24 საათი
2006-07-27
ჰიტლერის საყვარელი მოქანდაკე
გერმანიაში ჰიტლერის საყვარელი მოქანდაკის არნო ბრეკერის გამოფენა უამრავ ადამიანს იზიდავს. სწორედ ბრეკერი იყო იმ ქანდაკებების შემსრულებელი, რომლებიც ამკობდნენ ჰიტლერის ბერლინის კანცელერიას. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბრეკერის 70 ნამუშევრის გამოფენამ ქალაქ შვერინში კამათი გამოიწვია. ბევრი თვლის, რომ ბრეკერის სახელი, რომელიც დაკავშირებული იყო ნაცისტურ რეჟიმთან და მისი ახლო მეგობრობა ალბერტ შპეერთან და ადოლფ ჰიტლერთან დავიწყებას უნდა მიეცეს. "სწორი არ არის შემოქმედად ვაღიაროთ ის, ვინც ქმნიდა ფიზიკურ ქმნილებებს ნაცისტური იდეოლოგიისთვის", - აღნიშნვს კლაუს შტეკი, ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად საკუთარი გამოფენა მოაწყო შვერინში, მიუხედავად იმისა, რომ მას წერილით აუწყა 30-მდე ადგილობრივმა შემოქმედმა, გალერეების მფლობელებმა და ისტორიკოსებმა, გადაედო გამოფენა. კულტურის მოღვაწენი ფიქრობენ, რომ ეს გამოფენა აუცილებელია, რადგან უკვე 60 წელი გავიდა, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და დროა გაირკვეს ურთიერთობა დიქტატურასა და ხელოვნებას შორის. ამავე დროს, დაისვას კითხვა: რატომ მისცა უფლება ნაცისტებს ასეთმა ნიჭიერმა შემოქმედმა გაეფუჭებინათ იგი. პროტესტის მიუხედავად, გამოფენა მაინც გაიხსნა. მას 900-მდე ადამიანი სტუმრობდა, რათა ენახათ იმ ხელოვანის ნამუშევრები, რომელიც ჰიტლერმა აირჩია. გამოფენას მხარი დაუჭირა ნობელის პრემიის ლაურეატმა გიუნტერ გრასმა.
ომის შემდეგ ბრეკერის ბევრი ნამუშევარი განადგურდა. ბრეკერის ნამუშევრების მიმართ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც. თუმცა, ებრაელმა აქტივისტებმა ვერ შეძლეს აეღოთ ბრეკერის ოქროს ქანდაკებები ბერლინის სტადიონიდან. ექსპერტები შეშფოთებულები აღნიშნავენ, რომ გამოფენა მიმდინარეობს სწორედ იმ რეგიონში - მეკლენბურგში, სადაც ყალიბდება ნეონაციზმი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ. მაგრამ გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გამოფენა, რომელიც 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ბრეკერის რეაბილიტაცია, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები















































































