მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2006-06-12
გალიდან ქართველებს გამოყრიან

მაისში საქართველოს აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობდა. აფხაზ სეპარატისტებს ქართულმა მხარემ ზომაზე მეტად თბილი შეხვედრა მოუწყო. მხარეებმა სამომავლო შეხვედრის პირობაც დადეს და წინგადადგმულ ნაბიჯზეც გვამცნეს.

წინგადადგმულ ნაბიჯად სერგეი ბაღაფშის მიერ გამოგზავნილი "კრებული" ჩაითვალა, რომელსაც სახელად სეპარატისტთა ლიდერმა "მომავლის გასაღები" უწოდა, თანაც, შემოგვითვალა თუ სიკეთე გინდათ ჩვენთვის და თქვენთვის, "მომავლის გასაღების" მიხედვით იმოქმედეთო.

ამგვარი "კრებულების" შემუშავება ჩვენშიც კარგად იციან. ქართველებმაც შეიმუშავეს გარკვეული გეგმა და მას "საგზაო რუკა" დაარქვეს. ეს "რუკა" ქართველებმა "გასაღების" პასუხად გაუგზავნეს ბაღაფშს სოხუმში.

ჯერჯერობით ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რა წერია ან "საგზაო რუკაში", ან კიდევ "მომავლის გასაღებში". როგორც ამბობენ, ბაღაფშის "გასაღები" სხვა არაფერია, თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნა. ამ მოსაზრებას ქართული მხარე არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს.

ოფიციალურად კი ოფიციალური თბილისი სოხუმს ყველაზე ფართომასშტაბიან ავტონომიას სთავაზობს. სოხუმი ამ შეთავაზებაზე უარზეა და ელოდება, როდის ეწევა ჩერნოგორიის ბედი.

თბილისში გამართული შეხვედრის დროს დევნილების დაბრუნებაზეც იყო საუბარი. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი შამბა აცხადებდა, რომ გალში ქართველი დევნილების დაბრუნებას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.

პრობლემები, შამბას თქმით, აფხაზეთის სხვა რაიონებში შეიქმნება, სადაც აფხაზები უფრო კომპაქტურად ცხოვრობენ. გალი კი თითქმის ქართველებით არის დასახლებული. შამბა იმასაც გვპირდებოდა, გალში დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოება გარანტირებული იქნებაო.

შამბას დაპირებას ოფიციალური თბილისი კინაღამ ტაშ-ფანდურით შეხვდა. გამოხდა ხანი და გაირკვა, რომ გალში არათუ არ დააბრუნებენ ქართველ დევნილებს, არამედ დაბრუნებულებსაც უკან გამოყრიან. თუმცა ეს ყველაფერი თავად გალის მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გალში დაბრუნებულმა ქართველებმა აფხაზეთის მოქალაქეობა უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ აფაზეთის დატოვება მოუწევთ.

როცა სერგეი ბაღაფში საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, ის ხშირად ჩადიოდა გალის რაიონში. მისი მეუღლე წარმოშობით აქაური გახლავთ. ის გალელებს გვერდში დგომას და განსაკუთრებული პირობების შექმნას სთავაზობდა. ბაღაფშმა გალელების გული იოლად მოიგო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს გალელებმა მას მხარი დაუჭირეს. ბაღაფშის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ გალის ქართველმა მოსახლეობამ ითამაშა, იმ მოსახლეობამ, რომლის გამოყრასაც ახლა აპირებს დე ფაქტო პრეზიდენტი.

სანამ გალის მოსახლეობას ოფიციალურად მოსთხოვდნენ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას, შემოვლითი გზებით დაუწყეს საუბარი. პრემიერ-მინისტრმა სერგეი ანქვაბმა მთავრობის სხდომაც მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ გალის რაიონს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებოდა, რაც მათი ცხოვრების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა.

შემდეგ ისევ ბაღაფში გამოვიდა ასპარეზზე. მისი ინიციატივით გალელ ახალგაზრდებს ცალკე ბატალიონში უნდა ემსახურათ, რომელსაც ბაღაფშმა თავადვე დაარქვა სახელი და მას "ჯიმა" უწოდა, რაც მეგრულად ძმას ნიშნავს.

ამასობაში დაიწყო აფხაზური პასპორტების ბეჭდვაც. აფხაზებს ამაში, რაღა თქმა უნდა, რუსები დაეხმარნენ. აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით შორს ვერ წახვალ, თუმცა რუსეთის შემოვლის შანსი გეძლევა.

აფხაზმა მოსახლეობამ ახალი პასპორტები დიდი ზარ-ზეიმით აიღო, ქართველმა მოსახლეობამ კი აფხაზურ პასპორტებზე უარი თქვა. დე ფაქტო ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით შეეცადა მათ დარწმუნებას, რამაც შედეგი თითქმის არ გამოიღო. გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ საქართველოს მოქალაქედ რჩება.

სეპარატისულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უფრო გადამჭრელი ზომებისთვის მიემართა. მათ გალის მოსახლეობას ულტიმატუმი წაუყენეს. თუ დათქმულ ვადებში ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან, მათ გალის რაიონს დაატოვებინებენ, მათ ადგილას კი ყაბარდოელებს ან სხვა ჩრდილოკავკასიელ გადამთიელებს ჩაასახლებენ.

გალის მოსახლეობა მართლა შავ დღეშია. მათ ან აფხაზეთის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ანდა დევნილობაში გააგრძელონ ცხოვრება. სამწუხაროდ, მათ დახმარებას საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. მათთვის ორივე გადაწყვეტილება მძიმე იქნება, მაგრამ ალბათ ერთ-ერთს ამოირჩევენ.

შემდეგ გამოვა საქართველოს ხელისუფლება და იტყვის, რომ ამას ასე არ დატოვებს და მალე ყველანი (დევნილებიც და არადევნილებიც) ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში.

აფხაზები კი ამ ეტაპზე მიზანს მიაღწევენ - თავიანთი ტერიტორიიდან გამოაძევებენ ყველას, ვინც აფხაზეთის მოქალაქე არ იქნება. ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები დარჩებიან და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, აფხაზები გვეტყვიან, რას დაობთ, რა უნდა დაიბრუნოთ, ამ მიწაზე მხოლოდ აფხაზები ცხოვრობენო.

ავტორი: თეა მარხვაიძე


კალენდარი
დეკემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი