მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
სამი ოზურგეთელი და ორი ჩოხატაურელი გურიის სახელით "ეტალონში" გამოვლენ

გადაცემა "ეტალონი" ახალ პროექტს იწყებს. როგორც "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ამბობს, გადაცემის მზარდი პოპულარობიდან და საზოგადოებაში გაჩენილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ მასში ჯანსაღი შეჯიბრის პრინციპი გამოიყენონ და საქართველოს რეგიონული ხელისუფლების აქტიური დახმარებით, კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლებას და სწორი გადაწყვეტილების დროს უმოკლეს მონაკვეთში მიღების უნარ-ჩვევების განვითარებას:

- ...ამიტომაც, საქართველოს ყველა რეგიონს ეძლევა საშუალება შეარჩიოს ხუთი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც ყველაზე მეტად ერგებიან "ეტალონის" თამაშის პრინციპებს. ამ ახალგაზრდებს კი თავის მხრივ, საშუალება ეძლევათ, ერთმანეთთან გუნდური შეჯიბრებით მოიპოვონ არამარტო სტიპენდიები, არამედ, ასახელონ საკუთარი რეგიონი, ოლიმპიური სისტემით გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და სასწავლო წლის ბოლოს გამოვლინდეს წლის ე.წ. "ეტალონი" რეგიონი". ბატონო მიხეილ, გთხოვთ, თქვენს მიერ დაქვემდებარებული სამსახურებრიდან გამოყოთ პიროვნება (ან პიროვნებები) რომლებთანაც ჩვენი პროექტის პროდიუსერები სინქრონულად იმუშავებენ და ერთმანეთს ყველა საკითხზე მიაწვდიან დამატებით და ამომწურავ ინფორმაციას, - წერს გოჩა ტყეშელაშვილი გურიის მხარის პირველ პირს მიხეილ სვიმონიშვილს.

გურიის სამივე რაიონში ჩატარდა შესარჩევი ტური. 10 ოქტომბერს კი ოზურგეთის რესურსცენტრში მეორე ტურში გასული 18 გურულისგან ხუთი მოსწავლე შეირჩა. 18 მოსწავლეს დაურიგდა "ეტალონის" კითხვები და ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვებმა თავიანთი ვარიანტები შემოხაზეს. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა და "ერუდიტის" ხელმძღვანელმა ავთო სირბილაშვილმა სამივე რაიონის ბავშვებს ერთმანეთი გააცნეს და რამდენიმე კითხვით მიმართეს მათ.

ახალგაზრდული გაზეთი მონაწილე ბავშვებს გაესაუბრა:

მელიტა მაღლაკელიძე, ოზურგეთი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: ამ პროექტით ბავშვი იძენს გამოცდილებას, ცოდნას და ეს ცხოვრებაში გამოგვადგება. მიხარია, რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას.

თეონა კალანდაძე, ჩოხატაური, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: კარგი იქნება თუ გაგრძელდება ეს პროექტი და ხშირად ჩატარდება. მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა იყოს ბავშვებისათვის. ეს მართლაც მისაღებია. სიმართლე გითხრათ, სხვა ტიპის კითხვებს ველოდებოდი.

მამუკა მამალაძე, ჩოხატაური, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: პროექტი რა თქმა უნდა, კარგია, ძალიან მომეწონა. "ეტალონში" პირველად ვიღებ მონაწილეობას და იმედია, გავიმარჯვებ.

თინათინ ურუშაძე, ოზურგეთი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: მართლაც კარგი პროექტია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს. მართლაც კარგია, ასეთი ტიპის შეხვედრები.

მარი ბაბილოძე, ოზურგეთი, თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლე: საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი ამ პროექტის მიმართ. სამი წელია ვაგზავნი "ეტალონში" ცოდნის კუპონს, მაგრამ ვერ მოვხვდი. იმედია, აქ მაინც გამიმართლებს.

გიორგი გოგიჩაიშვილი, ლანჩხუთი, სოფელ ლესის საჯარო სკოლის მოსწავლე: აქ ძირითადად ისეთი კითხვები იყო, როგორიც ჟურნალ "რეიტინგშია", თუმცა, ვფიქრობდი, რომ ინტელექტუალური კითხვები იქნებოდა. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ხშირად უნდა ტარდებოდეს და იმედია, ასეც იქნება.

თეონა ასკურავა, ლანჩხუთი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლე: "ეტალონი" აძლევს საშუალებას ბავშვებს გამოავლინონ თავისი ცოდნა. ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და არ არის მიკერძოება. ადრეც ვიყავი და რაც ვნახე, ნამდვილად ასე იყო.

ტატო კუტუბიძე, ჩოხატაური, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: ძალიან კარგია ეს პროექტი, რადგან ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. ყველას წარმატებას ვუსურვებ.

ირაკლი მინდაძე, ჩოხატაური, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: შესანიშნავი პროექტია, პირადად მე, ძალიან გამიხარდა, რომ ვმონაწილეობ ამ პროექტში. ერთხელ ვიყავი.

თორნიკე სულაბერიძე, ლანჩხუთი, სოფელ ლესის საჯარო სკოლა: პროექტი მართლაც მომწონს, კარგია, "ეტალონი" რეგიონი", რომ დაიწყო. ხშირად ვაგზავნიდი "ცოდნის" კუპონს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ მოვხვდი ამ პროექტში.

არც ისე დიდიხნის ლოდინის შემდეგ, ქულების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. "ეტალონში" ხუთი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას: ეკა გულიკაშვილი - მერიის საჯარო სკოლა (ოზურგეთი), რეზო ბერაძე - მეორე საჯარო სკოლა (ოზურგეთი), ალეკო მელიქაძე - ბახვის საჯარო სკოლა (ოზურგეთი), მამუკა მამალაძე და ირაკლი მინდაძე (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა).

როგორც ლელა იმედაშვილმა გვითხრა: გადაცემის ავტორები მუდმივად განახლებულ რეჟიმში მუშაობენ და ახალ ინიციატივებს გვთავაზობენ. ასეთი ახალი ნოვაციაა გუნდური თამაშებიც. გურულ ხუთეულს მინდა წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, ისინი დიდი ინტერესით მოდიოდნენ ჩვენთან და მართლაც კარგები არიან, - გვითხრა იმედაშვილმა.

და ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ გურული ხუთეული გადაცემის ჩასაწერად 2007 წლის 22 დეკემბერს გაემგზავრება თბილისში და სწორი გადაწყვეტილების უმოკლეს დროში მიღების უნარში შეეჯიბრება კახეთის გუნდს (გადაცემა 2007 წლის 29 დეკემბერს, შაბათს 18:05 საათზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გავა). იმედია, გურული ბავშვები წარმატებას მიაღწევენ და კიდევ ერთხელ ასახელებენ ჩვენ მხარეს.

ავტორი: გიორგი გირკელიძე


კალენდარი
სექტემბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი