მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
რა არის ვაჰაბიზმი და რით გვემუქრება?

10-15 წლის წინ სიტყვა - ვაჰაბიზმის შესახებ საერთოდ არ ვიცოდით. ვაჰაბიზმი ისლამის ყველაზე რეაქციული , მოფაშისტო რადიკალური გამოვლინებაა და ფაქტიურად ჩეჩნეთთან რუსეთის ომმა ამოატივტივა. ვაჰაბიზმით ფაქტიურად მთელი ისლამური სამხრეთი უპირისპირდება რუსეთის აგრესიას და "ავიწყდება", რომ თვითონ არანაკლებ აგრესიულია, ეგებ უფრო მეტად... ეს არის ეკონომიურად მდიდარი საუდის არაბეთის ოფიციალური იდეოლოგიის საფუძველი. ვაჰაბიზმის მიმდევრები ცხოვრობენ და მოქმედებენ ძირითადად სპარსეთის ყურის არაბთა საამიროებში, ასევე აზია-აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში. ბოლო წლებში ვაჰაბისტურმა მიმდინარეობებმა გამოჩენა იწყეს საბჭოეთის ყოფილი მუსულმანური რესპუბლიკების ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიასა და შუა აზიაში, ამჟამად ვაჰაბისტები განსაკუთრებით აქტიურობენ ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე, სადაც ისინი 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ.

"ვაჰაბიზმი" ნიშნავს "ხალას ისლამს". იგი მიმართულია ამ რელიგიის სათავე-საწყისისაკენ და შეიცავს ყველაზე რეაქციულსა და აგრესიულს რელიგიაში, ეს არის შემტევი ფუნდამენტალიზმი, რომლის მთავარი მიზანია "საღვთო ომი, ანუ ჯლჰადი" ნებისმიერი ურწმუნოების ჩსხვა რელიგიების- წინააღმდეგ. ბოლო წლებში ვაჰაბისტებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი ჩრდილო კავკასიაში ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით. მათი ძირითადი საყრდენი იყო ჩეჩნეთის სოფლები ყარამახისი და ჩუბანმახი, მაგრამ ეს სოფლები რუსეთის არტილერიამ მიწასთან გაასწორა და ისინი სხვაგან გაიფანტნენ. გადარჩა მათი არქივის ნაწილი, სადაც ნათლად ჩანს, რას ფიქრობენ ვაჰაბისტები ვაჰაბიზმზე და რა გეგმები ამოძრავებთ. მათი უმთავრესი იდეაა ღმერთის ანუ ალაჰის ერთიანობის უმკაცრესი და განუხრელი დაცვა. "ჭეშმარტი" ვაჰაბისტებისათვის არ შეიძლება არსებობდეს სხვა რელიგიები და ღმერთები, გარდა ალაჰისა - სხვა რწმენა დანაშაულია და სასტიკად ისჯება. ვაჰაბისტები არ თვლიან მუჰამედს, ანუ წინასწარმეტყველს ალაჰის მოციქულად, მით უფრო ღმერთად, რომ არაფერი ვთქვათ სხვა წმინდანებზე. ვაჰაბიზმი მიზნად ისახავს ისლამის გაწმენდას ყოველგვარი სიახლისაგან, ამას "ბიდა" ეწოდება და იგი შორსაა პოლიტიკისაგან. ებრძვიან ერეტიკულ სიახლეებს, და უმკაცრესად სჯიან ყოველგვარ გადახრებს ვაჰაბიზმისაგან. არ შეიძლება ადამიანმა დაბადების დღე იდღესასწაულოს, აკრძალულია ძეგლებისა და ქანდაკებების დადგმა, თუ ასეთი გააკეთე, შენ უკვე ერეტიკოსი, მოღალატე ხარ და მკაცრად უნდა დაისაჯო. აქედან მოდის ვაჰაბისტების კარჩაკეტილობა და პატარ-პატარა აგრესიულ თემებად დაყოფა, მათი ქმედებების უმკაცრესი რეგლამენტირება ჩმარგილობა-. აქედან ნაკარნახევია ვაჰაბისტების ფანატიკური თავგანწირულობაც მთის აულებსა და სოფლებში, როცა მხოლოდ გწამს ჯიუტურად შენი რწმენა და პათოლოგიურად გძულს მოწინააღმდეგე, მზად ხარ ეწამო, იტანჯო, მოკვდე კიდეც რწმენისათვის, რაც საბოლოოდ ღმერთის სამოთხეში მიგიყვანს. ეს მტკიცედ სწამს ნებისმიერ ვაჰაბისტს და "ნეტარობს", ვინაიდან იცის, რომ სწორად იქცევა. მართლმადიდებლობა მათთვის დაუძინებელი მტერია და მზადაა ყოველ წუთს გაანადგუროს იგი. მათი აზრით, კანონებს მხოლოდ ალაჰი გამოსცემს. ადამიანისათვის კანონშემოქმედების მინიჭება დიდი მკრეხელობაა და სასტიკად უნდა დაისაჯოს, ე.ი. ასეთი ადამიანი უნდა მოკვდეს.

მათთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ცნებები, როგორიცაა მარქსიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი, ათეიზმი, დემოკრატია და ა.შ. ვაჰაბისტებს ეკრძალებათ ყველა სხვა რწმენის ადამიანისათვის მხარდაჭერა და დახმარება. აკრძალულია იმაზე საუბარი და ბჭობა, რომ შესაძლებელია სახელმწიფოსაგან რელიგიის გამოყოფა. ეს მიჩნეულია დიდ ერესად, რაც უნდა დაისაჯოს და ამას ალაჰი არასდროს გაპატიებს. აქედან ცხადია, რომ ვაჰაბისტები არ არიან რაღაც აბსტრაქტული ისლამური ფუნდამენტალიზმის მომხრენი და სხვათა რელიგიების შემწყნარებლები. პირიქით! მათ სურვილი არ აქვთ მშვიდობიანად იცხოვრონ საერო ხელისუფლებასთან და სხვა რელიგიებთან. ვაჰაბისტებს ევალებათ კეთილმეზობლური შემწყნარებლობა გამოიჩინონ მხოლოდ თავისიანებთან ე.ი. მუსულმანებთან, ე.ი. ვაჰაბიზმის ამღიარებლებთან, რომლებიც აღიარებენ მხოლოდ შარიათით ჩალაჰის ხელისუფლებით!- დაშვებულ ცხოვრების წესებს, ხოლო ის, ვინც არღვევს შარიათის კანონებს, უნდა გაუსწორდე სიძულვილით, მოეკიდო როგორც მოსისხლე მტერსა და აწარმოო მის წინააღმდეგ ჯლჰადი, ანუ საღვთო ომი, რაც ნებისმიერი ვაჰაბისტისათვის ძირითადი საპატიო მოვალეობაა, რელიგიის დაცვის მწვერვალია, მოწოდებაა, რომ აწარმოო ომი ნებისმიერიჩ!- საშუალებით. ამ მხრივ ეს ნამდვილი ფაშიზმია.

ვაჰაბიზმი ითვალისწინებს ომში ბავშვების აქტიურ მონაწილეობასაც. "ძალა-სროლაშია!.." ქადაგებენ ისინი, ბავშვებს კი შეუძლიათ იარაღი აიღონ და დაუმიზნონ, ესროლონ, ხოლო თუ ბავშვებს მოკლავენ - მერე რა, ისინი ხომ ბოლოს ალაჰის სამოთხეში მოხვდებიან - ამტკიცებენ ვაჰაბისტები. აი, საიდან მოდის მათი ფანატიკური თავგანწირვა და საშინელი სისასტიკე. ისინი ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სროლის სწავლა უნდა იყოს ვაჰაბისტის ძირითადი სწავლა და სინანულით ქადაგებენ, რომ ახალგაზრდებს ტვინს უწყალებენისეთი თეორიებით, რომლებიც ვაჰაბიზმისათვის სრულიად უსარგებლოა. იმის მაგივრად, რომ იარაღი და სროლა შეასწავლონ, სისულელეებით უჭედავენ თავს.

ვაჰაბისტები სრულიად კანონიერად თვლიან ადამიანის გატაცებას გამოსყიდვის მიზნით და აქ ყურანს იშველიებენ. ისინი აცხადებენ: "მას შემდეგ, რაც ალაჰმა მაჰმადს ისლამის რელიგია აჩუქა, უქმდება ყველა სხვა რელიგია და ადამიანმა მთელ დედამიწაზე - ვინც არ უნდა იყოს იგი უნდა იწამოს ახალი, უკანასკნელი და დასრულებული რელიგია ალაჰისა - ვაჰაბიზმი", წინააღმდეგ შემთხვევაში იგი "კაფირად" ანუ მოღალატედ ცხადდება და მოელის სამუდამო სატანჯველი ჯოჯოხეთშიო!

ასეთია მოკლედ, ვაჰაბისტების "განმარტება" თავიანთი "უნივერსალური" რელიგიის შესახებ. რას წარმოადგენს ვაჰაბიზმი და რით გვემუქრება, დაე, მკითხველი თვითონ დაფიქრდეს და განსაჯოს!

ავტორი: ანდრო ქოჩიაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი