მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
პუტინის ფორმულა

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია,

რომ დსთ-ის ყველა ლიდერი უკვე იმყოფება მინსკში თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაემიჯნა ამ "თანამეგობრობას". პრეზიდენტების შეკრებას წინ უძღოდა სკანდალური ინციდენტი - ხუთშაბათს, გამთენიისას უცნობმა პირებმა მინსკში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ორი ხელყუმბარა ააფეთქეს. ასეთი რამ თბილისში რომ მომხდარიყო, შესაძლოა, ზოგიერთს ჩვეულებრივ ამბად მიეჩნია, მაგრამ ბელორუსებს საბჭოთა დროიდან შემორჩენილი უძლიერესი სპეცსამსახურები ჰყავთ, ანუ ზოგიერთი თვალსაზრისით, ჩვენს რეალობას მეტისმეტად პროვინციულად ვუყურებთ, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ თბილისში მსგავსი არაფერი მომხდარა.

გუშინვე რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა საძირკველი ჩაუყარეს მინსკში რუსეთის ახალი საელჩოს გრანდიოზულ შენობას და თითო აგურიც დადეს სიმბოლურად.

ეს ძალიან საინტერესო ფაქტია იმ გნიასის გათვალისწინებით, რაც თან ახლავს (მათ შორის, საქართველოში) რუსეთ-ბელორუსიის კავშირის შექმნას. როგორც ჩანს, ამ "კავშირის" მიუხედავად, ბელორუსია სულაც არ აპირებს, დათმოს სუვერენიტეტი და სხვა სახელმწიფოს ნაწილად იქცეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რა საჭიროა საელჩოს გრანდიოზული შენობის აგება.

'ედუარდ შევარდნაძის ჩასვლა ბელორუსიაში მნიშვნელოვანი იყო, რათა მოგვეხდინა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 25 მაისს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხუთშაბათს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა კავკასიური ოთხეულის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა ჰეიდარ ალიევი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხეულთა შეხვედრები გარკვეულ ორგანიზაციად ყალიბდება, თავისებური წესდებითა და როტაციით. ამ როტაციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტსაც მოუწევს ოთხეულის თავმჯდომარეობა. ორსაათიანი შეხვედრის შედეგად, ოთხეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას კავკასიაში ალტერნატივა არა აქვს და მხოლოდ ამ პირობით გახდება შესაძლებელი თანამშრომლობის განვითარება. ძალიან საინტერესო მომენტია განცხადების ის ადგილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კავკასიის საქმეები თვით კავკასიურმა სახელმწიფოებმა უნდა მოაგვარონ. როგორც ჩანს, რუსეთმა შეძლო თავისი ფორმულირების გატანა, ვინაიდან სულ ცოტა ხნით ადრე, სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას აცხადებდა, რომ კავკასიური პროცესი უნდა განვითარდეს ფორმულით 3+3+2, იგულისხმება საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი + რუსეთი, თურქეთი, ირანი + ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი ოსტატურად სარგებლობს იმ გარემოებით, რომ თავად არათუ რეგიონულ ზესახელმწიფოა, არამედ კონკრეტული კავკასიური სახელმწიფოც. ამიტომ პუტინის დოქტრინა დამყარებულია ფორმულაზე 4+0. სარწმუნო წყაროთა ცნობით, ედუარდ შევარდნაძე ამ ფორმულას არ დაეთანხმა და მისი პოზიცია, გარკვეულწილად, აისახა კიდეც განცხადებაში, ვინაიდან მასში ნათქვამია, რომ საერთაშორისო გაერთიანებამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს კონფლიქტების მოგვარებაში. გარდა ამისა, კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი ნიუანსი: განცხადებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მადლობას უხდიან რუსეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აქტიური მონაწილეობისთვის. რასაკვირველია, იგულისხმება სამშვიდობო მოლაპარაკება და არა საომარი მოქმედებები, თუმცა, არც ალიევს და არც კოჩარიანს არა აქვთ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ერთ-ერთი მხარე იყო იმ ომში, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა იმ განცხადებაში საერთოდ არ ახსენებს აფხაზეთს და არ უხდის მადლობას რუსეთს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად. ასეთი სხვაობა თავისთავად, ბევრისმეტყველია. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, დღეს სახელმწიფოს მეთაურთა სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი აპირებს ძალიან მკვეთრი განცხადების გაკეთებას აფხაზეთის თაობაზე და რუსეთის მხრიდან სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის შესახებ, რაც გამოიხატა აფხაზეთისა და ოსეთის მონაკვეთზე სავიზო რეჟიმის დაწესებაში. გარდა კავკასიური ოთხეულის შეხვედრისა, გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს. მათ მოილაპარაკეს, რომ უკვე მომავალ ოთხშაბათს შეხვდებიან ერთმანეთს იალტაში, რათა მიიღონ ყირიმის დეკლარაცია სუუამის საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. ჯერჯერობით, სუუამი მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა. მისი გაფორმება საერთაშორისო ორგანიზაციად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ეს დაადასტურებს, რომ ხმები სუუამის გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია. ამჟამად არსებული ცნობებით, ყირიმის შეხვედრაში, მომავალ კვირას მონაწილეობას მიიღებენ საქართველო, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა. მომავალში შესაძლოა, სუუამს რუმინეთიც შეუერთდეს. მაშასადამე, ეს ქვეყნები კვლავინდებურად აგრძელებენ დამოუკიდებელ კურსს და არ აპირებენ, შეურიგდნენ პუტინის დოქტრინას.

ავტორი: მალხაზ ჩაჩავა


კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი