მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
მშვენიერების ტაძარში - ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი მკითხველისთვის შემეხსენებინა, თუ რა დიდ და საჭირო საქმიანობას ეწევიან ჩვენი ქალები. ისინი ჩვენს დღევანდელ კომერციაზე გადასულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღების გარეშე რჩებიან.

ახლახან თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში წარმოდგენილი იყო გამოფენა-კონკურსი "მე მიყვარს თეატრი". სამი წლის წინათ პირველად შევხვდი ამ გალერეის ხელმძღვანელებს, საოცარ ქალებს, რომლებიც უხელფასოდ, თავდადებულად და უანგაროდ ემსახურებიან ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მისიას - მომავალი თაობის აღზრდას, ბავშვებში თავისუფალ აზროვნებას, შემოქმედებისა და ხელოვნებისადმი სიყვარულს ნერგავენ. გამოფენის გახსნამდე ვესაუბრე ლია გორგაძეს, მარინე თაბორიძეს, ლალი მესხს და ნინო ოქროპირიძეს. "მე მიყვარს თეატრი", - ამბობს გალერეის დირექტორი, ქალბატონი ლია გორგაძე, - ეს არის ბავშვების მიერ განცდილი, დანახული თეატრი... თეატრში რომ მიდიან, უკვე აკვირდებიან სცენოგრაფიას, მსახიობების ჩაცმულობას, და ასე იქმნება ბავშვის საკუთარი აზრი".

ჩვენს საუბარს შემოუერთდა ქალბატონი მარინე თაბორიძე. მისგან შევიტყვე, რომ ამგვარი გამოფენა-კონკურსები ამ გალერეაში 1975 წლიდან იმართება. პირველივე დღიდან ეს იყო უზარმაზარი ზეიმი, მთელი რესპუბლიკის რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ ბავშვები, იყო დიპლომების და საჩუქრების გადაცემა... აქ მარტო თეატრის მხატვრობაზე კი არ ლაპარაკობდნენ, უჩვენებდნენ სპექტაკლებს, ხვდებოდნენ მსახიობებს, თეატრის მხატვრებს, მულტიპლიკატორებს, დეკორატორებს და თეატრის სხვა მოღვაწეებს.

"გული მტკივა, რომ ბავშვები აღარ დადიან თეტრში, ალაბთ, ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა პრობლემების გამო, მშობლებს ვერ დაჰყავთ ბავშები თეატრში", - ამბობს ქალბატონი მარინე. ლია გორგაძე: "შარშანდელთან შედარებით, წლეულს, რატომღაც, არ არის ისეთი მრავალფეროვნება, იმდენი ნაკეთობა, თოჯინა... ადრე, ხანდახან, ბავშვები უფასოდ ესწრებოდენ სპექტაკლებს. თეატრებსაც ჰქონდათ ამის სურვილი. ეს, ალბათ, ისევ ეკონომიკური მიზეზების ბრალია - წინათ თეატრი სიამოვნებით თანხმდებოდა, ერთი დღე სპექტაკლი უფასოდ ეჩვენებინა".

ჩემს შეკითხვაზე, სად არის მშვენიერი და ბავშების აღზრდისთვის აუცილებელი მოზარდმაყურებელთა თეატრი, მივიღე მეტად გულსატკენი პასუხი, რომ ეს თეატრი, ფაქტობრივად, არ არსებობს: "შეყუჟულები არიან ხან სად, ხან სად... და ბავშვი, რომელიც იზრდებოდა და ვითარდებოდა "მოზარდთან" ერთად, მოკლებულია მისი ფორმირებისათვის ასეთ მნიშვნელოვან საზრდოს". ჩემი მოსაუბრისაგან შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ აუკრძალავთ თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების გავრცელება სკოლებში. ადრე, ჩვენ რომ ვსწავლობდით, გაჭირვებულ ოჯახებს თვითონ სკოლა უძენდა თეატრის აბონემენტებს, რომ ბავშვში თეატრით დაინტერესება გაჩენილიყო.

...მოვიდა გამოფენის - "მე მიყვარს თეატრი" გახსნის დრო და ორგანიზატორ ქალებთან ერთად, დარბაზში ავედი.

ლია გორგაძე: "სასიამოვნოა, რომ აქ ჩვენს კედლებში, პატარაობიდანვე დადიან და ეზიარებიან ხელოვნებას, მშვენიერებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მშობლებს. ჩვენ ყველაფერს ვერ ვახერხებთ და ისინი ხელს უწყობენ არა მარტო საკუთარ შვილებს, არამედ - ჩვენც. დადგება დრო და ისინი თავიანთ შვილიშვილებს მოიყვანენ"...

ქალბატონი, რომელმაც უკვე თავისი შვილიშვილი მოიყვანა: "ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო და პედაგოგებო, ეს არის მშვენიერების ტაძარი... აქ არის სულიერების სიწმინდე. ამ სიწმინდით ხატავენ ბავშვები".

მინდა შევახსენო მკითხველს, რომ ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა არა მარტო ბავშვთა ნახატების გალერეაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შეერთებული შტატების ჩათვლით. ამჟამად ჩვენი ბავშვების საუკეთესო სურათები პოლონეთშია გაგზავნილი. გალერეის ხელმძღვანელი ქალები არა მარტო უნერგავენ ბავშვებს ხელოვნებისადმი სიყვარულს, მის დაფასებას, მის ესთეტიკურ აღქმას, არამედ, ჩემი აზრით, იცავენ მათ იმ ნეგატიური ზეგავლენისაგან, რომელსაც ახდენს საზღვარგარეთიდან უპასუხისმგებლო "ბიზნესმენების" მიერ ჩამოტანილი იაფი, ვულგარული და ჩვენთვის მიუღებელი ფსევდოხელოვნების "ნიმუშები".

ავტორი: ლალი კონლანი


კალენდარი
დეკემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი