მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
იწვიმებს, ბატონებო, იწვიმებს! ქართული ენის პირადი მცველის იზა ორჯონიკიძის ტრიბუნა

სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემების "ალიონისა" და "მოამბის" ჟურნალისტთა მეტყველების ნიმუშები:

"ალიონი"

"აქ საუბარია რამდენიმე მილიონით დაწყებული, ორი მილიარდით დამთავრებული" (ირმა ჯალაღონია, 25.04.01).

აჯობებდა გვეთქვა:

"დასაწყისში რამდენიმე მილიონზე ლაპარაკობდნენ, ბოლოს კი, ორ მილიარდზე შეთანხმდნენ" (ან ორ მილიარდამდე ავიდნენ). ან "რამდენიმე მილიონით დაიწყეს და ორი მილიარდით დაამთავრეს".

"ყველა მაქინაციას ფლობს შესანიღბად" (25.04.01).

"მაქინაცია" მაქინატორის დასრულებულ მოქმედებას ჰქვია, არ შეიძლება "მაქინაციის" ფლობა. მაქინატორმა მრავალი ხერხი, მრავალი ხრიკი იცის საიმისოდ, რომ შენიღბოს საკუთარი განზრახვა და განახორციელოს ჩანაფიქრი. სჯობდა გვეთქვა:

"ათას ხრიკს იყენებს თავისი ზრახვების შესანიღბად".

"საინტერესოა, რატომ უღირს ადმინისტრაციას ასეთ გარიგებაზე წასვლა" (25.04.01).

უმჯობესი იქნებოდა გვეთქვა:

"საინტერესოა, რად უღირს ადმინისტრაციას ასეთი (ან ამგვარი) გარიგება?" ან "საინტერესოა, რატომ (ან რად) აძლევს ხელს ადმინისტრაციას ეს (ასეთი) გარიგება?"

"საკმაოდ დიდი გადასახადები იმალება რესტორნების გადასახადებიდან" (25.04.01).

ტავტოლოგიაც რომ არ იყოს, ფრაზა მაინც გაუმართავია.

სჯობდა გვეთქვა:

"რესტორნებს დიდი შემოსავალი აქვთ, მაგრამ თანხის დიდ ნაწილს სახელმწიფოს უმალავენ..."

"ადგილების რაოდენობა ოთხასს შეადგენს" (25.04.01).

"არის ოთხასი ადგილი".

"ბევრი ხარვეზების აღმოფხვრა დასჭირდა" (25.04.01, სპორტული კომენტატორი. "ბევრი ხარვეზი აღმოფხვრა".

"ელდარ კურტანიძე უფრო მაღალი მიღწევებისათვის ემზადება" (25.04. 01). "ელდარ კურტანიძე უფრო დიდი წარმატების მისაღწევად ემზადება".

"სპორტსმენებისადმი ხელის შეწყობას საკმაოდ დიდი შედეგი მოჰყვა" (25.04.01, იგივე კომენტატორი).

"სპორტსმენთათვის ხელშეწყობამ კარგი შედეგი მოიტანა, ან ხელშეწყობას კარგი შედეგი მოჰყვა".

"გაზაფხული მთელი სიმძლავრით მოვიდა" (ალ. ფარულავა, 25.04.01).

ასეთ დროს ქართველები იტყვიან - "გაზაფხულმა იფეთქა, ძალა მოიცა" და ასე შემდეგ.

"მოამბის" საინფორმაციო სამსახური შუადღის სამ საათზე განაგრძობს მუშაობას (გვამცნობს "ალიონი" ყოველ დილით).

უნდა ვთქვათ - ...ნაშუადღევს, სამ საათზე...

"დათვები რომ ფუტკრები იყვნენ, არასოდეს გაიკეთებდნენ სახლს ასე მაღლა" (30.04.01, "ბასტი ბუბუ", ვინი-პუხის ზღაპარს უთარგმნიან პატარებს).

ეს წინადადება ვერ გავასწორეთ და ბევრიც ვიცინეთ!

ჩვენში სახლს აშენებენ, ბუდეს (ფრინველები!) იკეთებენ.

ფუტკრები "სახლს" არც იშენებენ და არც იკეთებენ, მათ დაბინავებაზე ადამიანი ზრუნავს, ველური ფუტკარი ბებერი ხეების ფუღუროებს ეტანება!

"ამ ძალიან ღვაწლმოსილ, შესანიშნავ პიროვნებას..."

"ამ ღვაწლმოსილ, შესანიშნავ პიროვნებას" - "ძალიან" არ არის საჭირო, ზედმეტია!

"მინდა ძალიან საინტერესო კონცერტის ანონსი მოგახსენოთ"

"ანონსის მოხსენება" უხერხული გამოთქმაა, "კონცერტის შესახებ გაუწყოთ!

"ეს კონცერტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდება იმათთვის, ვისაც აინტერესებს".

"ამ კონცერტით ძალიან დაინტერესდებიან ისინი, ვისაც უყვარს...

"გაიმართა ორი, ფაქტიურად, გრანდიოზული კონცერტი"

რა საჭიროა "ფაქტიურად"?! ("დილის გაზეთი" ამკვიდრებს "ფაქტობრივად").

"მომდევნო კვირა ძალიან საინტერესო აღმოჩნდება"...

სჯობს - "ძალიან საინტერსო იქნება".

"ვისაც ოდნავ მაინც ახსოვს" - "ოდნავ მაინც" არ არის საჭირო!

"იდირიჟორებს ბრამსის პირველ სიმფონიას" - უნდა ვთქვათ - "უდირიჟორებს"!

"სხვათა შორის, მე დავაფიქსირე ჩემთვის" (4.05.01).

"ჩემთვის" - ზედმეტია! მე ზმნასაც სხვას ვიხმარდი - ვთქვათ, აღვნიშნე.

ეს ერთფეროვანი და გაუმართავი ფრაზები მაია დათუნაშვილისაგან ახლახან, "ალიონის" ეთერში მოვისმინე!

გული მწყდება, რომ ქალბატონი მაია, ცნობილი მუსიკისმცოდნე (და არა მუსიკათმცოდნე) და სასიამოვნო ადამიანი, ასე უდიერად ექცევა მშობლიურ ენას! "ახალი 7 დღის" 1 თებერვლის ნომერში დაბეჭდილ ჩემს წერილში მრავლად მქონდა მოხმობილი მისი მეტყველების ნიმუშებიც, მაგრამ ავტორის დასახელებას მოვერიდე (ღმერთმა ხომ იცის, მტრობა, გაკილვისა და ვინმეს დამცირების არანაირი სურვილი არ მამოძრავებს!). ეტყობა, "ალიონის" წამყვანებმა და კორესპონდენტებმაც ყურად არ იღეს ჩემი საყვედური! იმავე წერილში ("ჩვენი ენა ქართული") ვთქვი, რომ მომავალში გვარებსაც დავასახელებდი, რა გაეწყობა - მე სიტყვის პატრონი ვარ და ვასრულებ ჩემს დანაპირებს!

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ "დილის გაზეთი" N 122.



კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი