მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
რეფორმებისადმი ერთგულება კორუფციას მნიშვნელოვნად ამცირებს
მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2002-2005 წლებში გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კორუფცია შემცირდა.

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, 2002-2005 წლებში საქართველოში კორუფციის დონე, გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტად შემცირდა. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ გარდამავალ პერიოდში - ვინ აღწევს წარმატებას... და რატომ?

საქართველოს ხელისუფლება სათავეში ჩაუდგა სწრაფ და საფუძვლიან რეფორმებს, რამაც 2002 წლიდან კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ფაქტორის შესამცირებლად, ფისკალური გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და ზედამხედველი უწყებების გასაძლიერებლად ქვეყნის ხელმძღვანელობამ გაბედული ნაბიჯები გადადგა.

კომპანიების გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ რეგიონში კორიუფციის დაძლევის თვალსაზრისით აშკარა პროგრესია. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კორუფციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. მსხვილი კომპანიები, ქრთამის აუცილებლობის შემცირების თვალსაზრისით, უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე მცირე კომპანიები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეკონომიკურ ზრდას განაპირობებენ და სამუშაო ადგილებს ქმნიან.

ACT3 მსოფლიო ბანკის მე-3 ანგარიშია იმ სერიიდან, რომელიც კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში არსებულ კორუფციას ადევნებს თვალს 1999 წლიდან დღემდე. წინა ანგარიშების მსგავსად, ACT3-ში ბიზნესგარემოსა და საწარმოების მუშაობის კვლევის (BEEPS) შედეგებია ასახული, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგია. სამი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები, რომელთაგან უკანასკნელი 2005 წელს შესრულდა, მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის 26 ქვეყანას, თურქეთს და დასავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანას, რაც შედარების საშუალებას იძლევა. შედარების მიზნით მოყვანილი ქვეყნებია: გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი. სულ, BEEPS-ის დაწყებიდან გამოკითხვაში 20,000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

"2002 წლიდან მოყოლებული, უმეტეს ქვეყნებში კომპანიებს უფრო იშვითად უწევთ ქრთამის მიცემა, შემცირდა ქრთამის თანხები და, წარსულ პერიოდთან შედარებით, ზოგადად, კორუფციის პრობლემა შემსუბუქდა," - განმარტავს ჯეიმს ანდერსონი, თანაავტორი და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უფროსი ეკონომისტი. "შესწავლის შედეგები არ ადასტურებს საერთო შეხედულებას, თითქოს კორუფციასთან დაკავშირებული მდგომარეობა გამუდმებით უარესდებოდეს."

საქართველოს ხელისუფლება სათავეში ჩაუდგა სწრაფ და საფუძვლიან რეფორმებს, რამაც 2002 წლიდან კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ფაქტორის შესამცირებლად, ფისკალური გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და ზედამხედველი უწყებების გასაძლიერებლად ქვეყნის ხელმძღვანელობამ გაბედული ნაბიჯები გადადგა, რამაც კორუფციის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანა. აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გამჭვირვალე, ანგარიშგებაზე დაფუძნებული და კარგად მომუშავე ინსტიტუტების ჩამოყალიბება განაგრძოს, რაც გრძელვადიან პერიოდში მმართველობის კარგ დონეს უზრუნველყოფს.

კორუფციასთან დაკავშირებული ტენდენციების მიმოხილვის გარდა, ანგარიში შეიცავს იმ მიზეზების ანალიზს, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში, მიღწეული პროგრესი განაპირობა. ACT3-ში მოცემულია კონკრეტული დასაბუთება, რომ ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმა მუშაობს: კორუფცია ყველაზე მეტად შემცირდა იქ, სადაც ინტენსიური რეფორმები გატარდა, ხოლო ნაკლებად რეფორმირებულ სფეროებში ამ თვალსაზრისით ჩამორჩენა შეიმჩნევა.

ყველაზე თვალსაჩინო პროგრესი მიღწეულია საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაში. დაწყებული 1990-იანი წლების შუა პერიოდის ესტონეთით, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები გამარტივებული კანონების მიღებაში ან საშემოსავლო გადასახადის ერთიანი განაკვეთის დანერგვაში, როდესაც გადასახადებისაგან გათავისუფლება იშვიათ ხასიათს ატარებს, მსოფლიო მასშტაბით ლიდერობენ. ეს ქვეყნები, აგრეთვე, მაქსიმალურად შეეცადნენ, გადასახადების ადმინისტრირება გაეუმჯობესებინათ. მაგალითად: სლოვაკეთში გათანაბრებული საგადასახადო განაკვეთის დანერგვის შედეგად კომპანიების მხრიდან საგადასახადო სისტემის გაცნობიერების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა. შემცირდა გადასახადებისაგან თავის არიდების და მექრთამეობის შემთხვევები.

გარდამავალი ეკონომიკის ბევრ ქვეყანაში, ევროკავშირის სტანდარტების და ევროკავშირის დახმარების შესაბამისად, საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა საბაჟოზე მექრთამეობის დონე შეამცირა. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დააფინანსა და რისკის შეფასების სისტემაზე გადავიდა, რითაც შეიზღუდა არჩევანის თავისუფლება ფიზიკური ინსპექციის ჩატარების დროს. პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ნაწილობრივ "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროგრამამ" განაპირობა. მრავალი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც საბაჟო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას, ინსტიტუციონალურ რეფორმას და მეტ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, ამცირებს საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობას და მექრთამეობას საბაჟო მოხელეებს შორის.

ამის საპირისპიროდ, გარდამავალი პერიოდის ადრეულ ეტაპებზე სასამართლო სისტემის რეფორმა ხშირად უგულებელყოფილი იყო და სასამართლოში კორუფციის დონე არ შემცირებულა. ქვეყნები ამ პრობლემაზე მუშაობას იწყებენ, რისთვისაც ზრდიან მოსამართლეთა ხელფასებს (საქართველოსა და რუსეთში), ნერგავენ სასამართლო საქმეების მენეჯმენტის ავტომატიზირებულ სისტემებს, აუმჯობესებენ ეფექტურობასა და გამჭვირვალობას (ხორვატიაში) და აწესებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სასამართლო სისტემაში კორუფციის შემთხვევებისათვის (სლოვაკიაში). აგრეთვე, მცირეა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მიღწეული პროგრესი. ბევრმა ქვეყანამ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა შეცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა კანონპროექტებში გამონაკლისები გაეთვალისწინებინა.

გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებას ზრდიან; მათ შორის ხდება ინტერესთა კონფლიქტის ამსახველი კანონების მიღება, ფინანსური აუდიტისა და კონტროლის დანერგვა, შემოსავლისა და ქონების დეკლარირება. რუმინეთში შემოსავლისა და ქონების დეკლარაციები სულ უფრო მეტად დეტალური და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება. ამჟამად ხორციელდება ზომები, რომ აღნიშნული მოთხოვნები რეალურად სრულდებოდეს. ბევრმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია კანონების ჩამოყალიბებაში, რომლებიც საინფორმაციო წყაროების თავისუფლებას განაპირობებს. თუმცა კანონმდებელთათვის გადაჭარბებული იმუნიტეტის მინიჭების პრაქტიკა, რაც პარლამენტარებს, ფაქტობრივად, ხელშეუხებლად აქცევს, კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება.

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერი ხელმძღვანელობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. კორუფციის დაძლევის საქმეში საგრძნობი წარმატების მქონე ყველა ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელმაც გამჭვირვალობა და ანგარიშგება უმთავრეს პრიორიტეტებად დასახა," - განმარტავს შერილ გრეი, ამ ნაშრომის თანაავტორი და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სექტორის დირექტორი.

24 საათი



კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი