მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-06-19
სანდრო მრევლიშვილის ახალი ჩანაფიქრი

შენობის გარეშე დარჩენილმა მეტეხის თეატრმა და მისმა დამაარსებელმა სანდრო მრევლიშვილმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალურ ხერხს მიმართეს. ახლო მმომავალში "თბილისობასთან" დაკავშირებით, თბილისელები კიდევ ერთ სანახაობას ვიხილავთ.

პატარა ანტიკური თეატრი, რომელსაც სფერული ფორმა ექნება "9 აპრილის" ბაღში დაიდებს ბინას, ქალაქის მერიის ფინანსური დახმარებით. მაყურებელი თეატრს სეზონურად ეყოლება. ზამთარში იგი კვლავ თბილ "ძველ სახლში" გადაინაცვლებს. ამგვარი კონსტრუქციის შექმნაზე რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი კარგა ხანია ფიქრობდა.

- 70-იანი წლების ბოლოს შევქმენით უნიკალური თეატრალური კონსტრუქცია, - ამბობს ბატონი სანდრო, - მას თეატრალური კარავი ერქვა. ეს ასაწყობ-დასაშლელი კონსტრუქცია თავის დროზე კომუნარების - "ალექსანდროვის" ბაღში იდგა. ახლა მას "9 აპრილის ბაღი" ჰქვია. იქ თავისუფალ მოედანზე იდგა ძალიან კარგი, უნიკალური ნაგებობა. მერე რაღაც მოხდა. რევოლუციონერების სასაფლაოს გაკეთება გადაწყვიტეს და აიღეს ეს კარავი. შემდეგ ბატონმა ჟიული შარტავამ მთხოვა, რუსთავს აჩუქეო. ახლაც დგას რუსთავში დიდი გუმბათი, რომელშიც თოჯინების თეატრია განთავსებული.

გავიდა დრო და რადგან მეტეხის თეატრი პრაქტიკულად შენობის გარეშე დარჩა, გადავწყვიტეთ, კვლავ მიგვემართა ამ ხერხისთვის და შეგვექმნა ძალიან განსხვავებული ესთეტიკის თეატრალური გარემო. ეს სრულებით არ ეწინააღმდეგება ბაღის, პარკის დანიშნულებას, გასართობ ფუნქციას.

ბაღში არც ერთი მწვანე ნარგავი არ იჭრება. არაფერს ზიანი არ ადგება. "9 აპრილის" ბაღში შესანიშნავი ძეგლი დგას, გოგი შხვაცაბაიასი. ძეგლს ამ გარემოში ჩავსვამთ. ჩვენს თეატრს გადაწყვეტილი აქვს, სპექტაკლად წარმოვადგინოთ დავით კლდიაშვილის "უბედურება". ამ ნაწარმოებში ძალიან ბევრია ანტიკური დრამის, ტრაგედიის ელემენტი. თუ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ, ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება. რა გამოვა ამისგან, ღმერთმა იცის, თეატრის შენობა შაპიტოს ტიპის, სეზონური გადახურვით მოეწყობა. აუცილებელი არაა, ბაღში მაინცდამაინც ჟანგიანი ატრაქციონები ტრიალებდეს. აქ შეიძლება გასართობი ელემენტიც იდგას. ცნობილმა თეატრალურმა ტრადიციულმა კოლოფმა, ჩემი აზრით, დრო მოჭამა. არქიტექტურული ნორმებით შეზღუდული სივრცე მაინც თავისას კარნახობს შემოქმედს. პიტერ ბრუკის მაგალითი თუ ამეტყველდა, ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება. რაზეც ახლა ვმუშაობთ, ეს ძალიან სერიოზული სასიცოცხლო საკითხია.

თბილისის მერიის გარდა, სხვა არავინ გვეხმარება. რა თქმა უნდა, იქ იქნება ჯგუფი, რომელიც კონსტრუქციაზე იმუშავებს.

სულ მალე კიდევ ერთი საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდებით. ამ დღეებში გვეწვევა ზაარბრიუკენის თეატრი. თბილისელი მაყურებელი იხილავს ცნობილ პიესას - "გოდოს მოლოდინში". ჩვენ შარშან ვიყავით იქ გასტროლებზე. ახლა, საპასუხო ვიზიტით, ისინი ჩამოდიან. სტუმრებს სპექტაკლები ექნებათ თავისუფალ თეატრში (23-25 ივნისს), ვინაიდან ის გარემო მიესადაგება მათ სპექტაკლებს, ამავე დროს მეტეხის თეატრის ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი მეორე სპექტაკლზე მუშაობს. "მოდი, ვნახოთ ვენახი" - პირველად სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა 1974 წელს მეტეხის თეატრი. განახლებულ სპექტაკლს მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს. ესეც იმ ახალ გარემოში იქნება ნაჩვენები. მსახიობები და მათი თაყვანისმცემლები ზამთარში კვლავ "ძველ სახლს" დაუბრუნდებიან. ეს პრინციპი თავის დროზე ჰქონდა შექსპირის თეატრს - "გლობუსს".

ავტორი: თეა ცაგურიშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი