მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
მცირე მეწარმე სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათებს ითხოვს: საბაჟო ყვავილების ბიზნესის განვითარებას აფერხებს

ყვავილების ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ სარფიანი და წარმატებულია. ეს ბიზნესი, კომერციული ნიჭის გარდა, სხვა თვისებებსაც მოითხოვს. რადგან, უბრალოდ მოჭრილი ყვავილის ან ჩვეულებრივი თაიგულების

გაყიდვა და ბიზნესის ხელოვნების რანგში აყვანა საკმაოდ რთულია.

მარიკა და ირინა დანელიები, ალბათ, ერთ-ერთი პირველები არიან, ვინც ამ საქმეში პერსპექტივა დაინახეს. ხელოვნებისა და ბიოლოგიის ცოდნის სინთეზი ყვავილების ბიზნესში იდეალური აღმოჩნდა.

დღეისათვის უკვე თბილისში სახელგანთქმული, ყვავილების სალონის მეპატრონეებს თავდაპირველად უამრავი პრობლემის გადალახვა მოუხდათ. დანელიების სალონი დღეს უკვე ოჯახური ბიზნესის სახით არსებობს.

ნასესხები თანხით დაწყებული ბიზნესი

"პროფესიით მხატვარი ვარ. ყვავილების ბიზნესი ძალიან ცუდ დროს დავიწყე, იმ პერიოდში, როდესაც მხატვრები არავის სჭირდებოდა. მანამდე ყვავილებთან შეხება არასოდეს მქონია. ჯუმბერ ბერაძეს ყვავილების მაღაზია ჰქონდა და შემომთავაზა, მის მაღაზიაში მემუშავა. თუმცა იქიდან მალევე წამოვედი. ასე ვთქვათ, შემთხვევით ჩავერთე ყვავილების ბიზნესში. გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა ყვავილების სალონი. ვისესხე ძალიან პატარა თანხა, რომელიც მხოლოდ ფართის ქირას ეყო. ძალიან გვიჭირდა. დილის 5 საათზე ვდგებოდით, მივდიოდით ბაზარში, მოვიტანდით ყვავილებს, ვაფორმებდით... რაც ძალიან შრომატევადი საქმეა. მიუხედავად გაჭირვებისა, ეს საქმე იმდენად გავითავისე, რომ არც მიფიქრია, მისთვის თავი დამენებებინა. ბიზნესი ნელი ტემპით განვითარდა, შემდეგ დამხმარეებიც ავიყვანეთ. ჩემს ბიზნესს ის პლუსი აქვს, რომ ამ საქმეს ოჯახის წევრებთან ერთად ვაკეთებ. თავიდან მძღოლიც კი ჩემი მეუღლე იყო, ჩემი და ირინა ფინანსურ საკითხებს აგვარებს, მარიშა ბეთანელი - ორგანიზაციულს," - ამბობს მარიკა დანელია.

ახალბედა მეყვავილეებს იმ დროისთვის არც ბაზარზე გასვლა გასჭირვებიათ. როგორც მარიკა ამბობს, თუ შენი თავის იმედი გაქვს, დამკვიდრება არ გაგიჭირდება.

"ბაზარზე ძალიან სწრაფად გავედით. მიმაჩნია, რომ თუ პროფესიონალი ხარ, არც ბაზარზე გასვლა გაგიჭირდება და არც დამკვიდრება. ყვავილების ბიზნესი ძალიან რთული და შრომატევადია. თან, არც ისე მოგებიანი, მით უმეტეს, თუ ჰოლანდიურ ყვავილებთან გაქვს საქმე. იმ პერიოდში საქართველოში სალარო აპარატები არ იყო, თუმცა ჩვენ გვქონდა. თითოეულ ყვავილს ვანბაჟებდით, ხშირად ფინანსური ზარალიც განგვიცდია.

დანელიების სალონი თბილისში ცნობილია. როგორც მარიკა ამბობს, მათი მომხმარებელი, ძირითადად, ელიტარული ფენაა.

"ჩვენ მომხმარებელი ყველა ფენიდან გვყავს. მე ის პრივილეგია მაქვს, რომ თეატრის მხატვარი ვიყავი და გაფორმების დროს ფანტაზიას კარგად ვიყენებ. ახლა ეზოების გაფორმებასაც გვიკვეთავენ, სპეციალური პროგრამა შევიძინეთ. ნელ-ნელა ვვითარდებით. სწორად გაკეთებული ბიზნესი მომენტალურ გამდიდრებას არ ნიშნავს. ყოველგვარი ამბიციების გარეშე ვიტყვი, რომ ქალაქში ყვავილების სფეროში მოდის შემომტანები ჩვენ ვართ. პირველად ჩვენ შევღებეთ ყვავილები, თუმცა როდესაც ყვავილების შეღებვა მასობრივი გახდა, ჩვენ უკვე აღარ ვღებავთ. ჩვენი დამკვეთები არიან: სახელმწიფო კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, სამინისტროები. ბუშის ვიზიტის დროს დეკორაციები ჩვენ გავაკეთეთ. სამების ტაძარიც გავაფორმეთ."

როგორც მარიკა დანელია ამბობს, ცდილობს, ყვავილებზე ფასები არ გაზარდოს: "ვცდილობთ, ფასები სტაბილური იყოს. ეს მთლიანად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რეალურად, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ყვავილის ფასს. მხატვრული გაფორმების თანხას ვერ ვიღებთ, რადგან საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ვერ გავზრდი ფასებს. თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება და ჩვენს სალონში ძალიან ძვირად გაიყიდება კარგი ფლორისტის მიერ გაფორმებული თაიგული."

ყვავილების ბაზარზე რომ დიდი კონკურენციაა, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი ყვავილების მაღაზიებიც მოწმობს. თუმცა, როგორც მარიკა ამბობს, მათ კონკურენცია მუშაობაში ხელს არ უშლის. "ბაზარზე ყოველთვის არის დაუნდობელი კონკურენცია, თუმცა ჩვენ ამ კონკურენციაში არ "გავჭყლეტილვართ".

სახელმწიფო და ბიზნესი

მაღალი გადასახადები დღეს მცირე მეწარმეების მთავარი პრობლემაა. მარიკა დანელიას თქმით, გადასახადები იმდენად დიდია რომ მოგების წილი თანდათან მცირდება. "აბსოლუტურად ყველა გადასახადს ვიხდით - საბაჟო გადასახადს, მოგების გადასახადს, დღგ-ს, სოცდაზღვევის გადასახადს. ამას დაუმატეთ არენდა და კომუნალური გადასახადები.

ძალიან მძიმე დამოკიდებულება მაქვს საბაჟოსთან. დროსთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა, ნუთუ ეს საკითხი აქამდე ვერ მოგვარდა? საბაჟო სამსახური შაბათ-კვირას ისვენებს, ყვავილები კი მალფუჭებადი ტვირთია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემს უკან ის ხალხი და მათი ოჯახები დგას, რომლებიც აქ არიან დასაქმებულნი. წინა ხელისუფლების დროს საბაჟოს ის პლუსი ჰქონდა, რომ მუშაობა სადღეღამისო იყო. ბოლოს და ბოლოს, ღამეს გაათევდი, რიგში ჩადგებოდი და არაფერი გაგიფუჭდებოდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ყვავილები ჰოლანდიიდან შემოდის, ამიტომ ბევრი წვალება გვიწევს. დავრბივარ, რომ რეისები დავამთხვიო სამუშაო დღეებს, ხან ემთხვევა, ხან არა.

აუცილებელია, მოგების გადასახადი შემცირდეს, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი სახელმწიფოს მიაქვს. აუცილებელია, აწარმოო ლეგალური ბიზნესი, თუმცა რაღაც სახელმწიფომაც უნდა შემოგთავაზოს. სახელმწიფო კი, ჯერჯერობით, მხოლოდ იქით ითხოვს.

ჩვენს გარდა, ჰოლანდიური ყვავილები "ოაზისს" შემოაქვს, თუმცა არალეგალურადაც ბევრი შემოდის თურქეთიდან და ირანიდან. ძალიან კარგი იქნება, თუ არალეგალურად ყვავილების შემოტანა შემცირდება. სახელმწიფომ ამაზეც უნდა იზრუნოს."

ბიზნესმენის გეგმები

"ჩვენთან ჯერჯერობით ათი ადამიანია დასაქმებული. ვაპირებ, ბიზნესი გავაფართოო. 5 წლის წინ ინტერნეტის მეშვეობით ვიპოვე ჰოლანდიელი პარტნიორები და დღემდე წარმატებულად ვთანამშრომლობ მათთან. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, მეყვავილეებისათვის სპეციალური სკოლა გავაკეთო, სადაც მათი გადამზადება მოხდება, ასევე სპეციალური კურსები ყვავილების მოყვარულთათვის. საქართველოში უკვე ბევრი ადამიანია ყვავილებით დაინტერესებული, სათანადო ინფორმაციას კი კომპეტენტური პირებისაგან ვერ იღებენ. სასათბურე მეურნეობის გაკეთებასაც ვაპირებ. საქართველოში არსებობს სათბურები, სადაც ჰოლანდიური ყვავილები მოჰყავთ, თუმცა ფასები იგივეა, რაც ჰოლანდიიდან შემოტანილის. ხარისხით კი ჰოლანდიიდან შემოტანილი ყვავილები უკეთესია. როდესაც საკუთარი სასათბურე მეურნეობა გაქვს, ბუნებრივია, ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება," - ამბობს მარიკა დანელია.

ავტორი: სალომე ძაძამია


კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი