მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-03-29
სამშობლოს შესწირა თავისი სიცოცხლე

1991 წლის სექტემბერში საქართველოში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. კიტოვანი თავისი გვარდიით თბილისის ზღვაზე დაბინავდა. ავტობუსებით ჩაიხერგა რუსთაველი. ორად გაიყო ქართველი ერი. ერთ-ერთ მიტინგზე ბრმა ტყვიამ გია ტეტელაშვილი იმსხვერპლა. დაიწყო ძმათა სისხლისღვრა...

ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე ვითარდება უდიდესი ტრაგედია - ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 48 საათი იცოცხლა, შემდეგ კი ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს იყო გია აბესაძე, ახალგაზრდა ექიმი, ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი. "თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი" - წერია მის მიერ დანატოვარ ბარათში.

ამ შემთხვევას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გამოხმაურებამ კამპანიური ხასიათი მიიღო. არკვევდნენ, რომელ პარტიას ეკუთვნოდა გია აბესაძე. საუბრობდნენ მის ფსიქიკაზეც.

საქართველოში მიმდინარე პროცესები არ შეცვლილა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა...

პრესა კი, ფაქტობრივად, დუმდა.

გია აბესაძის ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო. ცეცხლწაკიდებული აბესაძე ერთსა და იმავე ფარაზას იმეორებდა: "გაუმარჯოს საქართველოს."

"ძალიან მტკივა გული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არ აღიარეს", - ამბობს გია აბესაძის ერთადერთი ქალიშვილი, ეკა - "მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩემზე მეტად ჰყვარებია."

გია აბესაძემ სიკვდილის წინ შვილს დაუტოვა ბარათი: "შვილო, მაპატიე, გაიზრდები გამიგებ".

გია აბესაძის საქციელი ბევრისთვის დღემდე ამოუცნობია.

27 მარტს მწერალთა კავშირში გაიმართა გია აბესაძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "მწერვალის" პრეზენტაცია. ფილმის პროდიუსერია გოჩა ფიფია, რეჟისორი - გოგი ქლიბაძე.

გოჩა ფიფიას თქმით, ფილმის შექმნის იდეა დღევანდელი მდგომარეობით იყო ნაკარნახევი. "რამდენიმე აუდიტორიაში შევედი და სტუდენტებს ვკითხე, თუ იცოდნენ, ვინ იყო გია აბესაძე. პასუხი ვერავინ გამცა. სტუდენტებმა არ იციან უახლესი ისტორია, არ იციან ქართული ლიტერატურა. მალე ქართულ ბიბლიოთეკას შეცვლის უცხოური ბიბლიოთეკა. არ შეიძლება, შექსპირმა დაიკავოს ილიას ადგილი ქართულ ბიბლიოთეკაში. ახლახან ვიმყოფებოდი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, სადაც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ისიც კი არ იციან, რა არის იურისპრუდენცია. დღეს, როგორც არასდროს საფრთხის წინაშე დგას ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება კითხულობს არა იმას, თუ რატომ აქვს 15 ლარი პენსია, არამედ, როდის ექნება იგი. მდგომარეობა სავალალოა, მაგრამ არა უსაშველო", - განაცხადა მან "მწვერვალის" პრეზენტაციაზე.

გოჩა ფიფიას აზრით, გია აბესაძემ სამშობლოს შესწირა თავისი სიცოცხლე. მისივე თქმით, ეს ფილმი არ იქნება ბოლო. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ასეთი დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ დაიკარგონ.

ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზში ისმოდა ერთადერთი სიტყვა: "დიდებულია." საინტერესოა, რა არის დიდებული კინო თუ მომხდარი ამბავი...

გია აბესაძე კი, ალბათ, იმედოვნებდა, რომ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვებოდა შედეგი და არა განხილვა.

დღესდღეობით თბილისის ერთ-ერთი ქუჩა გია აბესაძის სახელს ატარებს. საზოგადოების ერთი ნაწილი კი მოითხოვს, რომ მისი ნეშტი ზესტაფონიდან თბილისში გადმოასვენონ და თავისუფლების მოედანს გია აბესაძის სახელი მიენიჭოს. თუმცა საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ეს მაშინ, როდესაც თბილისის თითქმის ყველა არხი უარს ამბობს ფილმის ჩვენებაზეც კი.



კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი