მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
კასპაროვი ბრუნდება
გასულ წელს ლეგენდარულმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა პროფესიული სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო ხანს პოლიტიკას უთმობს დროს, თუმცა, ეტყობა, ჭადრაკის გარეშე ცხოვრება ძნელია. და აი, კასპაროვი პროფესიულ ჭადრაკს უბრუნდება. 22 აგვისტოს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მონაწილეობას მიიღებს ტურნირში, რომელიც ბანკ Credit Suisse-ის 150 წლის იუბილეს მიეძღვნება. ამავე ტურნირში ითამაშებენ ვიქტორ კორჩნოი, ანატოლი კარპოვი და იუდიტ პოლგარი. ამჟამად სამივე განაგრძობს პროფესიულ კარიერას.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი FIDE-ს ოფიციალურ კალენდარში შეტანილი არ არის, ცხადია, ის მაინც უდიდეს ინტერესს გამოიწვევს საჭადრაკო სამყაროში. ხუმრობა ხომ არ არის: ტურნირის ორგანიზატორებმა შეძლეს და შეკრიბეს მოჭადრაკეები, რომლებმაც, ფაქტობრივად, მთელი ეპოქა შექმნეს. ვიქტორ კორჩნოისა და ანატოლი კარპოვის ორი მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის და კასპაროვ-კარპოვის ხუთი ორთაბრძოლა პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულის მოსაპოვებლად ჭადრაკის კლასიკად იქცა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა იუდიტ პოლგარი. 1991 წელს 15 წლის ასაკში ის მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერი გახდა. იუდიტმა ამერიკელი ბობი ფიშერის რეკორდი დაამყარა. იუდიტი ქალთა ტურნირებში თითქმის არ თამაშობდა - ვუნდერკინდი გოგონა ტოლს არ უდებდა მამაკაცებს.

განსაკუთრებულ ინტერესს კი, ცხადია, გარი კასპაროვის მონაწილეობა გამოიწვევს. გასული წლის მარტში ლინარესის ტურნირის მოგების შემდეგ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მთლიანად პოლიტიკაში გადაერთო (კასპაროვი რუსეთში მოძრაობა გაერთიანებული სახალხო ფრონტის ლიდერია).

ციურიხში გასამართ ტურნირს თავად კასპაროვი ჭადრაკში დაბრუნებას არ უწოდებს. "ჩემთვის ცოტა უხერხულიც იყო, რომ კორჩნოიზე ადრე დავასრულე კარიერა. პირველად მას 1982 წელს ლიუცერნში დავუპირისპირდი. მაშინ მე 15 წლის ვიყავი, კორჩნოი კი - 51-ის. ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ მე პენსიაზე გავედი, ის კი კვლავ აგრძელებს პროფესიულ კარიერას? ასეა თუ ისე, ეს ტურნირი ძველ დროს გამახსენებს, იმ დიდ ბატალიებს, რომლებიც გამართული მაქვს. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიულ ჭადრაკში ვბრუნდები", - აცხადებს კასპაროვი.

ჩვენი მხრივ კი დავამატებთ: ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ტურნირში მონაწილეობისთვის ლეგენდარული მოჭადრაკეები სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებენ. ორგანიზატორები თანხის რაოდენობას არ ასახელებენ.



კალენდარი
ნოემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი