მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
კრისტალური ჯაზი: ჩიკ კორეასა და გარი ბარტონის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება

ზუსტად 35 წლის წინ ოსლოს Arne Bendiksen Studio-ში ჩიკ კორეა და გარი ბარტონი თავიანთ ერთობლივ ისტორიას ქმნიდნენ. სწორედ 1972 წლის ნოემბერში ჩაიწერა ალბომი Crystal Silence, რომელიც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზალბომად მიიჩნევა. ამ ალბომის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ორივე მუსიკოსი ერთობლივ ტურნეს ატარებს, რომელიც 14 სექტემბრიდან დაიწყება და გაზაფხულამდე გასტანს. ტურნეს განაცხადში თბილისიცაა მოხსენიებული - ოპერისა და ბელეტის თეატრში Crystal Silence-ს 26 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი.

კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" თანამშრომლებს ჯერ ჯაზ-ფესტივალის სიგიჟეები არ დავიწყებიათ და უკვე მომავალ ვარსკვლავურ კონცერტზე მუშაობენ. ჯაზფესტივალის დასკვნით კონცერტზე კომპანიის წარმომადგენელმა მიშა გიორგაძემ სექტემბრის კონცერტი დააანონსა, რასაც ჯაზის მოყვარულთა მორიგი გააქტიურება მოჰყვა. ჩიკ კორეასა და გარი ბარტონის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება. თუმცა, ასე მხოლოდ 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამიტომ, კონცერტზე დასწრების, თანაც ნორმალური ადგილების დაპატრონების მსურველებს გააქტიურებისკენ მოვუწოდებთ. სალაროები მხოლოდ სექტემბერში, კონცერტამდე ერთი კვირით ადრე გაიხსნება. ბილეთების ფასი 50-დან 200 ლარამდე მერყეობს.

ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, რამდენ დღეს გაჩერდებიან კორეა და ბარტონი თბილისში, მაგრამ ამის განსაზღვრა ტურნეს კალენდრის მიხედვით მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელია: დუეტი ტურნეს 14 სექტემბრიდან ჰავაის კუნძულებზე დაიწყებს. ოთხი დღის შემდეგ პორტუგალიის დედაქალაქში გადაინაცვლებს, იქიდან კი პორტოს ესტუმრებიან. სწორედ პირენეის ნახევარკუნძულიდან აიღებენ გეზს თბილისისკენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტოსა და თბილისის კონცერტებს შორის სამდღიანი პაუზა აქვთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მუსიკოსები ჩვენთან ერთ ღამეს მაინც გაათევენ.

თბილისის დასათვალიერებლად დუეტს კიდევ ერთი დღე ექნება, რადგან მომდევნო კონცერტი მოსკოვში 28 სექტემბერსაა დაგეგმილი. მოსკოველი მსმენელი მათ მუზიცირებას 30 სექტემბერსაც მოუსმენს. ამის შემდეგ მუსიკოსების მოგზაურობა დასავლეთისკენ გაგრძლედება და ამერიკასაც მოიცავს. ტურნე 10 მაისს სიდნეიში დასრულდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ორივე მუსიკოსი 1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოწვევით საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა. თუმცა მაშინ დახურული კონცერტი ჩაატარეს და მათი სტუმრობის შესახებ, უცხოელებისა და საბჭოთა ფუნქციონერების გარდა, თითქმის არავის გაუგია.

ჩიკ კორეა 1941 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჩელსიში პროფესიონალი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო, მამა ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. მშობლები ბავშვობიდან ამეცადინებდნენ მუსიკაში. სწავლებამ შედეგი მალე გამოიღო და 4 წლის ჩიკი როიალზე თავისუფლად უკრავდა. თუმცა, ეს არ იყო მისი ერთადერთი გატაცება - მას საათობით შეეძლო მშობლების ჯაზური ალბომების კოლექციის მოსმენა, ხანდახან კი კლასიკასაც შეურევდა ხოლმე. დღეს უკვე წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი ხშირად იხსენებს, როგორ უსმენდა შუმანს, მენდელსონს, სტრავინსკის და... დიზი გილესპის, ჩარლი პარკერსა და დუკ ელინგტონს.

...1964 წლიდან ჩიკ კორეა ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ცნობილ მუსიკოსებს გაეცნო, მათ შორის მესაყვირე ბლუ მიტჩელს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ორივე მუსიკოსისთვის ეს საუკეთესო შემოქმედებითი პერიოდი იყო. კორეამ კი სწორედ ამ წლებში ჩაწერა თავისი პირველი სტუდიური ალბომები. 1966 წლის შემდეგ ჩიკ კორეამ 50-ზე მეტი ალბომი გამოუშვა. მათი უმეტესობა სოლო ნამუშევარია, თუმცა არის რამდენიმე დუეტიც.

გარი ბარტონთან ერთად უკვე ნახსენები Crystal Silence-ს გარდა 1979 წელს ალბომი Duet გამოუშვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ცოცხალი ჩანაწერი, რომელიც ციურიხში გამართულ კონცერტზე გაკეთდა. ორმა მეგობარმა 1997 წელსაც გაიხსენა ერთმანეთი და ახალი ერთობლივი ნამუშევარი Native Sense გამოუშვეს. გარდა ამისა, ჩიკ კორეას არაჩვეულებრივი ალბომი Play აქვს ჩაწერილი მეორე ჯაზლეგენდა ბობი მაკფერენთან ერთად. თუმცა Crystal Silence-ს წარმატება ვერც ერთმა დუეტმა ვერ გაიმეორა.

12 გრემისა და მე-20 საუკუნის მუსიკის ისტორიაში სახელის სამუდამოდ დამკვიდრების გარდა, ჩიკ კორეას იმ მხრივაც გაუმართლა, რომ ჯაზის ღმერთთან მაილს დევისთან ერთად რამდენიმე ალბომი ჩაწერა. მან შეძლო და ტრადიციული ჯაზი კლასიკური მუსიკის რანგში აიყვანა.

გარი ბარტონი 1943 წელს ინდიანას შტატში დაიბადა და ფორტეპიანოსაც პირველად იქ მიუჯდა. თუმცა, ფორტეპიანოს კლავიატურა სულ მალე ვიბროფონზე გაცვალა. 60-იანი წლების დასაწყისში ბარტონი პროფესიონალურ სცენაზე გამოვიდა და გიტარისტ ჰენკ გარლანდის ჯგუფში უკრავდა. ეს ნამდვილი გამართლება იყო, რადგან გარლანდის მიერ გამოშვებული ალბომით მსმენელი ბარტონის ხელოვნებასაც გაეცნო და პირველი აღიარებაც მოუტანა.

გარი ბარტონს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ვირტუოზ ვიბროფონისტს. ეს ინსტრუმენტი უკვე დიდი ხანია მასთან ასოცირდება და არცთუ ტყუილად - საოცარი ტექნიკის გარდა, ის იმითაც ხასიათდება, რომ ერთდროულად 4 ჯოხით უკრავს. ამ სტილით დაკვრას მანამდეც ბევრი ცდილობდა, მაგრამ საუკეთესო შედეგს მხოლოდ ბარტონმა მიაღწია. მისი შემოქმედებითი გზის საუკეთესო შედეგი კი ჩიკ კორეასთან შეხვედრა და თანამშრომლობა იყო.

ავტორი: ია ვეკუა


კალენდარი
დეკემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი