მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
გერმანიას გერმანიას აჭრიან
გერმანელებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. გაფრთხილებებმა იმის თაობაზე, რომ ევროპაში ფორმულა 1-ის ეტაპები სხვათა ხარჯზე შემცირდებოდა, რეალურ ფორმებს იძენს. გერმანელები, რომლებიც აქამდე ორ ეტაპს მასპინძლობდნენ, იძულებით ერთს დაიტოვებენ და ისიც თანაზიარს. თუ აქამდე "გერმანიისა და ევროპის დიდ პრიზებს" მასპინძლობდნენ, მომავალში შესაძლოა "ჰოკენჰაიმმა" და "ნიურბურგრინგმა" მონაცვლეობით გაუღონ კარი სამეფო რბოლებს.

"ჰოკენჰაიმისა" და "ნიურბურგრინგის" მესვეურებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს: "დიდ პრიზი" ძმურად გავიყოთ - ყოველწლიურად ვუმასპინძლოთ, მაგრამ რიგ-რიგობითო. ასე რომ, გერმანული ტრასების ხელმძღვანელებს გადაწყვეტილი აქვთ ერთობლივი წინადადებით მიმართონ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა (ფია) და ფორმულა 1-ის ბოსს ბერნი ეკლსტოუნს. მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომამდე კი დღეები რჩება. ეს შეხვედრა 30 ივლისს, "გერმანიის დიდი პრიზზე" იგეგმება.

მიმდინარე კვირას "ჰოკენჰაიმის" წარმომადგენელმა აღიარა, ჩვენი ტრასა კალენდრიდან 2007 წელს ამოვარდებაო. "ნიურბურგრინგის" შეფი ვალტერ კაფიტცი აცხადებს, რომ ტრასები მონაცვლეობით უმასპინძლებენ რბოლებს.

ევროპული ტრასების შეკვეცა რომ გარდაუვალია, ეს ცხადია. ფია-ს პრეზიდენტი ამბობს: ვინაიდან მსოფლიო კალენდარში ახალ ქვეყნებს სურთ შემოსვლა, ევროპაში დიდი პრიზები შემცირდებაო.

ამასობაში ნორბერტ ჰაუგი "მერსედესიდან" გერმანიის დიდი პრიზის" სხვადასხვა ტრასებზე ჩატარების იდეას აკრიტიკებს.

"ჩემი აზრით, გერმანია იმსახურებს ორ "დიდ პრიზს", - ჰაუგის სიტყვები იშველიებს Auto Motor Und Sport და იქვე განმარტავს, თუ რატომ არ უნდა ჩამოერთვას გერმანიას დიდი პრიზები, - ფორმულა 1-ის საჯინიბოებში ოთხი გერმანელი მრბოლია. არსებობს BMW და "მერსედესი". არც ერთი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი სამეფო რბოლებში ისე, როგორც გერმანია". ნორბერტ ჰაუგისგან განსხვავებით, "გერმანიის დიდი პრიზის" მონაცვლეობით მასპინძლობის იდეას მხარს უჭერს კოლეგა BMW-დან მარიო ტეისენი.

"გერმანელი მანქანათმშენებლისთვის ფუფუნებაა ჰქონდეს ორი "დიდი პრიზი". ვინაიდან BMW საერთაშორისო კომპანიაა, ჩვენს ინტერესებშია ფორმულა 1-ს გზა გავუხსნათ მზარდი ბაზრისკენ".



კალენდარი
ნოემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი