მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
როგორ უნდა შეასრულო შეუსრულებადი ბიუჯეტი

თუ მაისის ბიუჯეტი არ შესრულდა, პრეზიდენტის მრისხანება შესაძლოა, ბევრს დაატყდეს თავზე, რადგან ედუარდ შევარდნაძე ახლა უკვე აღარავის აპატიებს სავალუტო ფონდთან

ურთიერთობების საბოლოოდ ჩაშლას.

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს მთავრობას ბიუჯეტის შესრულების სურვილი არ გააჩნია. ამის მიუხედავად, 65,9 მილიონი ლარის ნაცვლად, 30 მაისის მონაცემებით, მხოლოდ 43,2 მილიონი ლარია შემოსული. გუშინ საღამოს ოფიციალური სტრუქტურები 30 მაისის ინფორმაციით სარგებლობდნენ, ხოლო რა მოხდა 31 მაისს, მხოლოდ პირველი ივნისისთვის გახდება ცნობილი.

აქედან გამომდინარე, ყველა თავს იკავებს კომენტარისგან. გუშინ საღამოსაც არავინ იცოდა, შეძლებს თუ არა საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო 42-პროცენტიანი გარღვევის შევსებას. რაც შეეხება სახელმწიფო სპეციალურ ფონდებს, მათ ანგარიშზე 4,7-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანება მოდის.

საგადასახადო შემოსავლების კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა, საგადასახადო ინსპექცია ცოტა უკეთ ართმევს თავს საქმეს. მან 68 პროცენტით შეასრულა გეგმა და ერთ დღეში 6,5 მილიონი ლარი რჩება მოსაპოვებელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოგების გადასახადებს წინასწარ (რამდენიმე წლით) ახდევინებენ მეწარმეებს, შეიძლება საგადასახადო ინსპექციამ პრეზიდენტის ქებაც დაიმსახუროს. რაც შეეხება საბაჟოს, მართალია, ფინანსთა სამინისტრო ტრადიციულად დღგ-ის გადასახადს იმპორტიორებს უკან აღარ უბრუნებს, მაგრამ გეგმის შესრულება საბაჟოს კუთხით მაინც არ მოხერხდა. თუ ამას ადრე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში არსებული იერარქიული გაუგებრობა აბუნდოვანებდა, ახლა ნათელია, რომ საბაჟოს ახალმა უფროსმა ერთ დღეში დარჩენილი 12,3 მილიონი ლარის პროდუქცია უნდა განაბაჟოს. არა და, ეს მეტისმეტად აუცილებელი იქნება, რადგან შესაძლოა, აჭარა ვეღარ დაეხმაროს ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან ცენტრმა თავისი ვალდებულებები არ შეასრულა.

ერთი სიტყვით, ყველა მობილიზებულია საიმისოდ, რომ ბიუჯეტი შესრულდეს, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, რომ შესრულება მხოლოდ ფორმალურად, ქაღალდზე მოხდეს.

სამაგიეროდ, პასუხისმგებელი გაუცემელ ხელფასებსა და პენსიებზე, დაუფინანსებელ პროგრამებზე საქართველოს ბუნებაში არ იარსებებს, თუმცა, ალბათ, ასარჩევია პრაქტიკა, ვინ უნდა მოვატყუოთ, საკუთარი ხალხი თუ სავალუტო ფონდი. ასეთი პრაქტიკა, ალბათ, სამომავლოდაც გამოგვადგება - წინ მთელი ზაფხულია, ხოლო სექტემბრიდან შესაძლოა, ბიუჯეტის შესრულებაზე უფრო საინტერესო მოვლენების თანამონაწილენიც აღმოვჩნდეთ, თუმცა, ერთი მეორეს ვერ ცვლის.

მისტერ სემი ბიძია სემის ქვეყნიდან

გიორგი ასანიშვილი

როგორც კი საქართველოს პრეზიდენტს გაუჭირდება ხოლმე, ოკეანის გაღმიდან უმალ აგზავნიან მაშველ ძალას. ასეა ამჯერადაც. დღეს ედუარდ შევარდნაძეს ნამდვილად არ ულხინს: "მუხროვანის სინდრომისგან" პოლიტიკურ ელიტას ჯერ ისევ უკანკალებს მუხლები, საფრთხის ქვეშ დგას პრეზიდენტის ინიციატივა მინისტრთა კაბინეტის შემოღების თაობაზე,

კაცმა არ იცის, რა მოხდება დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მინსკის სამიტზე...

ჰოდა, ვაშინგტონიდან დესანტმა არ დააყოვნა. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კანზარის შტატიდან სემ ბრაუნბეკი მიიღო. ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოში - სენატორი ჩვენს ქვეყანას პირველად 1998 წლის აპრილში ეწვია.

სემ ბრაუნბეკის თქმით, შევარდნაძესთან გუშინდელი შეხვედრით ის კმაყოფილია. "ჩვენ მრავალ საკითხზე ვისაუბრეთ", - აცხადებს სტუმარი, თუმცა, მოლაპარაკების თემებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ ზოგადად შენიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის განმტკიცება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან (ამერიკელი სენატორი ამ რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს). იმდენად, რამდენადაც სემ ბრაუნბეკი "აბრუშუმის გზის" სტრატეგიის ერთ-ერთი ინიციატორია, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტთან მისი საუბრები, ალბათ, ამ თემასაც გადასწვდებოდა.

რაც შეეხება "ვაშინგტონ პოსტში" ბოლო ხანებში გამოქვეყნებულ სტატიაში გატარებულ მოსაზრებას, რომ ედუარდ შევარდნაძე ვეღარ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას, სემ ბრაუნბეკი მას კატეგორიულად არ ეთანხმება. "ის ფაქტი, რომ მუხროვანის ინციდენტი ასე სწრაფად მოგვარდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს და მის პრეზიდენტს შესწევთ უნარი, გაუმკლავდნენ ასეთ შემთხვევებს", - აღნიშნავს სტუმარი.

შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამერიკელი სენატორი ჩვენთვის ესოდენ ნაცნობ - კორუფციის თემასაც შეეხო. "ანტიკორუფციული კამპანია ძალზე მნიშვნელოვანი წამოწყებაა. იმისთვის, რომ სამეწარმეო საქმიანობა გაფართოვდეს და განვითარდეს, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველაფერი კანონს დაექვემდებარება და კორუფციისთვის ადგილი აღარ დარჩება. ამიტომ, ეს კამპანია რაც შეიძლება სწრაფად და აგრესიულად ჩატარდეს", - ბოლოს ასეთი ლოზუნგი დაგვიტოვა სენატორმა გაუბედურებული ქვეყნის შვილებს და თავის ბედნიერ ქვეყანას მიაშურა.

ავტორი: ლალი ზირაქიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი