მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
რუსეთი დიდ ბრიტანეთს ძებნილებს კვლავ თხოვს
რუსეთის გენერალური პროკურატურის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილე ალექსანდრ ზვიაგინცევი მეთაურობს, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად მუშაობა დაიწყო, მართლმსაჯულების სფეროში რუსეთისა და ბრიტანეთის თანამშრომლობისა და ექსტრადიციის საკითხების დახვეწაზე. რუსი სამართალდამცველები დიდი ბრიტანეთის გენერალურ პროკურორს ლორდ გოლდსმიტს შეხვდნენ; დაგეგმილია შეხვედრები სხვა ბრიტანელ სამართალდამცველებთან.

რუსი სამართალდამცველების ვიზიტის ძირითადი მიზანია იმ საქმეების განხილვა, რომლითაც რუსეთი თავის მოქალაქეების ექსტრადიციას ითხოვდა და რომლებიც ბრიტანეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაახლოებით ერთი თვის წინათ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ განაცხადა, რომ რუს სამართალდამცველთა ვიზიტი ლონდონში დაიგეგმა, რათა განხილულიყო ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის საქმეში წარმოქმნილი პრობლემები.

რუსეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება რუსეთის 16 მოქალაქე, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ძებნილთა შორისაა ბორის ბერეზოვსკი, იულია დუბოვი, ალექსანდრ ლიტვინენკო, ახმედ ზაკაევი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცველთა ვიზიტი სწორედ ხსენებულ პირთა ექსტრადიციაზე თანხმობის მიღებას ეძღვნება. ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას განხილული იქნება ძებნილთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. "თუ რაიმე მოთხოვნის შესრულება გახდება საჭირო, ჩვენ მას შევასრულებთ," - განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურორმა.

ვიზიტის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ახალი საქმე აღძრა, ლონდონში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფი ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ზაკაევის ახალი ბრალდება შესაბამისობაში მოდის ბრიტანული კანონმდებლობით ტერორიზმად კვალიფიცირებულ დანაშაულთან. გენერალური პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბრიტანეთი ამჯერად მაინც აღძრავს საქმეს ზაკაევის წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, ლონდონის სასამართლომ ზაკაევის ექსტრადიციაზე რუსეთს ორჯერ განუცხადა უარი. ბოლოს, 2006 წლის 10 იანვარს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სასამართლოს რუსეთიდან ჯერჯერობით არ მიუღია ზაკაევის ტერორისტობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები. ამიტომაც, ბრიტანეთის სასამართლომ უარი თქვა ზაკაევის რუსეთში ექსტრადიციაზე.



კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი