მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-01-09
2000 წელი: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ქრონიკა
წლის საპატიო სტუმრები: ნატოს გენერალური მდივანი ლორდი ჯორჯ რობერტსონი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გერხარდ შრიოდერი; ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქი, მისი უწმინდესობა გარეგინ მეორე.

წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები: ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები; რუსეთმა დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე თავის სამხედრო ბაზებში არსებული საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ქონების გატანა; ძალაში შევიდა რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან შემოღებული მიმოსვლის სავიზო რეჟიმი.

წლის ინციდენტი: პოლიციამ ზესტაფონის შესასვლელთან დააკავა აკაკი ელიავა და მისი ოთხი მომხრე და მათგან ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება მოითხოვა. ინციდენტი იმით დამთავრდა, რომ აკაკი ელიავა და გოჩა გვილავა და იღუპნენ, დანარჩენი სამი პიროვნება კი დააპატიმრეს;

წლის განცხადება: საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონების ნაწილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხებზე მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ; კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა დაასახელა კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებსაც მან ქვეყნის ენერგოსისტემის სავალალო მდგომარეობამდე მიყვანაში დასდო ბრალი;

წლის სკანდალი: გადაცემა "60 წუთში" მწერალთა კავშირის მისამართით გამოთქმული ბრალდების გამო ატეხილი აჟიოტაჟი;

წლის კურიოზი: პრეზიდენტობის პრეტენდენტმა როინ ლიპარტელიანმა სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურებს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით მიმართა;

იანვარი

1 -ამოქმედდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსი.

6 - ორთვიანი პაუზის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისით" განაახლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა მუშაობა.

7 - იერუსალიმის პატრიარტმა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადასცა "წმინდა აკლდამის რაინდთა წმინდა ჯვრის ორდენი".

14-15 - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი.

19 - როკის უღელტეხილზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაიღუპა სამგზავრო ავტობუს თბილისი-მოსკოვის 16 მგზავრი.

20 - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ედუარდ შევარდნაძის წარდგენის შესახებ ცსკ-ში ოფიციალური განაცხადი შეიტანა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა.

24 - დსთ-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით.

- პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს.

- მიხეილ სააკაშვილმა დაიკავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

25 - მოსკოვში შედგა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.

- მოსკოვში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტების მონაწილეობით.

26 - კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ გასცა სანქცია საქართველოს კავშირგაბმულობის ექს-მინისტრის - ფრიდონ ინჯიას დაპატიმრებაზე.

თებერვალი

1 - გაიხსნა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია.

3 - სოხუმში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მოლაპარაკება.

9 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პარლამენტში გამოვიდა ყოველწლიური მოხსენებით, "1999 წლის შედეგებისა და 2000 წლის საშინაო და საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების შესახებ".

- ოფიციალურად დაფუძნდა მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების ბაზაზე შექმნილი გაერთიანება "საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ცენტრი".

17 - დემოკრატიული აღორძინების კავშირმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის კანდიდატურა.

19 - საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ბათუმური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი.

22 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბათუმში ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ასლან აბაშიძესთან.

23 - საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობინ კუკი.

- საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

25 - ლიბერალურ-ეკონომიკური პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩია მრეწველთა პარტიის ყოფილი ლიდერი ბესო ჯუღელი.

29 - ოცდაშვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას პრეზიდენტის არჩევნების ბოიკოტის შესახებ.

- ამოიწურა პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის ვადა.

მარტი

9 - მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა.

10 - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატი: ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ ჯოგლიძე, ვაჟა ჟღენტი, თენგიზ ასანიძე, ქართლოს ღარიბაშვილი, ასლან აბაშიძე და ჯუმბერ პატიაშვილი.

- საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

14 - პრეზიდენტობის კანდიდატ ჯუმბერ პატიაშვილს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვემო ქართლს ეწვია, ბოლნისში კვერცხები დაუშინეს.

- პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა როინ ლიპარტელიანმა სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართა.

15 - პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კენეტ სპენსერ იალოვიცი.

- საქართველოს ეწვია უკრაინის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომელმაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გადასცა უკრაინის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენი.

20 - ლაგოდეხის რაიონის სოფელ კავშირთან ავარიაში მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი.

22 - საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, რომელმაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავისი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - "ისთიგლალის" (დამოუკიდებლობის) ორდენით დააჯილდოვა.

27- საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯორჯ ტენეტი.

28 - საქართველოს ესტუმრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - მესროპ მაშტოცის ორდენი გადასცა.

- საქართველოს ეწვია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ჰანს კრისტიან კრიუგერი.

30 - საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი.

31 - 1999 წლის საუკეთესო მეწარმედ დასახელდა კომპანია Gჭშ-ის პრეზიდენტი, ამჟამად პარლამენტის წევრი ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გადასცა.

აპრილი

7 - პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაზიზ კამილოვს.

8 - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან აბაშიძის განცხადება მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

9 - საქართველოში გაიმართა პრეზიდენტის არჩევნები.

16 - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია ედუარდ შევარდნაძე.

18 - საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყნის ძირითად კანონში აჭარა დააფიქსირა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა.

20 - საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება "1991-92 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ".

24 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰელე დეინი.

28 - საქართველოს ეწვია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია.

30 - გაიმართა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაციის ცერემონია.

მაისი

2 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა მთავრობის წევრებს - სახელმწიფო მინისტრსა და მინისტრებს, რომლებმაც, კონსტიტუციის შესაბამისად, მოიხსნეს უფლებამოსილება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე მათ მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა.

- პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბენიტა-მარია ფერერო-ვალდნერს.

4 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ეროვნული პარლამენტარების თავმჯდომარეთა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია გაიმართა.

10 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქი, მისი უწმინდესობა გარეგინ მეორე.

11 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გიორგი არსენიშვილი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.

17 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხებში ფრენსის დენგს.

19 - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საფინანსო-საბიუჯეტო კრახის შედეგების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია.

- საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ რევაზ შავიშვილმა გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

20 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ივანე ჩხარტიშვილი დაინიშნა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, დავით თევზაძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ირაკლი მენაღარიშვილი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კახა თარგამაძე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სესილი გოგიბერიძე დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ვახტანგ ქუთათელაძე დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად.

22 - ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

25 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2000 წლის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიები მიენიჭათ პოეტ ლია სტურუას, მომღერალ ნანი ბრეგვაძეს, მხატვარ ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვს, რეჟისორსა და სცენარისტს რევაზ გაბრიაძეს და რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს.

26 - აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

- მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი.

27 - საქარველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მალხაზ კაკაბაძე დაინიშნა საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა საქართველოს განათლების მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჯონი ხეცურიანი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ავთანდილ ჯორბენაძე დაინიშნა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად.

30 - საქართველოს პარლამენტმა მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრად დაამტკიცა მერაბ ჩხენკელი.

- საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრად დაამტკიცა მიხეილ უკლება.

- საქართველოს პარლამენტმა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრად დაამტკიცა დავით მირცხულავა.

- საქართველოს პარლამენტმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დაამტკიცა ვალერი ვაშაკიძე.

- საქართველოს პარლამენტმა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ დაამტკიცა სულხან მოლაშვილი.

ივნისი

1 - ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს მოხდა ინციდენტი, რომელიც ერთგვარ დაძაბულობაში გადაიზარდა.

2 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მერაბ ადეიშვილი დაინიშნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად.

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ნინო ჩხობაძე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.

5 - კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მივლინებულმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოლაპარაკებების შედეგად, შეძლეს გაეთავისუფლებინათ გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის მძევლად აყვანილი წარმომადგენლები.

6 - საქართველოში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ.

9 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ხოსე ალვარო ჰილ-რობლესს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარების გასაცნობად ეწვია საქართველოს.

12 - თბილისში, ვაგზლის მოედანზე, "ბავშვთა სამყაროში" აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს საათიანი მექანიზმით ასაფეთქებლად მომზადებული 1,5 კილოგრამი ტროტილი.

13 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, დავით კირვალიძე დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად.

16 - საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე აირჩია პარლამენტარი ნანა დევდარიანი.

- საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცა ივანე მერაბიშვილი, შემოსავლებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარედ - ვიტალი ხაზარაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ბეჟან გონაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ზეზვა ღუღუნიშვილი.

17 - კალათბურთელ ვაჟთა IX ეროვნული ჩემპიონატი ბათუმის "ბასკოს" გამარჯვებით დასრულდა.

20 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვს ეწვია. იგი კრემლში მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

- ტრადიციონალისტთა კავშირმა და ლიბერალურ-ეკონომიკურმა პარტიამ დააფუძნეს ალიანსი - "მემარჯვენე ალტერნატივა".

21 - მოსკოვში მუშაობა დაიწყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

24 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ილია კლებანოვი.

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ჰიმნი და დროშა.

27- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლორდ რასელ ჯონსტონის ოფიციალური მიწვევით, სტრასბურგს გაემგზავრა.

29 - საპარლამენტო უმცირესობამ ლიდერად აირჩია ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე.

30 - საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა ზურაბ აბაშიძე.

ივლისი

4 - მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა დაასახელა კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც მან ქვეყნის ენერგოსისტემის სავალალო მდგომარეობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

9 - ზესტაფონის შესასვლელთან პოლიციამ დააკავა აკაკი ელიავა და მისი ოთხი მომხრე. ისინი სამართალდამცავებმა პოლიციის საქალაქო განყოფილებაში მიიყვანეს და მოსთხოვეს ჩაებარებინათ ცეცხლსასროლი იარაღი. ინციდენტი იმით დასრულდა, რომ აკაკი ელიავა და გოჩა გვილავა დაიღუპნენ, ხოლო ელიავას სამი მომხრე დააკავეს.

- საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას "ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავების შესახებ", რომლის ძალითაც შეიქმნა უმაღლესი რანგის, სპეციალური, უფლებამოსილი ჯგუფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით.

11 - სოხუმში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უსაფრთხოების ზონაში სტაბილიზაციის შესახებ. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი არსენიშვილმა, აფხაზური მხრიდან - პრემიერ-მინისტრმა ვიაჩესლავ ცუგბამ.

14 - ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხები და ვითარება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე.

17 - ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოფი ციალური ვიზიტი.

19 - დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა, ხოლო ბუკინგემის სასახლეში ედუარდ შევარდნაძესა და ქალბატონ ნანული შევარდნაძეს შეხვდა დედოფალი, მისი უდიდებულესობა ელიზაბეთ II.

28 - თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს დედაქალაქის 2000 წლის ბიუჯეტი.

29-30 - მოსკოვში მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საბოლოოდ დაკონკრეტდა ქვეყნიდან რუსეთის ჭარბი შეიარაღების გატანისა და უტილიზაციის გეგმა-გრაფიკი.

30 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კახეთის რეგიონს ეწვია და გვალვისგან დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოინახულა.

აგვისტო

3 - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსი სერ ჩარლზ გეთრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დევიდ მენინგი.

4 - თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იუშჩენკო შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას და სახელმწიფო მინისტრ გიორგი არსენიშვილს.

- რუსეთმა დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე თავის სამხედრო ბაზებსა და საწყობებში არსებული საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ქონების გატანა. ტანკები, ჯავშანმანქანები და არტილერია რკინიგზის პლატფორმებით ჩატანილ იქნა ბათუმამდე, საიდანაც შავი ზღვის ფლოტის გემებით ტუაფსესა და ნოვოროსიისკის პორტებში გადაიზიდა.

- წალკის რაიონში ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობის ერთი ნაწილი ჩასახლებული აჭარლების დარბევას შეეცადა.

- ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამი თანამშრომელი - საქართველოს, იტალიის და საფრანგეთის მოქალაქეები.

13 - გაათავისუფლეს პანკისის ხეობაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მძევლად აყვანილი თანამშრომლები: საფრანგეთის მოქალაქე სოფი პროკოფიევი, იტალიის მოქალაქე ნატალი ზელინო და მათი მძღოლი, საქართველოს მოქალაქე იური დარჩიევი.

15 - დაუდგენელმა პირებმა სოხუმში მოკლეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაეროს სოხუმის ოფისის კონსულტანტი, აფხაზეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ აჩბა.

18 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იალტაში ორმხრივი შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან, სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან და მოლდოვას პრეზიდენტ პეტრე ლუჩინსკისთან.

29 - გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მსოფლიო გამოფენის "ექსპო-2000"-ის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს დღე. გაიმართა საქართველოს ექსპოზიციის პრეზენტაცია, რომელზეც სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

სექტემბერი

4 ვაზიანიდან ბათუმში გაიგზავნა რუსეთის სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით დატვირთული რიგით მეორე სარკინიგზო ეშელონი. ტექნიკის გატანა განხორიციელდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6 - ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს "ათასწლეულის სამიტი".

7 - საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვედრა-საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბილ კლინტონთან, სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტთან, მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელ დირექტორ კეტრინ ბერტინისთან.

- სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" შედგა ახალი საზოგდოებრივი ორგანიზაცია "ახალი მოძრაობის" პრეზენტაცია.

15 საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იუნესკოს გენერალურ დირექტორს კოიშირო მაცურას შეხვდნენ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

15-30 სიდნეიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

26 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ნატოს გენერალური მდივანი ლორდი ჯორჯ რობერტსონი.

28 ბერლინში გაიმართა გერმანიის გაერთიანების მეათე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, რომლებშიც თავის ძველ თანამოაზრეებთან და კოლეგებთან, მსოფლიოში აღიარებულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- ვახტანგ რჩეულიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

ოქტომბერი

1 - ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა 12 პატიმარი, რომელთა შორის იყვნენ ფინანსთა ექს-მინისტრი გურამ აბსანძე და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია.

4 -პარლამენტარ ნოდარ ჯავახიშვილს შეემთხვა ავტოავარია, რომლის შედეგად დაიღუპა გერმანიის საელჩოს თანამშრომელი.

8 - ქედის და მარტვილის რაიონებში გაიმართა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები. ქედის რაიონში გაიმარჯვა ამ რაიონის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ არსენ მგელაძემ, მარტვილის რაიონში - კავშირგაბმულობისა და ფოსტის ყოფილმა მინისტრმა ფრიდონ ინჯიამ.

10 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.

- საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, გიორგი ბარამიძე დაინიშნა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ.

- ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" მთავარი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარედ დაინიშნა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ ადამია.

12 - საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვლადიმირ გუდევმა.

- თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დელეგაცია თავმჯდომარის მურთუზ ალესკეროვის ხელმძღვანელობით.

- ამბროლაურის რაიონის სოფელ ფუტიეთის ტყეში დააკავეს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაქცეული ფინანსთა ექს-მინისტრი გურამ აბსანძე და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია.

14 - ძალაში შევიდა საქართველოსა და პოლონეთს შორის მგზავრობის სავიზო რეჟიმი.

16 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რადიოინტერვიუში გააკეთა განცხადება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონების ნაწილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ.

-თბილისი-თელავის გზატკეცილზე, მუხროვანის მახლობლად აღმოაჩინეს იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო რუსოს გვამი.

19-20 - თბილისში გაიმართა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ეტაპობრივი შემცირებისა და ქვეყნიდან მათი გატანის შესახებ სტამბოლის შეთანხმების რეალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი.

20 - დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით ზუბიტაშვილი.

- რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე, ასას ხეობაში, საქართველოს სასაზღვრო ძალების არხოტის საგუშაგომ გამოავლინა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი. მოგვიანებით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ძალისხმევით, მოხერხდა საზღვრის დამრღვევთა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ განდევნა.

- ჩატარდა მწერალთა კავშირის XX ყრილობა. ყრილობამ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩია თამაზ წივწივაძე.

25 - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა "ილ-18"-მა, რომელიც ასრულებდა რეისს ჩკალოვსკი-ბათუმი, მტირალას მთის მიდამოებში კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ეკიპაჟის 11 წევრი და 75 მგზავრი, მათ შორის - საქართველოს 9 მოქალაქე.

27 - ქართველ მესაზღვრეთა ჯგუფი ასას ხეობაში ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი მესაზღვრე.

ნოემბერი

3 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ცნობილი ამერიკელი მეცენატი ჯორჯ სოროსი.

- გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ვახტანგ ჭკუასელთან, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ "აბსურდული პუბლიკაცია" უწოდა.

4 - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ჯონი ხეცურიანი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

7 - აღინიშნა მეფე ერეკლე მეორის დაბადების 280 წლისთავი და გმირი მეფის სატახტო ქალაქის იუბილე - თელავის დაარსების 1800 წლისთავი.

8 - საქართველოს პარლამენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელად რეზო ადამია დაამტკიცა.

13 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმირ ლუკინის ხელმძღვანელობით.

- სტამბოლში გამართულ მოჭადრაკეთა 34-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე, ხოლო ვაჟთა გუნდმა - მეექვსე ადგილი დაიკავა.

14 - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო თბილისის უშუქობით გატანჯული მოსახლეობის საპროტესტო აქცია, რომელსაც მეორე დღეს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

22 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი მეუფე დანიელი, მამა შიო და საპატრიარქოს წარმომადგენლები. შეხვედრა მიეძღვნა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების - კონკორდატის გაფორმების კონკრეტულ ასპექტებს.

- საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით, ირაკლი მეძმარიაშვილი დაინიშნა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

- მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რევაზ ადამიას სამუშაო კაბინეტის სავენტილაციო სისტემაში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს.

23 - საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებმა - ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის სამხედრო უწყებათა წარმომადგენლებმა დაამთავრეს გუდაუთაში რუსეთის სამხედრო ბაზის ინსპექცია.

24 - საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების მეხუთე ყრილობაზე გაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი ტუღუში აირჩიეს.

27 - ვენაში გაიმართა ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

დეკემბერი

1 - მინსკში ჩატარდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

5 - ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან დაწესებული მიმოსვლის სავიზო რეჟიმი.

8 - მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 5 სოფელში შინაგანი ჯარების ბლოკპოსტები გაიხსნა. ახმეტის რაიონში შეიყვანეს შინაგანი ჯარები.

- საქართველოს პარლამენტმა ცნო N165 მარტვილის საარჩევნო ოლქში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილება.

9 - ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები შეუდგნენ გუდაუთის სამხედრო ბაზიდან რუსეთის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გატანის მეთვალყურეობას.

2 - საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნატოში საქართველოს წარმომადგენლად დავით დონდუას დანიშვნას.

13 - ტყვეობიდან გაათავისუფლეს კოდორის ხეობაში გაეროს მძევლად აყვანილი სამხედრო მეთვალყურეები - ზბიგნევ ბლეხაჩა და ევსტავიოს კოკინიტიოსი.

- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე კომიტეტის პრეზიდენტად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს ჯანო ბაგრატიონი.

14 - თბილისში დაფიქსირდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 5 ბალი შეადგინა.

15 - საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო კანონი "საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".

20 - მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შე ვარდნაძემ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილს პრესის კანონზე მუშაობის დაჩქარება დაავალა, რადგან "ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო ტოტალური საინფორმაციო შეტევა".

26 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების თემებისა და გვარების უხუცესები.

- ეროვნული თანხმობის დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თავისი მუშაობის შეჩერების შესახებ.



კალენდარი
ივლისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი