მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-04-21
ლეგენდის გახსენება

1991 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა მსოფლიო ფეხბურთის ჩაუქრობელი ვარსკლავი ლეგენდარული მიხეილ მესხი. ეს თარიღი შავი ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

მიხეილ მესხი იმისთვის იყო დაბადებული, რომ ფეხბურთის მთელი სილამაზე ეჩუქებინა მილიონობით მაყურებლისათვის.

თბილისელმა ჭაბუკმა, რომელსაც დიდ სპორტში სახელგანთქმულმა 35-ე საფეხბურთო სკოლამ დაულოცა გზა, მსოფლიო აღიარებას მიაღწია.

რომელი ერთი გავიხსენოთ.

1960 წელი 10 ივლისი. პარიზი. ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი, სსრკ - იუგოსლავია. მიშას დიდებული პასი და ვიქტორ პონედელნიკის მიერ თავით გატანილი გადამწყვეტი გოლი 2:1.

ტაშკენტის 1964 წლის 18 ნოემბრის ოქროს მატჩი. "დინამო" - "ტორპედო" (მ). 4:1. მიხეილ მესხის შესანიშნავი თამაში, მისი ჩინებული მიწოდებით ილია დათუნაშვილის მეორე გოლი და მიშა მესხის მიერ გატანილი მესამე გოლი, ბოლოს მესხის ბრწყინვალე ჩაწოდება "ტორპედოელთა" კარის გასწვრივ და მეტოქის მცველის ხელით თამაში... სლავას პენალტი.

1961 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ნაკრების ტრიუმფი სამხრეთ ამერიკის სტადიონებზე, მიხეილ მესხის და სლავა მეტრეველის ბენეფისი.

1960 წლის 28 მაისი. "ლოკომოტივის" სტადიონი. საერთაშორისო მატჩი "დინამო" - "შეფილდ-უენსდეი" (ინგლისი). მიხეილ მესხის დარტყმული პენალტი და მეკარე სპრიჯენტის კარის "ცხრიანში" გატანილი გოლი.

იმავე წლის 21 აგვისტოს ქ. სან-სალვადორის (ბრაზილია) "ბაისთან" მიხეილ მესხის ფანტასტიკური თამაში. 4:0.

1960 წელს სსრკ ჩემპიონატის პირველი წრის მატჩი ერევნის "სპარტაკთან" (7:4). მიშას ოთხი გოლი, მოსკოვის "ტორპედოსთან" 6:4...

1965 წელს რიო-დე-ჟანეიროს "მარაკანაზე" ფრედ 2:2 (ბრაზილია - სსრკ) დამთავრებულ მატჩში ასეთი კურიოზი მომხდარა. მიხეილ მესხისგან მოტყუებული ფეხბურთის მეფე - პელე, გაეკიდა მიშას, მისი თამაშით აღფრთოვანებული ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო. ამ შეხვედრის საყურებლად მოსული ამერიკის სენატორი რობერტ კენედი სპეციალურად ჩავიდა გასახდელში მატჩის შემდეგ, რათა მიხეილ მესხისთვის ხელი ჩამოერთმია.

მ. მესხი იყო უდიდესი მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში, მისი თამაში - ეს იყო ნამდვილი ხელოვნება.

არ შემიძლია არ მოვიგონო 1961 წლის გაზაფხული. მე-100 საშუალო სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრება ფეხბურთში. ფინალურ მატჩში ჩვენ მე-72 კლასელებმა დავამარცხეთ მე-82 კლასელები 2:1. მე ამ თამაშის მონაწილე ვარ და არასოდეს დამავიწყდება იგი არა მარტო მე, ყველას. ის დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში შევიდა, რადგან მატჩში იმსაჯა მიხეილ მესხმა, მაშინ მასთან ერთად ჩვენ სკოლაში იყვნენ მოსულები ბორის სიჭინავა, თემურ ცერცვაძე, ავთო ხელაძე და ვეტერანი ფეხბურთელი ვანო შუდრა.

გამარჯვება მოგვილოცა და პრიზი ტყავის ბურთი "დინამოელთა" ავოგრაფებით გადმოგვცა მიხეილ მესხმა. მას შემდეგ ზუსტად 40 წელი გავიდა. შოვინიზმით, შურით და ეგოიზმით იყვნენ მის მიმართ შეპყრობილები. ბევრჯერ ატკინეს გული ლეგენდარულ ფეხბურთელს როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში. როცა 1963 წელს ინგლისში ფეხბურთის 100 წელთან დაკავშირებით, ლონდონში გამოძახებულ მიხეილ მესხს მსოფლიო ნაკრებში უნდა ეთამაშა, მოსკოველმა ჩინოვნიკებმა ფიფაში დეპეშა აფრინეს - მესხი "ავადმყოფობის" გამო ვერ ჩამოვაო. მიშამ ეს ჩვეულ მოვლენად მიღო და გადაიტანა ყოველივე... არადა მიხეილ მესხს ვაშას შეძახილით ხვდებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე.

1969 წლის 16 ივლისს "ლოკომოტივის" სტადიონზე ქართველი ბიუროკარტების თაოსნობით, მიშა მესხს დიდი ფეხბურთიდან ნაადრევი "საზეიმო" გაცილება მოუწყეს ურუგვაის "ნასიონალთან" საერთაშორისო მატჩის დღეს. პირველი ტაიმის დამთავრების შემდეგ ორმოცი ათასი აცრემლებული მაყურებელი მქუხარე ტაშით და ატირებული ხმით მიშა, მიშას ძახილით აცილებდნენ ლეგენდას. ეს იყო ქართული ფეხბურთის დასამარების დღე. მაშინ პირველად "მოკლეს" მიხეილ მესხი.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ (1970 წლის საფეხბურთო სეზონში, ლეგენდარული ნოდარ ახალკაცის დაჟინებული თხოვნით, ცოტა ხნით ითამაშა თბილისის "ლოკომოტივში") ფეხბურთის ჯადოქარი 21 წლის მანძილზე სათავეში ედგა მის მიერ დაარსებულ ბავშვთა საფეხბურთო სკოლას "ავაზას".

1988 წელს ჩვენმა სასიქადულო ჟურნალისტმა, უამრავი წიგნის ავტორმა დემიკო ლოლაძემ გამოსცა წიგნი "მიხეილ მესხი". ჩემი წერილი დემიკო ლოლაძის სიტყვებით მინდა დავამთავრო.

"- არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით განუმეორებელ კვალს ტოვებენ. ისინი ყოველთვის ახსოვთ, ისინი მარად ეტალონად რჩებიან. ასეთთა რიცხვს ეკუთვნის მიხეილ მესხი. მისი საფეხბურთო შემართება, მოულოდნელი ფინტები, კარში უძლიერესი დარტყმები დღესაც ახსოვთ არა მხოლოდ ფეხბურთის ქართველ მოყვარულებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

მიხეილ მესხი წიგნზე მუშაობისას გავიცანი, სიტყვაძვირი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ პირველი საუბრიდანვე გამოჩნდა მისი გონებამახვილობა, იუმორი. იგი ისეთი წარმომიდგა, როგორც მისი ცნობილი ფინტის შესურლების დროს მახსოვს, რომლითაც ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს სტადიონებზე ძალიან ბევრ მეტოქეს სასოწარკვეთილებაში აგდებდა.

უდავოა, რომ ქართულ ფეხბურთში კვლავაც გამოჩნდებიან ახალი ბრწყინვალე ვარსკვლავები, მაგრამ უცილოა ისიც, რომ როდესაც არ უნდა შედგეს თბილისის "დინამოს" ყველა დროის იდეალური ნაკრები, მასში მე-11 ნომრად ყოველთვის მიხეილ მესხი იქნება".

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1999 წლის 18 ოქტომბრის განკარგულებით, ევროპის ჩემპიონი ფეხბურთში, XX საუკუნის საუკეთესო მარცხენა გრემარბი, გულშემატკივრის რჩეული სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მესხი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II-ხარისხის ორდენით.

მიხეილ მესხი ისე ნაადრევად წავიდა ცხოვრებიდან, როგორც ფეხბურთიდან.

ხვალ 10 წელი სრულდება ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებიდან.

ნათელი ხსოვნა მას.

ავტორი: გიორგი (ვაჟა) ჭიაურელი


კალენდარი
ნოემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი