მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
უშედეგო შეხვედრა და შეცდომის მსხვერპლნი: ისრაელის საბრძოლო მოქმედებებს გაერო-ს დამკვირვებლები ეწირებიან

საბრძოლო მოქმედებები ლიბანში კვლავ გრძელდება. ებრაელების მიერ სამხრეთ ლიბანში განლაგებულ გაერო-ს სადამკვირვებლო პოსტზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 4 დამკვირვებელი დაიღუპა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა აღშფოთება ვერ დამალა მომხდართან დაკავშირებით, ხოლო ისრაელის ხელისუფლება წუხილს გამოთქვამს.

კოფი ანანთან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეუდ ოლმერტმა სინანული გამოთქვა გაერო-ს დამკვირვებელთა დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ისინი ისრაელის სამხედროების შეცდომის მსხვერპლნი გახდნენ. გაერო-ს დამკვირვებლები Untso-ს მისიის წევრები იყვნენ, რომლიც გაერო-ს მიერ წამოწყებული პირველ სამშვიდობო ოპერაციას წარმოადგენს, დაკომპლექტებულია 150 დამკვირვებლით და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მისიით 1948 წლიდან იმყოფება.

გაერო-ს გენერალური მდივანი, კოფი ანანი მიიჩნევს, რომ ისრაელმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სახმელეთო ოპერაციები, ლიბანზე თავდასხმები და მისი ბლოკადა, ხოლო "ჰეზბოლამ" კი - ისრაელის ტერიტორიებზე იერიშის მიტანა.

მსოფლიოს ყველა სახელმწიფო გამოეხმაურა გაერო-ს დამკვირვებელთა დაღუპვის ფაქტს და დაგმო მომხდარი. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფავზი სალუხიმ კი მას ბარბაროსული ქმედება უწოდა.

ბოლო პერიოდში ისრაელი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ მრავალეროვნული სამშვიდობო მისიის განლაგებამდე, სამხრეთ ლიბანის ტერიტორია ისრაელის სამხედრო ძალებს გაეკონტროლებინა. სამშაბათს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ამირ პერეცმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ამ დღეებში დააფიქსირებს, თუ რა მიაჩნია მას უსაფრთხოების ზონად სამხრეთ ლიბანში და იქ განთავსდება ებრაელთა ჯარი აღნიშნული ტერიტორიის გასაკონტროლებლად იმ შემთხვევაში, თუ მას მრავალეროვნული არმია არ შეცვლის. ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, სამშვიდობოების რაოდენობა 10.000 დან 20.000-მდე უნდა მერყეობდეს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა გუშინ რომის შეხვედრა, რომელმაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და რეგიონში ნატო-ს ჯარის შეყვანაზე იმსჯელა, თუმცა რეალური შედეგი მიღწეული ვერ იქნა. შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, გაერო-ს გენერალური მდივანი კოფი ანანი, ასევე ხუთი ევროპული და ოთხი არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა სახელმწიფო წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამიტზე მონაწილეობას არ იღებდნენ ისრაელის, ირანისა და სირიის წარმომადგენლები.

რომის სამიტზე სამშვიდობოებთან დაკავშირებით ერთიანი შეთანხმება ვერ მიიღეს, თუმცა, შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მოკლე ვადაში არ არის შესაძლებელი.

მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ლიბანის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფა და მისი რეკონსტრუქცია.

იტალიიის პრემიერ-მინისტრის, რომანო პროდის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს არ სურთ საბრძოლო მოქმედებების დასრულება მანამ, ვიდრე არ აღმოიფხვრება აღნიშნული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები.

თუმცა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რომელიც გახდება ძალადობის დასასრულის საფუძველი: "ჩვენი მისიის და ჩვენი მიზანი არის ის, რომ მიღწეული იქნეს გრძელვადიანი და არა დროებითი მშვიდობა."

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ეუდ ოლმერტი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, იერუსალიმში ვიზიტის დროს მან განუცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს თავდაცვას ტერორიზმისაგან და ტერორისტებისაგან.

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა კონდოლიზა რაისთან საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა ისრაელმა სასწრაფოდ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში და ლიბანში.

"ჰეზბოლას" ლიდერის, ნასან ნასრალაჰის განცხადებით, დაჯგუფება კვლავ გააგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს ისრაელზე. "ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისათვის და საკითხის გადაწყვეტისათვის, თუმცა სინდისი და ეროვნული ინტერესი არის წითელი ხაზი და ამ თვალსაზრისით დათმობაზე წასვლა შეუძლებელია," - აცხადებს ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერი.

დღეისათვის მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებებს უკვე 400-მდე ლიბანელისა და 42 ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. ოთხშაბათს დილით "ჰეზბოლამ" ისრაელზე თავდასხმა კვლავ განაგრძო. ქალაქი ჰაიფა კიდევ ერთხელ გახდა დაბომბვების სამიზნე. ხოლო ისრაელის ჩრდილოეთით ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 15 წლის ებრაელი გოგონას სიცოცხლე შეეწირა.

ისრაელიანი სამხედროების ინფორმაციით, მათ მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების დროს, მოკლულ იქნა "ჰეზბოლას" ერთ-ერთი სამხედრო მეთაური აბუ ჯაფარი. გაერო-ს ინფორმაციით, ებრაელები ამ ეტაპზე ქალაქ ბინტ ჯბეილზე ახორციელებენ კონტროლს და სოფელ იარუნის გავლით თანდათანობით სამხრეთით ინაცვლებენ. არაბულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბინტ ჯბეილზე "ჰეზბოლასთან" მომხდარი საბრძოლო შეტაკებების შედეგად 9 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა.

პარალელურად, ისრაელი საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს ღაზას სექტორში, რასაც გუშინ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არის 3 წლის გოგონა. ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმების შედეგად პალესტინის მმართველი პარტიის "ჰამასის" წევრები დაიღუპნენ. ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე "ჰამასის" ოფისებზეც მიიტანა იერიში.

პალესტინაში ისრაელის საბრძოლო მოქმედებებს 120 პალესტინელისა და 1 ებრაელის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ღაზას სექტორში არსებული დაძაბულობა სრულიად გადაფარა ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის მიმდინარე დაპირისპირებამ.

ავტორი: თეა მაისურაძე


კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი