მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
"უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა"
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ე. წ. დიდმა საბჭომ, უნივერსიტეტის სახელით არაერთხელ გაავრცელა საკუთარი მოსაზრებები კოდორის ხეობაში შეიარაღებული ბუნტის შესახებ.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო 2005 წლის 8 ივნისს გაუქმდა. მას შემდეგ პროფესორთა ერთი ჯგუფის მიერ "დიდი საბჭოს" სახელით სხვადასხვა თემებზე გავრცელებული მოსაზრებები უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს", - ნათქვამია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და აღარ დაბრუნდეს ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეებს სწავლისთვის ნაკლებად ეცალათ. ამისათვის საჭიროა, საზოგადოების ყველა ფენამ მოუწოდოს ამბოხებულებს, დაემორჩილონ კანონს და სასწრაფოდ დაყარონ იარაღი.

უნივერსიტეტს არაფერი აქვს საერთო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მით უფრო, ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა "წინ, საქართველო", რომელთა წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ უნივერსიტეტის ყოფილი დიდი საბჭოს მეამბოხე პროფესურასთან. მეტწილად სწორედ მსგავსი ოდიოზური პარტიების მიერ არის ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, - აცხადებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

მედიანიუსი



კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი