკის გორგალგადაგდებული ივლის. კუსა კი, თავისი აჟღრიალებული ტომრით... თუმცა, კუსას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ჯერ კი, ისევ ვანისა და ვანელების შესახებ.

ისტორიული დრო არ არსებობს, არ არსებობს თავი და ბოლო ცხოვრებისა, ისევე როგორც წარსული და მომავალი; ყველაფერი წრეშია მოქცეული; ბავშვები შეუმჩნევლად იზრდებიან; უფროსები ჩუმად იხოცებიან და ახალგაზრდებს უთმობენ ადგილებსა და როლებს. თუმცა, ჩუმად კი არა, ზოგჯერ, ფრიად ხმაურიანადაც: სიკვდილი და სიცოცხლე იმდენად ჩვეულებრივად ენაცვლება ერთმანეთს, მათ შორის არსებითად მცირე სხვაობაა, ღვინის ვაჭარი ბახას სიკვდილიც ისევე ამხიარულებს ვანელებს, როგორც ვიღაც ფარნაოზის უცნაური ახირებები, გამოქვაბულში რომ აპირებს ცხოვრებას... ანდა გაფრენას... ანდა კიდევ, რაღაც ამგვარი სისულელით ცდილობს მყარად უძრავი სამყაროს დარღვევას.

გვახსენდება თომას მანი: კაცი ზღვის პირას მიდის და ხედავს, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ჩნდებიან კონცხები ჰორიზონტზე - ეს ისეთი ისტორიული ჰორიზონტია, როცა ძნელი გასარკვევია, რომელი პერსონაა ამოფარებული ლეგენდარულ სახელს: ის შეიძლება პაპის პაპაც იყოს და შვილთაშვილიც...

ოთარ ჭილაძეც, დიდი გერმანელივით, მაცდური სიმშვიდით აცოცხლებს ამგვარ მითოლოგემებს; ერთთანაც და მეორესთანაც სიმშვიდე ვერაგულია.

ნამდვილი და მარადიული ცხოვრება სწორედ ასეთი მარტივი ხმებისა და საგნებისგან შედგებოდა, როგორიც ნაჯახის ხმა, მამლის ყივილი თუ ჭერზე გარინდული მორიელის ჩრდილია...

მკითხველს, რომელმაც იცის ემოციური კრიპტოგრაფიის ფასი, განსაკუთრებით კი ისეთი პოეტური სტილისტისა, როგორიც ოთარ ჭილაძეა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩება ეს ჩრდილი, ანუ, ეს მომაკვდინებლად შხამიანი გაიძვერა, თითქოს შემთხვევით შემოფრენილი მარადიულ სამოთხეში. რასაკვირველია, ეს "სუფთა რეალისტური" დეტალია სუბტროპიკული ყოფისა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენს წინაშე "სუფთა" რეალიზმი კი არა, მითოლოგიური რეალიზმია, თანაც პოეტის ხელით ხორცშესხმული. როცა მეფის ასულს (არადა, მეფის ასულებს ამ ქვეყანაში ტაშტით დააქვთ თეთრეული მდინარეზე გასარეცხად და აბსოლუტიზმის დროინდელი მეფეების ყაიდაზე კი არ იწყობენ თავიანთ ეზოებს, არამედ ყველა დროის ჩვეულებრივი გლეხებივით), ჰოდა, როცა მეფის ასულს ეშინია, მის ღობეს ვინმემ წკნელი არ შეატეხოს, თქვენ ამას წმინდა პოეტურ სახედ აღიქვამთ. წკნელი იმ ჩიტს ერითმება, რომელიც თავის ფარღალალა ბუდეს ოცნების ლერწმისგან იშენებს და ცოდვის ტალახით ლესავს... შეიგრძენით ლეიტმოტივი: წკნელი ტყდება, ბაღი ქრება; ზუსტად ასეა - ერთი მოტეხილი ტოტის გამო დარიაჩანგის მთელი ბაღი კვდება, უდაბურდება - ეს არის ცენტრალური პოეტური სახე რომანისა, საბაზისო მითოლოგემა, ეროვნული სამოთხე, უფსკრულის პირას გაშენებული: თითს დააკარებ და ყველაფერი დაინგრევა.

თუკი ყველაფერს აქვს თავისი მარადიული, მისთვის განკუთვნილი ადგილი... მაშინ საკმარისია ოდნავ შეარწიო, გადაადგილო, ანდა შეცვალო რომელიმე, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ნაწილი ამ ქვეყნისა და ყველაფერი აირევა, აფორიაქდება და ირგვლივ ქაოსი დაისადგურებს.

იგრძენით?

ქვეყანაა თუ მირაჟი?

მირაჟი ნებისმიერ შინაგან ბიძგისგან ქრება.

პირველი ბუნებრივი საფრთხე ამ თვითკმაყოფილი ქვეყნისთვის, უცხოს გამოცხადებაა. უცხო გაუბედავად მოდის, ჯერ მორიდებულად უჭირავს თავი, თავშესაფარს თხოულობს და მადლობელია შეფარებისთვის. მერე, ცოტას რომ გაშინაურდება, გამხიარულდება კიდეც, ლაღია და ხაზგასმულად უზრუნველი, ამაყად თავაწეული დადის და ნადირივით აკვესებს თვალებს: მარჯვე, სწრაფი, იღბლიანი... მართალია, ბეწვის ხიდზე მიდის, ყოველ წამს შეიძლება ჩაინთქას უფსკრულში, მაგრამ მაინც საფუძვლიანად მკვიდრდება.

ყველა ეს თვისება, გნებავთ, ყველა ეს სტადია უცხო გარემოში შემოჭრისა, შეგვიძლია ამა თუ იმ გმირის სახეს შევუფარდოთ, ვთქვათ, ფრიქსეს, ანდა იაზონს. ასევე შეგვიძლია შევუფარდოთ კოლხეთისკენ "სამარადისოდ" დაძრულ "ტალღებსაც", "უსასრულობიდან" რომ ამოზრდილან იმავე თომას მანის კონცხების მსგავსად... ოთარ ჭილაძე იმდენადაა მიჯაჭვული ამ საბედისწერო საფრთხეს, შეუძლებელია არ ვიკითხოთ: საიდან მოდის ის?

როგორ თუ საიდან! - საბერძნეთიდან.

იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც რომანის მხატვრული რეალობა არგონავტების მითის მატრიცზე იგება და იმიგრანტის როლსაც ბერძენი ასრულებს, - ამ უბედურების სათავეც კუნძულ კრეტაზე მოიაზრება, სადაც "მეფეთა მეფე" მინოსი ზის და თავის ვერაგულ ქსელებს აბამს... მისი ხრიკების სივერაგე მართლაც გააკვირვებდა კაცს, თუკი უახლესი ისტორია არ ეცოდინებოდა: მინოსი ფრიქსეს დამპყრობლად კი არ აგზავნის კოლხეთში, ანდა მზვერავად, არამედ ... საბრალო ობლად, გადასარჩენ კრავად, ნაშვილებ და მარად მადლიერ ნათესავად... მოკლედ, მინოსის სურვილია, ბერძნებს კოლხეთში თავიანთი ბუდე და საფლავი ჰქონდეთ. ახალი ისტორიის მცოდნე იოლად აღმოაჩენს პარალელებს: გერმანიის იმპერიას ფოლკსდოიჩები ჭირდება ევროპის ყველა კუთხეში, რუსეთის იმპერიას - რუსული დასახლებები. ნახევარი საუკუნის წინ, კოსოვოს მხარეში ალბანელების მიერ შექმნილმა "ბუდეებმა და საფლავებმა" კიდევ ერთ მინოსს მისცა საბაბი ბელგრადში დაებომბა სერბები... როგორც ათასი წლის წინ, კრეტელმა მინოსმა დაძრა კოლხეთისკენ თავისი არმადა.

წარმომიდგენია, რამდენი გეოპოლიტიკური ბომბი იქნებოდა დეტონირებული ამ სიუჟეტში, მართლა რომ ხიბლავდეს ოთარ ჭილაძეს ამგვარი ალუზიები. მე მგონი, მას სხვა დონის პრობლემები აინტერესებს. უცხოს ხატიც, განუწყვეტლივ რომ აკაკუნებს კოლხეთის კარზე, იმიტომ არ დაუყუდებია ამ კართან, მხატვრულად რომ დაიცვას თავისი, ანდა საკუთარ უმწეობაზე იღრიალოს საქვეყნოდ; აქ გაცილებით საინტერესო ფილოსოფიური აზრია ჩადებული.

ჯერ ერთი, უცხოებად მხოლოდ კოლხეთში დამკვიდრებული ბერძნები კი არ გვევლინებიან, არამედ კოლხებიც, თანამემამულეთა მიერ განდევნილნი ანდა შიდა ომს გარიდებულნი და საკუთარი სურვილით გახიზნულნი კრეტაზე, რათა იქ, მინოსის ფრთის ქვეშ, მონატრებულ სამშობლოზე სევდა-წუხილით ლოღნონ ემიგრანტული პური.

მეორეც ერთი, ოთარ ჭილაძისთვის ამ უბედურების სათავეში მხოლოდ იმპერატორი მინოსი კი არ დგას, არამედ მთელი ხალხი, კრეტელები, უბრალო ადამიანები, რომლებიც სიხარულით ეგებებიან მორიგი ლაშქრობიდან ნადავლით დაბრუნებულ თავიანთ ხომალდებს და გული წყდებათ, როცა ხელცარიელნი ბრუნდებიან ისინი. ეს ხალხი აძლევს ჭერსა და კერას ("ბუდეებსა და საფლავებს") მრავალრიცხოვან პოლიტემიგრანტებს, ლტოლვილებსა და იძულებით გადმოსახლებულებს.

როგორც ჩანს, ხალხი კოლხეთშიც და კრეტაზეც ხალხია - ძალები გათანაბრებულია.

და მესამეც ერთი, დავუბრუნდეთ არგონავტების მითს და თავს შევეკითხოთ: მაინც როგორ შეძლო იაზონმა თავისი ყალთაბანდობის გატანა? როგორ მოახერხა ამ მომხიბვლელმა არამზადამ, ჯერ აიეტის სასახლეში შეძრომა და ოქროს ვერძის აწაპვნა, მერე კი, შინ ღირსებით დაბრუნება და, რაც მთავარია, "მეფეთა მეფის" გაცურება, რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა, მის წარგზავნილს ნაწილ-ნაწილ რომ გაგლეჯდნენ კოლხები, რაც მშვენიერი საბაბი იქნებოდა მისთვის, შეზღუდული კონტინგენტის იქ გადასასროლად.

როგორ და, მხედველობიდან გამორჩათ მედეა, რომელსაც იაზონი შეუყვარდა.

ეს არის არსებითი თავისებურება ჭილაძისეული სტილისა, რაც ისევ და ისევ ჭეშმარიტ პოეტად წარმოაჩენს ავტორს. ეპიკური სიუჟეტი ერთ მხარეს ვითარდება (დავარქვათ ამ მხარეს გეოპოლიტიკური), ხოლო, ინტონაციურ ლეიტმოტივებს, ლირიკულ ობერტონებს, სიტყვების ამოუწურავ აზრობრივ შარავანდებს საპირისპირო მხარეს გადააქვთ თქვენი შთაბეჭდილება, ანუ, ანტიჟღერადობას ქმნიან, მართალია, უხმოსა და უხილავს, მაგრამ ბედისწერასავით გარდუვალს.

ამგვარ უკუდინებებშია ოთარ ჭილაძის პროზის მხატვრული საიდუმლო. ვიღას არ ამასხარავებენ თავისშესაქცევად მხიარული ვანელები, მაგრამ მათ სიცილში ცრემლი გამოსჭვივის ყოველთვის. უბედურება ღრუბელივით ადგათ თავზე, სიგიჟე უჭამთ სულებს, დახოცილთა ძვლები სამოთხის ბაღის ხეებზე დაკიდულ ტომრებში ჩხრიალებენ - და ყველაფერი ეს ერთი სიტყვით, "სიყვარულითაა" ახსნილი და გასპეტაკებული.

თავად ეს სიტყვა რომანის აზრობრივ ველზე უბედურების აღმნიშვნელ ცნებებთანაა შეუღლებული. სიყვარული - დამღუპველი ცოდნაა მარადისობისა და უსაზღვროების წყვდიადს გამოგლეჯილი საიდუმლოებისა და სასწაულებისა. სიყვარული - მუხანათობაა, გზაა აღსასრულისკენ. სიყვარული - დამცირებაა, გათელვაა, გახელებაა, მრისხანებაა, დაბნეულობაა. ეს არის ცოდვა, ვნება, ტანჯვა, განსაცდელი... სიბრიყვეა, ბოლოს და ბოლოს. ეს არის სიძულვილი, სიყვარულისგან ძნელად გასარჩევი. და კიდევ - სიკვდილია! შეყვარებული გმირი ქალი "სარკის წინ კეკლუცობს" და "ერთსა და იმავეს" მღერის, მღერის იმას, რაც "ემღერება", და კაცმა რომ თქვას, ამისთვის ვერც გაამტყუნებ. მაგრამ მაინც რას მღერის ამისთანას?

მე და შენის სიყვარულსა

რა გაჰყრის სიკვდილის მეტიიი...

მაგრამ, მიუხედავად იმისა, შეყვარებულ ადამიანს ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი, ტკივილი და უბედურება რომ უსაფრდება, მან მაინც საკუთარ თავზე უნდა იწვნიოს ყველაფერი. რატომ?

იმიტომ, რომ ესაა სიყვარული.

მაგრამ ოთარ ჭილაძის ეს საკვანძო ცნება სიღრმისეულად არც სიძულვილთან არის დაკავშირებული, არც სიბრიყვესთან და არც დაღუპვასთან. მისთვის სიღრმისეულია, რომ "მან დაკარგა ოცნების უფლება - ოცნებისა და სიყვარულისა".

თქვენ გგონიათ, "ოცნება" ტივტივაა და "სიყვარულს" მიეხმარება ამოყვინთვაში?

სრულებითაც არა. "ოცნება" საწაფია, რომელიც სიყვარულს ძირავს. სიზიფეს ლოდია, რომელიც უნდა ათრიო. ჯვარია, რომელსაც არათუ საკუთარი ნებით ეზიდება ადამიანი, არამედ დაეძებს კიდეც.

კი მაგრამ, რატომ?

იმიტომ, რომ ოცნებაა.

სიყვარული, ოცნება და საიდუმლო - აი ცნებები, რომელთა წმინდა მომხიბვლელობაც შეუმჩნევლად შემოატრიალებს ადამიანს საიმედო, მიჩვეული, ტრადიციული ცხოვრებიდან გაურკვევლობისკენ. და ის იწყებს თავის გზას, მიდის გზაზე, მირბის უფსკრულის თავზე გაბმულ ბეწვის ხიდზე...

ალბათ სწორედ იმ უფსკრულის თავზე გარბის, რომლისკენაც ძოვა-ძოვით მიიწევს უზრუნველი, მხიარული ცხვრების ფარა...

"გრძნობს, მთავარი ამ საიდუმლოში შეღწევაა..."

ამას გმირი გრძნობს. ხოლო ავტორი-მთხრობელი, რომელმაც "ყველაფერი" იცის თავისი გმირისა, ასევე გრძნობს აუცილებლობას, ერთხელ კიდევ შეუტრიალოს სიტყვას თვალის ბროლი:

მისი სული მშვიდია, რადგან არ იცის სიმართლე.

პირველი ფრაზა ფარნაოზს ეხება, ჭკუიდან გადამცდარ განდეგილს (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ სიყვარულმა შეშალა), მეორე კი - აიეტს, კოლხეთის ყოვლისშემძლე მეფეს, რომლის ლომისებური ბუხუნი ერთნაირად ათრთოლებდა სასახლის კედლებსაც და ქვეშევრდომთა გულებსაც.

ერთ-ერთი ლაიტმოტივი რომანისა - ყოვლისშემძლის უმწეობაა. აიეტი, მრისხანე მბრძანებელი, განუზომელი ძალითა და მქუხარე ხმით, თავად ომის ღმერთის სადარი, რომანის ფინალში, საკუთარი დაცვისგან ნაღალატევი, თოკით გაკოჭილი და ბავშვივით აღნავლებული მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით... უხეირო, დიდი მეომარი, ურიცხვი მტრის განმგმირავი თავისი უტყუარი შუბით, სიცოცხლის მიწურულს, ფეხებგადამტვრეული წევს ლოგინში და ყაისნაღით ქარგავს აფრისხელა ტილოზე თავისი ძველი გმირობების საგას. ფარნაოზი... თუმცა, ის თავიდანვე განწირულია სიყვარულისთვის, ანუ დასაღუპად, და მთელი მისი ძალ-ღონე მხოლოდ იმისთვისაა თავმოყრილი, რათა გაუძლოს. მისი ძლევამოსილი უმწეობა ხომ დანარჩენთა უმწეო ძლევამოსილების ანარეკლია.

"აიეტი", "უხეირო" და "ფარნაოზი" - რომანის ამ სამ ნაწილშია განწოვილი დრამის მოქმედება, რომლის არსიც სათაურშივეა განცხადებული... ეს სათაური შეიძლება ცოტა მძიმე მოგვეჩვენოს, მაგრამ, ამავე დროს, თავისებურად სათნო ჟღერადობაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასეა რუსულ თარგმანში (საერთოდ, ელიზბარ ანანიაშვილმა, როგორც თარგმანის კლასიკოსს ეკადრება, ვირტუოზულად გადმოარუსულა ქართული ორიგინალი). მოვუსმინოთ ამ კეთილხმოვან ჟღერადობას:

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"...

რატომ მიდიოდა? რა დაჰკარგვოდა? რას ეძებდა? თანაც, იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობს, გზა კი არა, ამგვარი ცნებაც არ უნდა არსებობდეს. უაზრობაა ვიკითხოთ, საიდან გაჩნდაო, რადგან იქ რომ "სიმართლე იცოდნენ", დრამა აღარ იქნებოდა. არ იქნებოდა მთელი ეს ისტორია. არ იქნებოდა, სწორედ ასეთი რომანი.

და მაინც: რატომ უნდა გაუჩნდეს ბალახის ძოვით გართულ ფარას (ანდა ყოჩს, ფარის მცველად რომ მოაქვს თავი), უფსკრულში ჩახედვის სურვილი? დედალი ცხვრები მაკდებიან და მრავლდებიან, მათთვის მთავარია, არ ამოვარდნენ დადგენილი წრებრუნვიდან. ყველაფერი ცალკეული ინდივიდის ჩარევის გარეშე ხდება თითქოს. უფრო სწორად, ინდივიდიც ბევრს აკეთებს: აჩენს, აშენებს, კლავს, ანგრევს, მაგრამ თავს არ იტკიებს იმის გარკვევით, სად არის სათავე არსებული წესრიგისა და მოეღება თუ არა როდისმე ამ წესრიგს ბოლო. დიდი-დიდი, თავისთვის თქვას: "თავი იგივე ბოლოა, ბოლო - იგივე თავიო."

მაგრამ ვინ წარმართავს დროის გარეთ არსებულ ქვეყანას?

"რა თქმა უნდა, ღმერთები - გიპასუხებთ ნებისმიერი ვანელი - თუკი რამ ხდება, მხოლოდ ღმერთების სურვილითო". ხოლო, სხვებზე ჭკვიანი დაამატებს: "ყველა ღმერთი ერთნაირია, ძლევამოსილიც და დამარცხებულიც და, სინამდვილეში, ერთი და იგივე არსება განასახიერებს ყველასო"...

წამიც და, ჭკვიანი ვანელი უფსკრულშიც ჩაიხედავს. ამიტომ, ბრძენი ავტორი თავად იღებს ინიციატივას. ის ასეთ ფორმულას გვთავაზობს: "ღმერთები და ბუნება", რის მერეც მყარად დგას ბუნების, ამ უნივერსალური განსაზღვრების მხარეზე. ბუნებაც საკვანძო სიტყვაა. განსაზღვრება კი არა, შედედებული ენერგიაა. ენერგიის ლეკერტი. ნაპერწკლებს ისვრის. ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ ბუნების ჩანაფიქრს... ჯიუტი ბუნება სიკვდილს ვერ ეგუება... ბუნებამ კუსა ფარნაოზის ჯალათად შექმნა... და კიდევ: ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა მამაკაცის ხელში იგივეა, რაც გიჟის ხელში ხანჯალი. მთავარი გიჟი რომანში, შეგახსენებთ, ისევ ის ფარნაოზია.

ამ პოლუსების (ნაპერწკლების მფრქვეველი ამ კონტაქტების) შეერთებისას, ჩვენ ერთდროულად ვადევნებთ თვალს მოძრაობის ლოგიკასაც და სიტყვის მუსიკასაც, მაგრამ უფრო დაჟინებით მაინც იმ კონტრაპუნქტსა ვართ მიჩერებულნი, სადაც ლოგიკა და მუსიკა ელექტროწრედს ქმნიან, თითქოს ერთმანეთის უარყოფის ნიშნად.

როგორც კი პირველ ნაბიჯს გადადგამს ინდივიდი საიდუმლოს ამოსახსნელად, მაშინვე სიგიჟის გზას დაადგება. და მაინც ამ გზაზე მიდის, რადგან ადამიანია.

რა აიძულებს ადამიანს, წაჰყვეს გზას?

ოცნება... ფიქრი... ბედი... - უკვე მოვსინჯეთ. ნებისმიერ პასუხზე სიტყვები მზესუმზირებივით ტრიალდებიან რომელიღაც საერთო აზრის სათავისკენ, რაზეც მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გარკვევით ითქვას: ამ გზაზე ადამიანი იფერფლება, მაგრამ სხვანაირად ვერ იგრძნობს თავს ადამიანად.

და მაინც, რა ამოძრავებს ადამიანს?

ღმერთების ნებაო - ამბობს ადამიანი თავისთვის. ავტორი კი - ბუნებაო. მაგრამ მხატვრული შთაგონების მთელი სისტემა გვანიშნებს, რომ ადამიანს არაფერი ამოძრავებს, ანდა ამოძრავებს რაღაც - რაღაც გაურკვეველი, რაც სჯობს არ გაირკვას (ანუ არ ჩაიხედო უფსკრულში). ესეც ბედისწერაა. უბრალოდ იბადება "ბედისწერა", რაც იგივე დაპირისპირებაა უფერულ-უზრუნველ არსებობასთან.

თუკი ვანელების ქვეყანაში დრო უთავბოლოდ-უგრძნობლად-უსასრულოდ მიედინება, მაშინ ვიღაცა მაინც უნდა მოსწყდეს ამ წრიულ დროს და გადასახლდეს პირადულსა და გამოზომილ დროში. აი, ამგვარი დროის შეგრძნება უჩნდება ფარნაოზსაც, ინოს საბედისწერო, უიმედო და მომაკვდინებლად სახიფათო სიყვარულით განგმირულს, იმ ჭორფლიანი და კიკინებიანი გოგოს სიყვარულით, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა მშობლიური სახლიდან, რათა ბრმად და განუკითხავად მიენდოს შეყვარებულს, თუმცა, მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი და წესიერად არც დალაპარაკებია.

ანუ, არ იცნობს იმას. აბა, რა უბიძგებს იმისკენ? იგივე, რაც იმას - მისკენ, რაღაცა... ანდა არაფერი. უკეთესი იქნება, თუკი ვიტყვით: თავად სისტემა, რომელშიც ის რაღაც არ არის.

თუკი ვანელების გუნდური ყოფისთვის ორი ფორმაა დამახასიათებელი: მხიარული ბრბო და მაძღარი ფარა (ვარიაციით: დაწიოკებული ბრბო და მშიერი ფარა), ბუნებრივია, სწორედ ქვეყნის ამგვარ მდგომარეობასთან დასაპირისპირებლად ეთიშებოდეს "გუნდს" ცალკეული პიროვნება, თავისი ინდივიდუალური ტრაექტორიის შემოსახაზად. ეს უკვე ზღურბლია, რომელსაც უკან ვეღარ გადმოაბიჯებს, სისტემა არ მიიღებს, იმიტომ, რომ ის - სისტემის უარყოფაა. სისტემას უარყოფს ამ ფაქტით და ამ ნაბიჯით, ანდა, კიდევ უფრო უკეთესად თუ ვიტყვით - სირბილით. რადგან იმ კაცის დანახვა ყოველთვის სიცილის გუნებაზე აყენებს ნორმალურ ვანელებს, თუმცა, ღმერთმა იცის, საით დაუღერებია თავი, საით გარბის უგზოუკვლოდ და უკანმოუხედავად. საძოვარი საიმედო წიაღია, გზა კი - ნაბიჯების ჯაჭვია და ყოველი მათგანი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს; გაურკვევლობაში ჩამავალი კიბეა - ჩატყდება ბოლო საფეხური და მერე აღარაფერია სიმარტოვის, წყვდიადისა და სიცივის გარდა.

"ღმერთმა იცის, საით" და "არაფერი" - საკვანძო სიტყვებია ამ გზის აღსაწერად. თუკი ბრბოში, ხალხში, სახლში თბილა და სინათლეა, მაშინ რა ძალა უბიძგებს ადამიანს, დაადგეს იმ გზას, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯი ბედს ცვლის და ერთი მოტეხილი წკნელი საერთოდ ცხოვრების ბაღის დაღუპვას ნიშნავს?

ბედისწერის ბრძანება. ბედის წერილი. დანიშნული სასჯელი. დანაშაული. შემთხვევითობა... ოთარ ჭილაძე სიტყვებს არჩევს და ყველაზე ხშირად სიტყვა თავისუფლებას აწყდება.

თავისუფლებისა ხალხს არაფერი გაეგება, როცა ყველანი ერთნაირად თავისუფლები არიან.

- ბიძაჩემო - (ეუბნება კუსა ფარნაოზს) - აი, ერთ დღეს, ვინმემ რომ დაიძახოს, ვანელებო, გვეყოფა მონობაო... ამის დამძახებელს ვანელები თავს გაუჩეჩქვავდნენ (და გაუჩეჩქვეს კიდეც! - როგორც ოთარ ჭილაძე აღწერს თავის მომდევნო რომანებში).

ჯერ კი, კუსა გამომწვევად "უკუსავს" თვალებს ფარნაოზს და ამართლებს თავის სახელს:

- მართლა რომ გაბედოს და დაიძახოს ვიღაცამ, ყველანი მონები ვართ, მაგრამ მე აღარ მინდა მონობა და, კეთილი ინებეთ, ცოლშვილიანად გაწყდით ჩემს გასათავისუფლებლადო, შენ როგორ მოიქცეოდი, ბიძაჩემო?

ეს, ალბათ, ერთადერთი ადგილია ოთარ ჭილაძის პირველ რომანში, როცა თავს უფლებას აძლევს, აშკარად გამოეხმაუროს რევოლუციურ-პროკლამაციურ ეპოქას საბჭოეთის ისტორიაში. ჯერ 1973 წელიც არ ჩამოთავებულა, როცა ეს ყველაფერი იწერება.*

ფარნაოზმა არ იცის, რა უპასუხოს კუსას გადაკრულ სიტყვას, თუმცა, სწორედ თვითონაა ის "ვიღაცა", აქეთკენ "მოწოდებაა" მთელი მისი არსება, საქციელი... მაგრამ განა მე ვიცი, მკითხველმა? არა, უნდა ვაღიარო, ავტორისა არ იყოს, მეც "არ ვიცი". არ ვიცი, რა არის მიზეზი და რა არის შედეგი. ან ფარნაოზის განწირულობაა იმის მიზეზი, სურვილი რომ გიჩნდება "წმინდა" ეროვნული შეგნების პრეისტორიულ სიღრმეებში ჩაშვებისა, ან არქაული შეგნების განწირულობა აიძულებს ავტორს იმ უფსკრულში ჩახედვას, რომლის გასწვრივაც ფარნაოზი დაეხეტება.

თუმცა, სიტყვა "განწირულობას" ოთარ ჭილაძე მაინცდამაინც არ ეტანება.

შემოხაზავს რა აზრობრივ წრეს შეშლილი ინტელიგენტის ირგვლივ, სრულ განკარგულებაში უტოვებს (მასაც და ჩვენც) სიტყვა "ბედს", ზუსტად ისევე, როგორც მონური ფარის შემომხაზველი აზრობრივი წრეა შეკრული სიტყვა "ბუნებით".

ვიდრე ვარკვევთ, რომელია "უკეთესი": ბუნება თუ ბედი, - ჩვენც, გმირთან ერთად, ჯვრის ამ ტოლ ფრთებზე ვართ გაკრულნი, ამოცანის ამოხსნა კი გრძნობებისთვის შეგვიტოვებია. ნებისმიერი სიტყვა, ნიშანსვეტად რომ აღმართულა გზაზე, რომელზედაც კაცი მიდის, ვნებებითა და წინათგრძნობებითაა გაჟღენთილი და ამ ვნებებსა და წინათგრძნობებშია ჩამარხული მთავარი არსი.

ოცნება? ფიქრი?

ოცნება - უძლიერესი ემოციურ-აზრობრივი შენადედია. აიეტს არ მოსწონს, მეოცნებედ რომ იზრდება მისი ნაშიერი. ხმამაღლა ოცნება - ბოდვაა. არყოფნის უფსკრულიდან და წყვდიადიდან ევლინება ამ ქვეყანას შეშლილი დედაკაცის საშოს ნაყოფი - მისი ოცნების ქმნილება. კიკინებიანი გოგონა მხოლოდ ოცნებაა შეურაცხყოფილი, გაუბედურებული ბიჭისა. ურჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე თავი გადასჭამოს ხალხს ტყუილი ლაპარაკით, რის შედეგადაც მსმენელთა გულებში ოცნება იბადება. ადამიანს უფლება არა აქვს საკუთარ ფიქრსა და ოცნებაზე...

მიხვდით? აქ გადის ხიდი, რომლითაც "ოცნება" გადარბის "ფიქრში". ჩვენც ერთხელ კიდევ გადავიდეთ ამ ხიდზე:

მამის სიახლოვე (ესე იგი, ფარნაოზისა. შვილსაც ინდივიდუალიზმის მოურჩენელი სენი აქვს შეყრილი - ლ.ა.) ამ დამალულ, ეშმაკურად გატრუნულ ფიქრს ოცნების იერს აძლევდა...

იგრძე

(დავარქვათ ამ მხარეს გეოპოლიტიკური), ხოლო, ინტონაციურ ლეიტმოტივებს, ლირიკულ ობერტონებს, სიტყვების ამოუწურავ აზრობრივ შარავანდებს საპირისპირო მხარეს გადააქვთ თქვენი შთაბეჭდილება, ანუ, ანტიჟღერადობას ქმნიან, მართალია, უხმოსა და უხილავს, მაგრამ ბედისწერასავით გარდუვალს.

იგრძენით ურთიერთმიზიდულობა? ოცნებითაა შენიღბული ფიქრის სიეშმაკე და ფიქრითაა განმტკიცებული სიგიჟე ოცნებისა... ფიქრი, ისევე როგორც ოცნება, პარაფრაზია სიგიჟისა, რომლითაც გმირია შეპყრობილი, და თუ რომანის ტექსტში ფხიზლად მივადევნებთ თვალს სიტყვა "ფიქრის" გამონაშუქს (ყველა ამგვარი სიტყვა ოთარ ჭილაძესთან შეკუმშულ ენერგიას ჰგავს), არანაკლებ გამყინავი წინათგრძნობა დაგვეუფლება, ვიდრე სიტყვა "ოცნებასთან" დაკავშირებით გვეუფლებოდა. თავის ფიქრებში დანთქმული კუსა, კედლის ბზარში ჩარჩენილსა და ყინვისაგან დამზრალ ჭრიჭინას ემსგავსება... პატარა უხეირო, ფარნაოზის შვილი (პაპის სეხნია) ბუნდოვნად გრძნობს, რომ მისი ფიქრი გამონაზარდია, განშტოებაა ვრცელი, ყველაფრის მომცველი ფიქრისა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა მამისგან...

გამონაზარდი. შტო. წკნელი... საცაა, ტკაცანს გაიღებს.

ჭკუა და გონება ნიშანთვისებებია დანაწევრებული ყოფისა. ამიტომაც, ოთარ ჭილაძე, "გულსაა" ამოფარებული.

გულს, ცეცხლზე გამთბარ დოლივით გაუდის ბაგა-ბუგი; გული უტყდებათ; გული ჩერდება; გული გრძნობს უბედურებას; გული გაგიწევს მეგზურობას იქ, სადაც გონება უმწეოა. საკვანძო ფორმულაა: ფარნაოზი ნამდვილ სახლსა და ცხოვრების ნამდვილ მეგობარს გაურბის, გულის არარსებული, წარმოდგენელი მეგობრის მოსაძებნად.

ეს თითქოს ფინალია - სასწორის ერთ პინაზეა სახლი, მეგობრები, ბუნება, ხალხი, ღმერთები. მეორეზე - გზა, ბედი, ბედისწერა, გული... და - სიყვარული. რომელიც, რამდენადაც გვახსოვს, სიკვდილის ტოლფარდია.

- სიკვდილი მინდა, დაო, სიკვდილი - უნდოდა ეყვირა, რადგან მართლა უნდოდა სიკვდილი, ფიქრობდა კიდეც, ალბათ ესაა სწორედ სიყვარული, სიკვდილი რომ გინდაო...

მედეა - გადამრჩენელი პარაშუტია ბერძნული სიუჟეტისა. ხოლო წმინდა ქართული სიუჟეტი უფსკრულებში ხტომა და ფრენაა, ანუ, თავგადასავალი განდეგილი, შეშლილი ფარნაოზისა, რომელსაც ოცნება, ფიქრი და სიყვარული აღსასრულისკენ მიაქანებს.

ვის მხარეზეა ოთარ ჭილაძე?

ორივესი...

იმის თქმა, რომ მისი რომანი აპოლოგიაა პრეისტორიული ეროვნული ნიადაგისა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუქსაქსავს ცივილიზაციის დამღუპველ გზებს - იგივე იქნება, არაფრად ჩავაგდოთ მისი გულის სატკივარი, რადგან მისი გული - გული ინტელიგენტისა - მთლიანად ეკუთვნის ოცნებასა და ფიქრს, სიყვარულსა და თავისუფლებას.

ხოლო, თუ ვიტყვით, ეს იმ გმირული პიროვნების აპოლოგიააო, რომელიც ბნელ მასას უპირისპირდება, - ესე იგი, ვერ მიგვიკვლევია იმ მთავარი გრძნობისთვის, რომლითაც მწერალია განმსჭვალული, ნამდვილ, განუყოფელ სამყაროზე ფიქრისას. ეს გრძნობა სამყაროს დაუცველობის გრძნობაა.

ეს სამყაროც, აუცილებლად, გზისა და რისკის, ბედისა და ინდივიდუალური არსებობის, სიყვარულის და დაღუპვის წერა გახდება ბოლოს.

ასევე ვერ გადარჩება გზაზე მიმავალი კაციც...

როგორც მათესთანაა: "ვაი წუთისოფელს ცდუნებებისგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება"...

ინდივიდუალური გამოცდილების ცდუნება გარდუვალია. აუცილებლად "უნდა მოვიდეს" და აუცილებლად უნდა შეაღწიოს უდარდელი ვანელების სულებშიც.

აი, სწორედ ამ დროს გამოდის ასპარეზზე კუსა, მხარზე ტომარაგადაკიდული.

ფარნაოზი სხვებს არ ჰგავს.

კუსა - სხვებისნაირია.

მას კარგად ესმის, რომ იმ ტიპის გამოთქმებს, როგორიცაა "კანონიერი" და "უკანონო", რეალური აზრი არ გააჩნია, რადგან ადამიანები განურჩევლად გვანან ერთმანეთს. ჩემია თუ შენია - საერთოა. ესე იგი, რაც შენი იყო გუშინ, ხვალ შეიძლება ჩემი გახდეს. მგელთან მაცხოვრებელი მგელივით უნდა ყმუოდეს. სადაც ცხვარია, იქ მგელიცაა, მისი დამატება და მისი წარმონაქმნი. "საზრიანობის", "საქმიანობის" და "უტყუარი ალღოს" მობილიზაცია უხანგრძლივებს კუსას არსებობას. ფარნაოზს კი მხოლოდ ღიმილს ჰგვრის თავისი პრაქტიკული დისშვილის უხამსი "სიბრძნეების" მოსმენა, მაგრამ ჯერ მთავარი არ მოუსმენია: კუსას შემქმნელმა ბუნებამ თავიდანვე ფარნაოზის ჯალათად განამწესა ის.

ასე იხსნება კვანძი. მხიარული ვანელები არასოდეს აღმართავდნენ ხელს უბედურ შეშლილზე, რომელიც მღვიმეს აფარებდა თავს და სიყვარულს ქადაგებდა, მაგრამ არც მის დაცინვას შეეშვებოდნენ, პირიქით, სათუთად გაუფრთხილდებოდნენ მის უცნაურობებს, რადგან მისი უცნაურობებიც ისევე იყო მათთვის სტაბილურობის ნიშანი, როგორც, ვთქვათ, ბედიას კისერზე ჩამოცმული თოკის გორგალი, ანდა ბოჩიას მხარზე დამჯდარი კოდალა. მაგრამ როცა კოლექტიური ფსიქოლოგია კონცენტრირდება იმ პიროვნებაში, რომელსაც მიზნად დაუსახავს იქცეს ამ ფსიქოლოგიის თანამიმდევრულ და მებრძოლ განსახიერებად, ანუ, როცა ფარის სათავეში გაქნილი და ენერგიული ბელადი დგება - ქოჩორგადაგლესილი მოღვაწე (ენაზე გვადგას: ყურებდაცქვეტილი ნადირი) - ჯვარცმა გარდუვალია.

ფარნაოზი ჯვარცმულია. კუსა ცხოვრების გზას აგრძელებს, მიდის, მიაჟღრიალებს თავის განუყრელ ტომარას, რკინეულობით სავსეს.

რკინის გზა ქვეყანას ოთარ ჭილაძის შემდეგ რომანში გააპობს; მეორე რომანის სათაური პირველის სათნო ჟღერადობას ჯაგნარივით გაკაფავს: "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან..." - გააგრძელეთ კაენის ეს ფრაზა და მიხვდებით, სად გაქრა სათნოება.

რკინის თეატრი - ეს თავისთავად მძაფრი სახე - დაედება სათაურად მესამე რომანს.

ერთი წკნელის მოტეხვა, ტოტის ერთი გატკაცუნება, ერთი გასროლა სარაევოში - ანგრევს მსოფლიო წესრიგს, ანგრევს სწორედ იმ თეატრს, სადაც ყველანი მსახიობები ვართ.

პირველი რომანი "ნეიტრალურად" მთავრდება: როდის იქნება ქვეყანა ისეთი, ფრენა რომ შეიძლებოდეს? - მაგრამ ის ხომ ახლაც ასეთია - და ასეთი იქნება ყოველთვის.

მშვენიერია, ვინც ფრინავს. მშვენიერია ისიც, ვინც გიჟური ფრენის საშიშროებებზე აფრთხილებს სხვებს. იქაც "ბუნებაა" და აქაც. მშვენიერია სახლი, მშვენიერია გზა. მშვენიერება გვეხმარება გაძლებაში...

კი, მაგრამ რას ვუძლებთ?

რას და, იმ "მარადიულს", რაც ბაღის ტოტებითაა დაფარული და რაც სისხლიანი კვანძის გახსნითაა ნაწინასწარმეტყველები ოთარ ჭილაძის პირველ რომანში.

განდეგილი დასჯილია: სნეული ცხვარივით გამოარიდეს ცხოვრებას; ხოლო, დანარჩენი ფარა ისევ მშვიდად მიიძოვს ბალახს უფსკრულისკენ.

რედაქცია სავსებით იზიარებს ბატონ ანინსკის მოსაზრებებს და, ამავე დროს, თავს ვალდებულად თვლის მეტი სიზუსტე შეიტანოს ზოგიერთ საკითხში. ოთარ ჭილაძის ეს რომანი 1973 წელს უკვე ცალკე წიგნად გამოვიდა, იქამდე კი, ჟურნალ "მნათობში" იბეჭდებოდა, 1971 წლის ნოემბრიდან 1972 წლის აპრილამდე.

კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი