მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
მოტყუებული ვლადი
სერბი გულშემატკივრების საკალათბურთო კერპი ვლად დივაცი, რომელმაც გასულ სეზონში დაასრულა კარიერა, აფერისტის მსხვერპლი გახდა. ბელგრადის პოლიციის ინფორმაციით, თაღლითი, რომელიც სასულიერო პირად ასაღებდა თავს, დივაცის მშობლებს "მამა გერასიმედ" გაეცნო და დაუახლოვდა. შემდეგ კი მშობლების დახმარებით თავად დივაცთან მოახერხა შეხვედრა.

ვარსკვლავი და ცრუ მღვდელი ივნისის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს. "მამა გერასიმემ" დაარწმუნა დივაცი, რომ მძიმე ავადმყოფი კოსოვოელი ბიჭუნასთვის აგროვებს სახსრებს, რათა ოპერაცია გაუკეთოს. გულუბრყვილო კალათბურთელმა დაიჯერა და ამ "კეთილშობილურ" საქმეში 10 000 დოლარი გადაიხადა.

რამდენიმე დღეში დივაცმა "მამა გერასიმესთან" დაკავშირება სცადა, რათა ოპერაციის შედეგი გაეგო, მაგრამ ვერ მოახერხა. ცოტა ხანში თავად ცრუ მღვდელმა დაურეკა დივაცს უთხრა, რომ ბავშვი კარგადაა და კიდევ 18 000 დოლარი სთხოვა, რათა კოსოვოში ერთ-ერთი ეკლესიისთვის გადაეცა.

ვლადი ამ წინადადებასაც დათანხმდა, თუმცა ამჯერად პოლიციასაც მიმართა, რათა ყველაფერი გადაემოწმებინა. ბელგრადის ერთ-ერთ რესტორანში დივაცმა თაღლითს 18 000 გადასცა, თუმცა პოლიციელებმა "მამა გერასიმე" იქვე დააკავეს.

გამოძიებით გაირკვა, რომ ცრუ მღვდელი ამ გზით რიგით ადამიანებსაც სძალავდა ფულს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილ სპორტსმენებს ფულს სძალავენ. ზოგი აფერისტობით ახერხებს ამას, ზოგი - შანტაჟით. სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის საქმეს განიხილავდნენ. ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს უჩიოდა ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მაიკლისგან შვილი ჰყავს. რაც მთავარია, ამ ქალბატონს ყალბი დოკუმენტიც კი ჰქონდა, რომლის თანახმად მაიკლი მამობას აღიარებდა. ამერიკულმა სასამართლომ თითქმის ოთხი წელი დაუთმო ამ საქმის გამოძიებას და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც ჯორდანი უდანაშაულოდ გამოაცხადეს.



კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი